აირჩიე ბილიკი, რომელიც მოგწონს და გაიგე, რა გელოდება
აირჩიე ბილიკი, რომელიც მოგწონს და გაიგე, რა გელოდება
როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, თანამედროვე ადამიანების პრობლემა ის არის, რომ ისინი მეტისმეტად გატაცებულნი არიან სხვათა ცხოვრებით და საკუთარი ავიწყდებათ. რა დროს ატარებს თითოეული ადამიანი სოციალურ ქსელში ნაცნობების ახალ ფოტოებზე "ნადირობისას", უაზრო კომენტარების წერისას, სხვა ადამიანების ცხოვრების დეტალების გარკვევისას, ჭორების მოსმენისას და ა.შ. პირველ რიგში კი თვითშემეცნებაა საჭირო. ეს ფსიქოლოგიური ტესტიც ერთ-ერთი გზაა თვითშემეცნებისკენ. აირჩიეთ ის ბილიკი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონებათ. მერე კი შედეგები წაიკითხეთ:

ბილიკი № 1
სრულფასოვანი პიროვნება ხართ, რომელმაც
იცის თავის ფასი. თავს კომფორტულად გრძნობთ თქვენთვის ძვირფასი ადამიანების გარემოცვაში. თქვენ ყვავილოვანი გზა აირჩიეთ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თითოეული პატარა სიხარული თქვენთვის დიდი ბედნიერებაა. ეს გზა ტყუილად არ აგირჩევიათ: მალე თქვენი ცხოვრება მართლაც აყვავილდება. თუმცა მანამდე პატარა გამოცდის გავლა მოგიწევთ – შეხედეთ, ამ ლამაზ ბილიკზე პატარა დაბრკოლებაა. ეს ნამდვილი თავგადასავალი იქნება, რომელიც კარგ მოგონებებს დაგიტოვებთ.
mshoblebi

ბილიკი № 2
თქვენ ხართ ადამიანი-მთა, შეუპოვარი ადამიანი, რომელიც უკან არაფერზე იხევს. ასეთი ადამიანები თამამად უყურებენ თვალებში დაბრკოლებებს, მზად არიან, ნებისმიერ წუთს გაუწოდონ სხვას დახმარების ხელი, მათ შეიძლება, დაეყრდნო. ბილიკი ქვებით არის მოკირწყლული, თუმცა თქვენ ამან არ შეგიშალათ ხელი, სწორედ ის აგერჩიათ. მზად ხართ ბედის ნებისმიერი გამოწვევის
მისაღებად და ბრძოლაში ჩასართველად ნებისმიერ წამს. ასე განაგრძეთ, სასურველი მიზანი ძალიან ახლოს არის. თუმცა ნურც საკუთარი სისუსტეების გამოჩენაზე იტყვით უარს: ერთ ადამიანს არ შეუძლია ყველაფრის საკუთარ თავზე აღება.
mshoblebi

ბილიკი № 3
თქვენ ხართ ადამიანი-განსჯა, ბრძენი, რომელსაც უყვარს ყველაფრის აწინვა, სანამ სწორ არჩევანს გააკეთებს. მშვიდ და მოზომილ ცხოვრების წესს მისდევთ, განჭვრეტთ და აკვირდებით. ყურადღებით დააკვირდით: სურათზე არ ჩანს გზის ბოლო... ეს იმაზე მეტყველებს, რომ შესაძლოა, საჭიროა უფრო მკაფიო მიზნები დაისახოთ და უფრო იმპულსური იყოთ, რათა იცოდეთ, რა გელით მომავალში და ადგახართ თუ არა სწორ გზას. იმავდროულად ნუ მისცემთ სხვას უფლებას, თქვენს შინაგან სამყაროში ჩაერიოს: თქვენი სიმშვიდე და წონასწორობა თქვენი ძალაა.
mshoblebi

ბილიკი № 4
არაორდინარული ადამიანი ხართ, რომლის ცხოვრებაშიც არის უჩვეულო მოვლენები ექსტრავაგანტური რამე-რუმეები, იმპულსური რეაქციები. თქვენი მგზნებარე ბუნება აოცებს და აჯადოებს გარშემო მყოფებს. ეს ბილიკი ტყუილად არ აგირჩევიათ: ასეთი გზა, მაღალ ხეებს შორის, უჩვენებს, რომ თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია არა წინ ყურება, არამედ – მაღლა. ხანდახან იმაზეც დაფიქრდით, რომ სადაც ახლა ხართ, ის შეიძლება უპირატესია იმაზე, რაც წინ გელით. ფრთხილად იყავით, ხანდახან გვერდითაც უნდა მიმოიხედოთ. თქვენი მთავარი "კოზირი" იუმორის გრძნობა და ხალისიანობაა. თუმცა ნუ შეგეშინდებათ იმის დემონსტრირებისაც, რომ შეგიძლიათ, სერიოზული იყოთ.
mshoblebi

ბილიკი № 5
მეგობრული, თუმცა ცოტა მორცხვი და მორიდებული ხართ, არ გჩვევიათ გულში წყენის ჩადება. როგორც პრაქტიკა უჩვენებს, ვინც ამ ბილიკს ირჩევს, მას არ უყვარს წვრილმანებში ჩაძიება: სამყაროს გაცილებით ფართოდ ხედავენ. თქვენს სურათზე შემოდგომაა გამოსახული. გარდამავალი ეტაპი ცხელ ზაფხულსა და ცივ ზამთარს შორის. შესაძლოა, ახლა რაღაცით ისვენებთ ან დიდი ცვლილების მოლოდინში ხართ, შუალედურ გზაზე დგახართ. მიზნისკენ მიმავალი გზა შეიძლება, საკმაოდ დაკლაკნილი იყოს, თუმცა ხომ ამბობენ: შორი გზიდან მოუარე, შინ მშვიდობით მიდიო.
mshoblebi

ბილიკი № 6
დაფიქრებული ადამიანი ხართ, რომელსაც უყვარს განმარტოება ან ძალიან ახლობელი ადამიანების წრეში ყოფნა. თანაგრძნობა, გულისხმიერება – ეს თქვენი თვისებებია. თქვენ აირჩიეთ ბილიკი, რომელზეც თითქმის არ ჩანს მზე და სინათლე. შესაძლოა, ეს იმაზე მეტყველებს, რომ დროა, თქვენს ფიქრებთან განმარტოვდეთ. მოვიდა დრო, გაერკვათ საკუთარ მიზნებში, მოტივებში, მისწრაფებებში. დააკვირდით: სინათლე გვირაბის ბოლოს არის, სულ ახლოს!
mshoblebi

ტეგები: ტესტი
15636
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```