არსებობს ხმები, რომლებიც თურმე განსაკუთრებულად აშინებთ ბავშვებს თუ დედა წყნარად ღიღინებს სამზარეულოში ან საყვარელი მულტფილმის მუსიკა ჟღერს, ამის მოსმენა სასიამოვნოა. თუმცა არსებობს ხმები, რომლებიც თურმე განსაკუთრებულად აშინებთ ბავშვებს. ეს ერთგვარი რეიტინგია, თუ რომელი ხმები არ უყვართ პატარებს ყველაზე მეტად.
ჩართული მტვერსასრუტის ხმა
როცა დედა ოთახის შუაგულში გამოაგორებს ამ ურჩხულს თავისი ხორთუმით, პატარას უჩნდება სურვილი, კუთხეში მიიკუნჭოს და თავზე ბალიში წამოიმხოს. უფროსები კი ამბობენ, მტვერსასრუტი არ არის საშიშიო, მაგრამ რომ ეშინიათ, რა ქნან?
ბურღის ხმა
ყველას ახსოვს ბავშვობიდან სტომატოლოგიურ კაბინეტში პირველად გაგონილი ეს ხმა, რომელიც პირბადეაფარებულ თეთრხალათიან ადამიანთან ერთად მართლაც საშიში მოგონებაა.
ჭექაქუხილი
ბევრს ამის მოზრდილობაშიც ეშინია. ბავშვობაში კი განსაკუთრებით ზარავთ და ასე ჰგონიათ, რომ ახლა ცა მართლა ჩამოიქცევა და თავზე დაემხობათ. ამიტომაც გარბიან დედიკოებთან და მამიკოებთან და საწოლში უძვრებიან.
ჩვილის ტირილი
ახალშობილი ისეთი გამკივანი და გამაღიზიანებელი ხმით ტირის, იმისათვის, რომ დედას მალე გააგონოს, მის უფროს დაიკოს თუ ძამიკოს თმა ყალყზე ასდის. 2-დან 5 წლამდე ბავშვებისთვის ეს ხმა განსაკუთრებით შემზარავია თურმე.
უფროსი ადამიანის ყვირილი
განსაკუთრებით, მამაკაცის. როცა უფროსი ხმას უწევს და თანაც, მეტისმეტად, ბავშვი მაშინვე უსუსურად და კიდევ უფრო პატარად გრძნობს თავს. თუნდაც უკვე 13-14 წლის იყოს.
მაღვიძარის ხმა
სულ ახლახან გესიზმრებოდა, როგორ დაფრინავდი ღრუბლების თავზე ფერიებთან და ჭრიჭინებთამ უცებ კი – ტრრრრ! ადექი, ბაღში თუ სკოლაში წასვლის დროა... ასევე არ უყვართ თურმე ბავშვებს სკოლის ზარი, რომელიც ყოველთვის მოულოდნელად რეკავს ხოლმე, განსაკუთრებით დასვენების დროს.
ასევე იხილეთ: არ შეაშინოთ ბავშვი "ბუათი" და "გუდიანი კაცით" - რა უნდა ვიცოდეთ ბავშვის ნერვულ სისტემაზე