ხომ არ მოგდით ზედმეტი ან სად უშვებთ შეცდომებს სხვის შეცდომებს სწრაფად ვამჩნევთ, საკუთარი ნაკლოვანების დანახვა კი გვიჭირს. შეამოწმეთ, რამდენად სწორი მიმართულებით მიდიხართ შვილის აღზრდის საქმეში, ხომ არ მოგდით ზედმეტი ან სად უშვებთ შეცდომებს.
თითოეულ კატეგორიაში ამოირჩიეთ ის ფრაზები, რომლებსაც უფრო ეთანხმებით. შეგიძლიათ მონიშნოთ არა ერთი, არამედ ორი ან სამი ვარიანტი თითო კატეგორიაში.
ა
1. ბავშვები - ყველაზე მმნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში
2. ბავშვების გამო მზად ვარ პირად ცხოვრებაზე უარი ვთქვა
3. ყოველთვის და ყველგან მხოლოდ ბავშვებზე ვფიქრობ
ბ
1. ჩემი შვილები რასაც მთხოვენ, ყველაფერს მიიღებენ ჩემგან
2. შვილებს უფრო მეტს ვახარჯავ, ვიდრე საკუთარ თავს
3. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა დავიძინო, თუ გვერდით ბავშვი არ წევს
გ
1. ჩემს შვილებს მეტი საოჯახო ვალდებულება აქვთ, ვიდრე სხვებს
2. უფროსი შვილი ყოველთვის უვლის უმცროსს.
3. ბავშვს ყოველთვის ვანდობ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეებს
დ
1. მთავარია, ბავშვი დამჯერი იყოს
2. დედა ბავშვისთვის ყველაზე პატივსაცემი პიროვნება უნდა იყოს
3. შვილი არ უნდა ხედავდეს მშობლის სისუსტეს
ე
1. ძალიან კარგია, როცა ბავშვს დედა თან უყვარს, თან ეშინია მისი
2. ბავშვის ცუდი საქციელი დაუსჯელი არ უნდა დარჩეს. ასე თავად მისთვისაა უკეთესი
3. საუკეთესო სასჯელი გატყეპვაა
თუ რომელიმე კატეგორიაში 2 ან 3 ფრაზა შემოხაზეთ, ესე იგი შეცდომები მოგდით.
თუ მეტი 2-3 ფრაზა ა კატეგორიაში აღნიშნეთ:
ფიქრობთ, რომ ბავშვები ძალიან უსუსურები არიან და თავისით ვერაფერს მოახერხებენ - ვერც აზრის გამოთქმას, ვერც გადაწყვეტილების მიღებას. მეტი თავისუფლება მიანიჭეთ, ასე უფრო სასარგებლო იქნება მათთვის.
მეტი ფრაზა ბ კატეგორიაში:
ძალიან ანებივრებთ და ათამამებთ შვილებს, ფაქტობრივად, "თავზე გასხედან". ზოგჯერ უარის თქმა აუცილებელიცაა - ამას ნებისმიერი ფსიქოლოგი გეტყვით. თავადაც ხომ ბევრი რამ გჭირდებათ?
მეტი ფრაზა გ კატეგორიაში:
ბავშვებისგან ბევრს ითხოვთ. ბავშვს ვალდებულებები უნდა ჰქონდეს, მაგრამ ისე არა, როგორც უფროსებს. მათ თამაშიც სჭირდებათ, ცელქობაც და თანატოლებთან ურთიერთობაც.
მეტი ფრაზა დ კატეგორიაში
თქვენს ოჯახში ბევრი აკრძალვაა. მშობლები კი არა ადამიანებს, არამედ სუპერგმირებს უფრო ჰგვანან. ისინი არც ტირიან, არაფრის ეშინიათ და ყველაზე მეტად დისციპლინას აფასებენ. თქვენი აკრძალვების სია როგორმე უნდა გაანახევროთ.
მეტი ფრაზა ე კატეგორიაში
მკაცრი სასჯელი აღზრდის საუკეთესო მეთოდი ნამდვილად არაა. უფრო ჰუმანური მეთოდებიც არსებობს, რომ საკუთარი შეცდომა აღიაროს და გამოასწოროს. ცემა-ტყეპას რაც შეეხება, ფსიქოლოგიურ ტრავმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ბავშვი უბრალოდ მიეჩვევა ძალადობას და მალე რეაქციაც აღარ ექნება თქვენს მუქარაზე.