თქვენ ჩემი გმირები ხართ
ჩემთვის ისინი ყოველთვის გმირები არიან. ჩემმა მშობლებმა არა მარტო მაჩუქეს სიცოცხლე, არამედ ჩემთვის მნიშვნელოვან წუთებში ყოველთვის ჩემს გვერდით იყვნენ.
მე ვფიქრობ
მაშინაც კი, როცა დაკავებული ვარ - ვფიქრობ თქვენზე. ჩემი სული მუდმივ კავშირში იქნება თქვენს სულებთან.
ვამაყობ, რომ თქვენი შვილი ვარ
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ გავზრდილიყავი დამოუკიდებელი და ჩამოყალიბებული ადამიანი.
ვაფასებ ყველაფერ იმას, რაც გაგიკეთებიათ ჩემთვის
არსებობს უამრავი წვრილმანი, რისთვისაც მადლობა არ მითქვამს. მაგრამ ეს მადლიერება ცხოვრობს ჩემს გულში, რადგან ვერც კი წარმომიდგენია, როგორ ვიცხოვრებდი ამ ქვეყნად თქვენ გარეშე.
მე მესმის თქვენი
ვიცი, რომ იდეალურები არ ხართ. ვიცი, რომ როგორც ყოველი ჩვენგანი, გადიოდით სახვადასხვა სირთულეს. მიუხედავად ამ სირთულეებისა თქვენ ყოველთვის გვერდში მედექით, რათა ჩემი ცხოვრებისეული სირთულეები გადამელახა.
თქვენი დახმარებით უკეთესი ვხდები
თქვენი დახმარებით ჩამოვყალიბდი დიდსულოვან და ძლიერ ადამიანად. მიყვარხართ იმაზე ძლიერად, ვიდრე ეს
თქვენი დაკარგვის შიში მუდამ თან მდევს
ჩემთვის მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ყოველთვის ვერ იქნებით ჩემ გვერდით. ოდესმე გავხდები ადამიანი, რომელსაც აღარ ეყოლება მშობლები და ეს ძალიან მაშინებს. ისიც ვიცი, რომ როდესაც აღარ იქნებით, მარტოს მომიწევს ცხოვრების გზაზე სიარული, მაგრამ არ ვიცი, როგორ გავართმევ ამას თავს.
ვწუხვარ
ბევრი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ბევრიც ვისწავლე ჩემს შეცდომებზე. მაპატიეთ ყველა ჩემი გააზრებულად თუ გაუაზრებლად დაშვებული შეცდომა, რითაც გული გატკინეთ. ვიცი, რომ ხშირად ვიქცეოდი ეგოისტურად.
თქვენ ყოველთვის იქნებით ჩემი საუკეთესო მეგობრები
თქვენ ვერავინ ჩაგანაცვლებთ. თქვენ ყოველთვის იქნებით პირველები, რომლებსაც გავანდობ ჩემს სიხარულსა და მწუხარებას.
მე შემიძლია გაპატიოთ ყველაფერი
თქვენ უშვებდით შეცდომებს, რომელიც მე ტკივილს მაყენებდა - და გულით გპატიობთ ყოველივე ამას.
ჩემი შვილები იქნებიან თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილები
ჩემი შვილები არასდროს არ იქნებიან თქვენგან შორს. ისინი ბედნიერები იქნებიან, ცხოვრების მნიშვნელოვანი მომენტები გაიზიარონ თქვენთან ერთად.
ვერასოდეს დაგემშვიდობებით სამუდამოდ
ყოველთვის იქნებით ჩემს გულში. მუდამ სათუთად გაგიხსენებთ, იმიტომ, რომ როდესაც თქვენ აღარ იქნებით ამ ქვეყანაზე, ჩემს გულში განაგრძობთ სიცოცხლეს.
ასევე იხილეთ: თანამედროვე მშობლების 10 შეცდომა