არსებობს შიშები, რომელიც ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელია ბავშვებს, ისევე როგორც მოზრდილებს, თავიანთი ფობიები აქვთ. თუ ეს ძლიერი ირაციონალური შიშია, რომელიც ცხოვრების ხარისხზე ცუდად აისახება, პროფესიონალ ფსიქოლოგთან მკურნალობა აუცილებელია. თუმცა არსებობს შიშები, რომლებიც ბავშვთა ასაკისთვის დამახასიათებელია და მათ უბრალოდ, თავად უნდა გაუმკლავდეთ.
ძირითადი შიშები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს:
1. სიკვდილის შიში
2. ზღაპრული ან ფილმის პერსონაჟის შიში
3. ცხოველების შიში
4. ექიმების შიში
5. სიბნელის შიში
6. ღია ან დახურული სივრცის შიში
რომელი ხმების ეშინიათ ბავშვებს ყველაზე მეტად
შიშები, რომლებიც ამა თუ ასაკში ნორმად მიიჩნევა
3-5 წლის ასაკში ბავშვები უკვე აცნობიერებენ, რომ ცხოვრება როგორც იწყება, ისევე მთავრდება. აქედან ჩნდება პირველი შიში სიკვდილის მიმართ. ამ ასაკისთვის ბუნებრივია ცხოველების, სიზმრების, ცეცხლისა და წყლის შიშიც.
6-7 წლისთვის ბავშვებს ეშინიათ, რომ მათ ოჯახის წევრებს რაიმე დაემართებათ. ნუ შეშფოთდებით, თუ წიგნში ან ტელეეკრანზე ნანახი მონსტრი შეაშინებს. ეშინიათ იმისიც, რომ მათი საქციელი მშობლებს არ მოეწონებათ.
7-8 წლის ასაკში შიშობს, რომ არ უყვართ, რომ მეგობრებს არ მოსწონთ ან ისეთი არ არის, ოჯახის წევრებს რომ უნდათ. ამას შეიძლება დაემატოს ბუნებრივი კატასტროფებისა ან ომის შიში.
9-11 წლის ბავშვს ეშინია წაგების, ზოგადად, წარუმატებლობის შიში აქვს. ეშინია მშობლების დაკარგვისაც, მათთან კონფლიქტიც შეიძლება ფობიაში გადაეზარდოს. ამ ასაკში უჩნდებათ ქურდების, მძარცველების, მკვლელების შიში.
12-13 წლის მოზარდს საზოგადოების მხრიდან გაკიცხვის და კრიტიკის ეშინია. მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხდება საზოგადოებრივი აზრი.
შიშების დაძლევა შესაძლებელია. ამის თაობაზე იხილეთ სტატია როგორ დავძლიოთ ბავშვის კოშმარული სიზმრები და ღამის შიშები - წესები მშვიდად ძილისთვის