როგორ მოვერიოთ ბავშვურ სიჯიუტეს - აცადეთ, შეცდომა დაუშვას
როგორ მოვერიოთ ბავშვურ სიჯიუტეს - აცადეთ, შეცდომა დაუშვას
მიეცით ბავშვს საშუალება, თავად აგოს პასუხი თავის საქციელზე და დაშვებული შეცდომის შედეგიც მოიმკას - ეს აუცილებელი და ძალიან საჭირო გამოცდილება იქნება მისთვის.

მაგალითად, ერთხელ გაკვეთილების გაცდენა გადაწყვიტა, მიზეზი აბსოლუტურად ბანალურია - "არ უნდა წასვლა და მორჩა". თან გთხოვთ, მასწავლებელს დაურეკოთ და უთხრათ, რომ ავად გახდა.
ბავშვმა გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ მის შედეგზე პასუხისმგებლობა არ სურს. ამ დროს მართლაც უნდა დაურეკოთ მასწავლებელს და ასეთი რამ უთხრათ - "ჩემს შვილს დღეს სკოლაში წამოსვლა
არ უნდა, ამიტომ ვერ მოვა". ბავშვს კი უთხარით: "შენ თვითონ მოინდომე სკოლის გაცდენა, მე შენს გამო ამხელა ქალს ვერ მოვატყუებ. კი ბატონო, ნუ წახვალ, მაგრამ დამრიგებელს თვითონ აუხსენი, რა მიზეზიც გქონდა".
ბავშვური სიჯიუტის სხვა შემთხვევებიც ბევრი გექნებათ. თუნდაც ცუდ ამინდში ქურთუკის გარეშე სიარული. უმეორებთ, რომ თბილად ჩაიცვას, ის კი ყურსაც არ აპარტყუნებს. რა უნდა ქნათ? ზეწოლას აზრი არა აქვს, მაინც ვერ გააგებინებთ. ამიტომ აგრძნობინეთ, რომ მის გადაწყვეტილებას პატივს სცემთ და ასეთი რამ უთხარით: "რომ შეგცივდება, შემოდი სახლში და ჩაიცვი".
როცა ბავშვი თვითონ აგებს პასუხს თავის საქციელზე, ის სულ სხვაგვარად იწყებს მსჯელობას. როგორც კი იგრძნობს, რომ გარეთ იმაზე მეტად ცივა, ვიდრე ეგონა, თავისი ფეხით
შევა სახლში და ჩაიცვამს. ხოლო თუ წინააღმდეგობას გაუწევთ და ეჩხუბებით, შეიძლება, ჯიბრზე არ შეიმჩნიოს სიცივე და უკანაც არ შემობრუნდეს.

დამოუკიდებელი გადაწყვეტილებისკენ სწრაფვა თვით ბუნებამ მოგვანიჭა ადამიანებს. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ბავშვი გამუდმებით იბძვის ამ უფლებისთვის. ჩვენ კი მის ძალიან ბუნებრივ მისწრაფებას, უბრალოდ სიჯიუტედ ვუთვლით და ძალიან ხშირად მის ჩასახშობად ძალასაც კი ვიყენებთ. თუ მშობლები მუდმივად ბავშვის მაგივრად მიიღებენ გადაწყვეტილებას, მას მუდმივად დინების საწინააღმდეგო მიმართულებით ცურვა მოუწევს. ეს კი მისი ხასიათის ჩამოყალიბებიაში საუკეთესო გავლენას ნამდვილად ვერ მოახდენს.
8228
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```