ამ ფოტომ ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია საქორწილო კაბის ფერისა და სხვა მსგავსი ოპტიკური ილუზიების შემდეგ ინტერნეტში აზრთა სხვადასხვაობა ამ ფოტომ გამოიწვია. ადამიანები ორად გაიყვნენ – ეს კატა ადის კიბეზე თუ ჩამოდის? ერთსა და იმავე გამოსახულებაზე ადამიანის ტვინი სხვადასხვაგვარად რეაგირებს. მოდით, ჩვენც ჩავერთოთ ამ ტვინის გასავარჯიშებელ სახალისო ტესტში.
თქვენ როგორ ფიქრობთ?
კარგად დაფიქრდით, მოამზადეთ არგუმენტები, მერე კი პასუხიც ნახეთ.
მაშ ასე. ეს კატა კიბეზე ჩამოდის. ჯერ ერთი, საფეხურების კონტურს დააკვირდით (ასეთ კიდეებს არც ერთი მშენებელი არ გააკეთებდა), მეორე – დააკვირდით ცხოველის ჩრდილს, ასევე მისი თათების მდებარეობას და მაღლა აწეულ კუდს. კიდევ ერთხელ შეხედეთ და დარწმუნდებით.