რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი და ვისაც შეუძლია მოსმენა... ბიჭებს სჭირდებათ დედა:
1. რომელთანაც შეიძლება ლაპარაკი.
2. რომელიც პატივს სცემს საკუთარ თავს.
3. რომელიც მათში უფრო კარგს ხედავს, ვიდრე ცუდს.
4. რომელიც მხარს უბამს მათ მიდრეკილებას თავგადასავლებისა და ხუმრობებისადმი.
5. რომელიც მათში დიდ მომავალს ხედავს.
6. რომელიც მტკიცედ და თანმიმდევრულად აჩვევს დისციპლინას.
7. რომელიც უვითარებს კარგ გემოვნებას და ასწავლის ქალებისადმი პატივისცემას.
8. რომელსაც შეუძლია მოსმენა.
9. რომელიც ხელს უწყობს, აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა.
10. რომელსაც შეუძლია მათ ხელი შეუწყოს მეცნიერებისა თუ შემოქმედების ახალი ჰორიზონტების აღმოჩენაში.
11. რომელიც ენდობა მათ და ანიჭებს თავისუფლებას, რადგან იცის, რომ ამის ღირსნი არიან.
ბიჭებს სჭირდებათ მამა, რომელიც:
1. შეასრულებს კარგი მწვრთნელის როლს.
2. აიღებს საკუთარ თავზე ვალდებულებებს.
3. მტკიცეა, სამართლიანი და მეგობრულად განწყობილი.
4. შეუძლია გაცინება.
5. ყოველთვის თანაუგრძნობს.
6. შეუძლია მრისხანების გაკონტროლება.
7. სჯერა საკუთარი ვაჟის.
8. შეუძლია გაუზიაროს თავისი "ზრდასრული გამოცდილება".
9. შეუძლია უჩვენოს, რას როგორ აკეთებს.
10. მათთან ითამაშებს.
11. ასწავლის ოჯახურ ტრადიციებს, დედის პატივისცემას და გააცნობს სულიერების ცნებებს.
ასევე იხილეთ: რჩევები ბიჭების მშობლებს - როგორ გავზარდოთ მამაკაცი