რჩევები ბიჭების მშობლებს - როგორ გავზარდოთ მამაკაცი?
რჩევები ბიჭების მშობლებს - როგორ გავზარდოთ მამაკაცი?
1 / 2
Next
ქალები ხშირად ჩივიან, რომ გარშემო ცოტა დარჩა ნამდვილი მამაკაცი. თუმცა ფსიქოლოგები პასუხობენ, რომ ეს მათივე ბრალია – ვაჟებს ქალებივით ზრდიან. ასე რომ, შედეგი კანონზომიერია... რა უნდა გავაკეთოთ, რომ ნამდვილი მამაკაცი გავზარდოთ? ეს 10 წესია, რომელიც დაგეხმარებათ, ამ საკითხს სხვანაირად შეხედოთ.

1. ბიჭის აღზრდაში აქტიურად უნდა მონაწილეობდეს მამა. თანაც, დაბადებიდან. და საკუთარ აღზრდაზეც რომ იზრუნოს, არც ეს იქნება ცუდი. რადგან ოჯახში აღზრდა სულაც არ არის ჭკუის სწავლება. ბიჭი მამის საქციელის კოპირებას ახდენს და სულაც არა მისი სიტყვების.
შეკითხვა დედას: გინდათ, რომ
თქვენი ვაჟი მამამისს დაემსგავსოს?
განსაკუთრებით აუცილებელია მამის ჩარევა, როგორც კი ბიჭი 6 წლის გახდება. ის გაცილებით უფრო აქტიურად ახდენს ასოცირებას მამასთან. ცდილობს მას მიბაძოს, აკვირდება, რას როგორ აკეთებს მამს. ამ დროს ფორმირდება მისი წარმოდგენა, თუ როგორი უნდა იყოს მამაკაცი და როგორ უნდა იქცეოდეს. ყველა მამა გულმოდგინედ უნდა აკვირდებოდეს თავის საქციელს, სიტყვებს, დამოკიდებულებას ოჯახის წევრი ქალების მიმართ, უჩვენოს კარგი მაგალითი.

2. მამაკაცი ძლიერი უნდა იყოს. ეს რას ნიშნავს? უნდა შეეძლოს გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობაც.
შეკითხვა მშობლებს: ასწავლით შვილს, რომ დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები და პასუხიც აგოს მათზე? თუ გამუდმებით ერევით და მის მაგივრად
იღებთ გადაწყვეტილებებს?
მიღებულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას დიდი მნიშვნელობა აქვს. მამაკაცი ხშირად იღებს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე პასუხს მისი ცოლი აგებს ხოლმე, ან შეყვარებული. ეს არ არის მამაკაცური საქციელი.
გადაფურცლე მომდევნო გვერდზე
1 / 2
Next
90579
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
0
ეხლა ქალებს უფრო აქვთ კაცური თვისებები ვიდრე კაცებს და საერტოდ ზოგ მამასთან პირიქით საერთოდ არ ჰქონდეს შეხება სჯობია
05:48 / 20-03-2015
tako velijanashvili
0
დედა რაგა მესჰველება მეც ბიჯის დედა ვარ
13:05 / 24-01-2015
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი