ყველა ადამიანი, რომელიც ჩნდება შენს ცხოვრებაში, რაღაცას გასწავლის ამბობენ, ზრდასრული ხდები არა მაშინ, როდესაც აღარ უსმენ დედას, არამედ მაშინ, როცა ხვდები, რომ დედა მართალი იყო. დედა, რა თქმა უნდა, ცუდს არ გვირჩევს. მოვუსმინოთ მას... აი, თურმე რა უნდა ასწავლოს დედამ თავის შვილებს:
1. იხელმძღვანელე გონებით, ხოლო ისაუბრე მთელი გულით.
2. ჰაერზე ნუ ისვრი სიტყვებს. თუ შეჰპირდი, კეთილი ინებე და შეასრულე.
3. ყოველ საღამოს ჰკითხე საკუთარ თავს: “რა ვისწავლე დღეს? რა გავაკეთე სასარგებლო და როგორ?“
4. ყოველ დილას იყავი მზად იმისთვის, რომ საღამოს პასუხი გასცე ერთ რომელიმე ზემოჩამოთვლილ კითხვას.
5. დაიცავი შენზე სუსტი.
6. პატივი ეცი გარშემო მყოფთ.
7. ნუ ითამაშებ სხვის გრძნობებზე.
8. მზად იყავი დაიცვა ის, რისიც გწამს და გჯერა, მაგრამ გახსოვდეს: ყველას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი მოსაზრება.
9. მზად იყავი, მხარში ამოუდგე იმას, ვისაც ეს სჭირდება.
10. აკეთე ის, რაც მოგწონს, ოღონდ ამით სხვას ნუ დააზიანებ.
11. აკეთე სიკეთე უანგაროდ. ისე, რომ მარჯვენა ხელმა არ იცოდეს, რას აკეთებს მარცხენა.
12. რეპუტაცია - გარშემო მყოფთა აზრია შენ შესახებ. ხასიათია ის, რაც ხარ სინამდვილეში. ეცადე, რომ ხასიათი გახდეს შენი რეპუტაცია.
13. შეუნდე, თუ გინდა, რომ შეგინდონ.
14. შეეცადე, შენი ბრაზი და უკმაყოფილება არ გადმოანთხიო წერილობითი სახით. ასჯერ მოიფიქრე, სანამ დააჭერ ხელს „გაგზავნის" ღილაკს.
15. სანამ ახლობელ ადამიანს ეჩხუბები, შეეცადე მოუსმინო მას.
16. ეტიკეტის წესები “მოძველებული“ არასდროს არ იქნება.
17. გახსოვდეს, მსოფლიოში მილიონობით ადამიანია. მან, ვინც უკვე შეგიყვარა, გააკეთა თავისი არჩევანი.
18. ცხოვრება საკმაოდ ხანმოკლეა იმისთვის, რომ იყო უბედური.
19. შენ არ შეგიძლია ზეგავლენა მოახდინო იმაზე, თუ რას ფიქრობენ ან ამბობენ სხვა ადამიანები. არც კი ეცადო!
20. მუდამ გქონდეს უკეთესის იმედი.
21. იყავი მზად ყველაფრისათვის!
22. ისწავლე ცეკვა.
23. ყოველ დილით აალაგე ლოგინი.
24. ეცადე გამოძებნო დრო შენი ოჯახისათვის.
25. ტკივილი, ისე როგორც ყველაფერი ამქვეყნად, დროსთან ერთად ნელდება. გახსოვდეს ეს ყოველთვის, როცა ყველაზე მეტად გაგიჭირდება.
26. განავითარე საკუთარ თავში ხელგაშლილობა, პრინციპულობა და ნდობა.
27. საქმე თვითონ არ გაკეთდება, თუ არ გააკეთებ.
28. სიტყვიერად მოუბოდიშე. თუ სიტყვამ არ გაჭრა - გადადი ქმედებაზე!
29. ყველა ადამიანი, რომელიც ჩნდება შენს ცხოვრებაში, რაღაცას გასწავლის.
30. ბედნიერი ხარ მაშინ, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც გაუზიარებ შენს სიხარულს.
31. იზრუნე შენზე უმცროსებზე.
32. აჩუქე ადამიანებს შენი ყურადღება.
33. გიყვარდეს მთელი გულით და იცხოვრე სიყვარულით!
აღზრდა რთული საქმეა. თუმცა თუ „დროულად შევუდგებით საქმეს, შეიძლება მდიდარი მოსავალი მივიღოთ“.