8 წლის აუტისტი გოგონა სიტყვების მნიშვნელობას გვიხსნის - როგორ ხედავენ ისინი ცხოვრებას - მშობლები

8 წლის აუტისტი გოგონა სიტყვების მნიშვნელობას გვიხსნის - როგორ ხედავენ ისინი ცხოვრებას

2015-06-10 06:40:04+04:00

ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში სონია შატალოვა აუტიზმითაა დაავადებული, თუმცა მას სიტყვების ძალიან საინტერესო განმარტებები აქვს.

აფრიკელი - ღამის საუკეთესო მზვერავი.

ქარი - ჰაერი, რომელსაც არ უყვარს მოსვენება.

ბავშვობა - ბედის აისი ადამიანის ცხოვრებაში.

სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.

ცხოვრება - ღვთის წყალობა მის მიერ შექმნილ სამყაროში.

ნაცნობობა - სხვადასხვა სამყაროს შეხვედრა.

იმპროვიზაცია - წარმოსახვითი თამაში სიტყვებით, ხმებით, ფერებით... იმისათვის, რომ უცებ გამოვიდეს რაღაც ახალი.

წიგნი - ნივთი, რომელშიც შეიძლება შევინახოთ ცოდნა და ადამიანების გრძნობები.

ცხენი - დიდი, თბილი, ოთხფეხა ბედნიერება.

სიბრძნე - ზღვარი ცოტასა და ბევრს შორის.

მუზეუმი - შენახული დრო.

მუსიკა - ღმერთის სიმღერა ადამიანის ყურში - ბგერებისა და ემოციების ჰარმონიული შეთანხმება.

გაგრძელება