ნესვი თუ საზამთრო? - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ზუსტი ტესტი
ნესვი თუ საზამთრო? - ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური და ზუსტი ტესტი
ერთ-ერთი ყველაზე მოკლე ტესტი, რომელიც გამოავლენს თქვენს პიროვნულ თვისებებს. ყური უგდეთ თქვენს შინაგან ხმას და უპასუხეთ მხოლოდ 2 კითხვას:
რომელი უფრო მეტად გიყვართ:
ა) კიტრი თუ პომიდორი?
ბ) ნესვი თუ საზამთრო?

კიტრი-ნესვი - ასეთი არჩევანი მამაკაცებს უფრო ახასიათებთ, ვიდრე ქალებს. ასეთი ტიპის კაცები სერიოზულები და მამაკაცურები არიან. ისინი იშვიათად ექცევიან სხვისი ზეგავლენის ქვეშ და არ არიან მიდრეკილი ალკოhოლიზმისაკენ. მათ შორის ბევრი სპორტსმენი და მოგზაურობის მოყვარულია. ქალი ასეთი მამაკაცის გვერდით თავს
დაცულად და მშვიდად გრძნობს. მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება ოჯახურ ურთიერთობებზეც. ასეთი მამაკაცები მიზანდასახულები არიან. მაგრამ აქვთ უარყოფითი მახარეებიც: „კიტრისა და ნესვის“ ჯგუფის მამაკაცს აკლია რომანტიზმი, ამიტომ თუ ქალი ელოდება მისგან ყვავილებს, ეს არ მოხდება თავისთავად, თუ მინიშნებას არ მისცემთ.
ამ ნიშნის ქალები ხშირად ხვდებიან უფროსის თანამდებობაზე, მაგრამ ოჯახურ ცხოვრებაში ძალიან უუნაროები არიან, როგორც ბავშვები. ვერ ანაწილებენ ბიუჯეტს, ცუდი მზარეულები არიან, არ უყვართ დალაგება და რეცხვა. თუმცა მამაკაცი ასეთი ქალის სახით შეიძენს ერთგულ და გამგებიან მეგობარს.

პომიდორი-საზამთრო. „პომიდორი-საზამთრო“ აქტიური და მხიარულია. გამოირჩევა კომუნიკაბელურობით. მათი ხასიათის ფეთქებადობა ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება. ამ ტიპის მამაკაცები გურმანები არიან. უპირატესობას ანიჭებენ სახლში ყოფნას, ვიდრე კარავსა და მოგზაურობას. ქალი „პომიდორი-საზამთრო“
ემოციურია, უყვარს ოჯახური გარემო და შინაური ცხოველები. მის გვერდით ყოველთვის სითბო და კომფორტია. არ უყვართ ინტრიგები და უტაქტობა.

კიტრი და საზამთრო - ასეთი ტიპის ადამიანები გამუდმებულ შინაგან მღელვარებას განიცდიან, თუმცა შეიძლება ეს გარეგნულად არც ეტყობოდეთ. „კიტრი-საზამთროს" ტიპის მამაკაცთან ყოფნა იგივეა, რაც ვულკანზე ცხოვრება - ვერასოდეს მიხვდები, რას ფიქრობს და რას მოიმოქმედებს ხვალ.
„საზამთრო-კიტრის“ ტიპის ქალებს ახასიათებთ უსაფუძვლო სკანდალები - ისინი აგროვებენ წყენას და ერთ მშვენიერ დღეს ამოაფრქვევენ ისე, რომ არ დატოვებენ ერთ მთლიან თეფშს სახლში. მაგრამ ამავე დროს არიან გამომგონებლები, მათ შორის ხშირად შეხვდებით მეცნიერს.

ნესვი და პომიდორი - თუ თქვენთან ახლოსაა ეს არჩევანი, გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი ხართ, ფლობთ შინაგან ტაქტს და მგრძნობიარე ხართ. გიყვართ ლამაზი ნივთები და გაქვთ შესანიშნავი გემოვნება. ხართ ერთგული და მზრუნველი ცოლი.
ამ ტიპის მამაკაცებს უყვართ ხელოვნება, მხატვრობა და მუსიკა. თუმცა ისინი თავის თავზე შეყვარებული ეგოისტები არიან.

P.S. ქორწინებისთვის საუკეთესო წყვილები არიან: მამაკაცი „ნესვი- კიტრი“ და ქალი - „კიტრი- საზამთრო“. მამაკაცი „ნესვი-პომიდორი“ და ქალი „ნესვი-კიტრი“. მამაკაცი „კიტრი-საზამთრო“ და ქალი “პომიდორი- საზამთრო“. მამაკაცი „პომიდორი-საზამთრო“ და ქალი “პომიდორი-ნესვი“.
ტეგები: ტესტი
6703
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
nino
0
რა სისჰტერეა... ბოდისჰი გამოტქმაზე :D:D:D:D
23:27 / 05-06-2015
maiko
0
სისულელეა
13:26 / 30-05-2015
მსგავსი სიახლეები
```