ფსიქოლოგების აზრით, ზოგჯერ მშობლები შვილებს გარკვეულ კომპლექსებს უჩენენ კარგად აღზრდის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, ბავშვი მომავალ დამოუკიდებელ ცხოვრებას მაქსიმალურად მომზადებული შეხვდეს. ძლიერ და დამოუკიდებელ პიროვნებად რომ გაიზარდოს, 5 მნიშვნელოვანი წესი უნდა გაითვალისწინოთ.
ფსიქოლოგების აზრით, ზოგჯერ მშობლები შვილებს გარკვეულ კომპლექსებს უჩენენ, რაც მოზრდილობაში ძალიან რთულად გადასალახია. ასეთი ბავშვები ზრდასრულობისას თამამად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს და საკუთარი პოზიციების დაცვაც უჭირთ. იმისთვის, რომ ბავშვს წინააღმდეგობების გადასალახად მეტი გამბედაობა შემატოთ, შემდეგი პირობები უნდა შეუქმნათ.
კოლექტივი
კოლექტივი ფასდაუდებელი გამოცდილების მიმცემია ურთიერთობების თვალსაზრისით. განსხვავეული აზრისა და ქცევის მქონე ბავშვების გვერდით უკეთ გამომუშავდება სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ასე რომ, მეტად დააფასეთ დრო, რომელსაც თანატოლებთან თამაშში ატარებს. წაახალისეთ ჯგუფური თამაშებითაც.
სურვილები
ნებისმიერი საქმე, რასაც დიდი სურვილითა და ენთუზიაზმით დაიწყებს, მას წინსვლისკენ უბიძგებს. დაეხმარეთ, ბოლომდე მიიყვანოს სასურველი საქმე, რომლისთვისაც მზადაა ყველა სიძნელე გადალახოს.
ვითარების დამოუკიდებლად შეფასება
მშობლები ხშირად უხსნიან ბავშვებს, რა არის კარგი და რა - ცუდი. ეს მთლად სწორი საქციელი არ არის. ჯობია თავად მას უბიძგოთ, რომ აწონ-დაწონოს სიტუაცია. ასე უკეთ იქნება დარწმუნებული თავის გადაწყვეტილებაში და პოზიციასაც ადვილად აღარ დათმობს.
კრიტიკა
ბავშვის გაკიცხვაც საჭიროა და კრიტიკაც, მაგრამ ეს სწორად უნდა გააკეთოთ. არ უთხრათ, რომ ცუდი ბავშვია, მხოლოდ მის საქციელზე იმსჯელეთ. რაც მთავარია, ბავშვს ეჭვიც არ უნდა შეეპაროს, რომ მშობლებს ცუდი საქციელის ჩადენის შემდეგაც ძველებურად უყვართ.
პოზიტივი
ოპტიმისტი ადამიანი ყველაფერში პოულობს პლიუსებს და არც მარცხის შემდეგ გზის გაგრძელების ხალისი ეკარგება. ესე იგი ბავშვიც განაგრძობს თავის გზას და პირველი ვერცხლის შემდეგ ხელს არ ჩაიქნევს.
შვილის აღზრდა და მისი მომავლის უზრუნველყოფა მშობლების საქმეა და ამისთვის მილიონი დოლარი სულაც არ არის საჭირო. მთავარია ბავშვს საჭირო ინსტრუმენტები გადასცეთ, რომელიც მოზრდილ ცხოვრებაში დაეხმარება. გამოიყენეთ ეს წესები და ასწავლეთ პატარას წინსვლა, წინააღმდეგობების დაძლევა და მიზნის მიღწევა.
ასევე იხილეთ: თანამედროვე მშობლების 10 შეცდომა
ბედნიერი ბავშვის აღზრდის 12 ოქროს წესი, რომელიც ყველა დედამ უნდა იცოდეს