ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის კლოდ შტაინერის აღზრდის 7 წესი
ცნობილი ფსიქოანალიტიკოსის კლოდ შტაინერის აღზრდის 7 წესი
ცნობილ ფსიქოანალიტიკოსსა და პუბლიცისტს კლოდ შტაინერს ურთიერთობის ფსიქოლოგიაზე არაერთი წიგნი აქვს გამოცემული. მრავალწლიანი დაკვირვების ფონზე მან თავის თეორიას "მოფერების ეკონომია" უწოდა.
შტაინერის აზრით, ადამიანის ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი "სცენარები" სწორედ ბავშვობიდან იღებს სათავეს. ამიტომ ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე წესი:

1. როცა ბავშვი გიჩნდება, ავტომატურად ვალდებული ხდები, რომ სრულწლოვანებამდე სიყვარულით, ზრუნვითა და გაგებით უზრუნველყო იგი.
2. მთავარი, რაც ყველა მშობელმა უნდა გააკეთოს - დაეხმაროს შვილს პირადი სამყაროს შექმნაში.
3. მოუსმინეთ ბავშვს. ყურადღებისა და დაფასების
გარეშე ნუ დატოვებთ მის ნიჭს - თქვენ ხომ მხოლოდ დაგროვილი გამოცდილებით განსხვავდებით ერთმანეთისგან.
4. მიეცით საშუალება დამოუკიდებელი გახდეს. მის ნაცვლად ნურაფერს გააკეთებთ. რაც მას მოეთხოვება და შეუძლია, თავად უნდა გააკეთოს.
5. ისწავლეთ კრიტიკული აზროვნება: არ დაუჯეროთ ყველა რჩევას, რასაც გაიგონებთ.
6. არ მოატყუოთ შვილი. თუ მის კითხვაზე პასუხის გაცემა არ შეგიძლიათ, აუხსენით და უთხარით, როდის შეგეძლებათ, რომ ყველაფერი უთხრათ.
7. აუცილებლად აგრძნობინეთ, როგორ გიყვართ. თავადაც მიაჩვიეთ ემოციების გამოხატვას. არ არის საჭირო ემოციების ეკონომია.
5511
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```