ძალიან დამჯერი ბავშვი - როდის არის ეს საეჭვო სიმპტომი
ძალიან დამჯერი ბავშვი - როდის არის ეს საეჭვო სიმპტომი
ყველაზე იდეალური მშობლებიც კი გამოჰყავს მოთმინებიდან ბავშვის ჭირვეულობას. ამ დროს ყველა მათგანს მსგავსი აზრები უტრიალებს: "რა იქნება, ერთხელ ნათქვამი ესმოდეს და მიჯერებდეს", "რა მოხდება, ერთხელ მაინც მოვიარო მაღაზია "მიყიდე, მიყიდეს" გარეშე", "ნეტა ამ სათამაშოების მილაგებას როდესმე ისწავლის?" და ა.შ.
შეიძლება ძალიანაც გინდათ, მაგრამ ზედმეტად დამჯერი ბავშვიც პრობლემაა და აღზრდის აშკარა ხარვეზებზე მიუთითებს.
ჰიპერპასუხისმგებლობა დავალებების შესრულებაში და ყოველთვის სწორად მოქცევის სურვილი მიუთითებს, რომ ბავშვს შინაგანად ეჭვი ეპარება მშობლების სიყვარულში. კარგი საქციელით
კი სწორედ ამ სიყვარულის დამსახურებას ცდილობს.
დედ-მამის სიყვარული უანგაროა, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული ბავშვის წარმატება-წარუმატებლობაზე, ცუდსა და კარგ საქციელზე, ნიშნებზე და გამარჯვებებზე. მშობლების მთავარი ამოცანაც ესაა, რომ შვილიც დაარწმუნონ ამაში.
ახალგაზრდა მშობლები ზოგჯერ ზედმეტად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ წარმატებულობის გამოვლინებებს: კარგ ნიშნებს და კონკურსებზე პირველ ადგილებს. ეს დიდი შეცდომაა, რომელიც ბოლოს სტრესამდე, ნევროზამდე, დეპრესიამდე და ბავშვის ნერვული სისტემის სხვა დარღვევებამდე მიგვიყვანს.

როგორ უნდა იქცეოდნენ მშობლები:
1. ბავშვისგან წარმატების მეტისმეტი მოლოდინი ნუ გექნებათ, ყოველ შემთხვევაში, მას ნუ აგრძნობინებთ.
2. ყოველდღე უთხარით ბავშვს, რომ ძალიან გიყვართ.
3. არასოდეს შეადაროთ სხვა ბავშვებს.
4. მიეცით ბავშვს შეცდომის უფლება.
5. ხშირად ჩაეხუტეთ და ერთად გაერთეთ.
3011
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?