ფსიქოლოგის რჩევები, როგორ ავუხსნათ ბავშვებს მიმდინარე მოვლენები
ფსიქოლოგის რჩევები, როგორ ავუხსნათ ბავშვებს მიმდინარე მოვლენები
თბილისში მომხდარ წყალდიდობას და მის შედეგად დატრიალებულ ტრაგედიას, რასაკვირველია, უფროსებთან ერთად ბავშვებიც ადევნებენ თვალს. როგორ უდნა მოიქცეს ამ დროს მშობელი? დაუმალოს ბავშვს, გაუმძაფროს შიში, დაამშვიდოს, როგორ მიაწოდოს რეალობა? ამის შესახებ კლინიკური ფსიქოლოგი ირმა კვაჭაძე გვაძლევს რჩევებს:

1) არ არის საჭირო, ბავშვებმა სრული ინფორმაცია იცოდნენ, თუ რამდენი, სად, როგორ და ვის მიერ დაიღუპა, ეს არ ნიშნავს ტყუილს, მაგრამ მთლად დეტალიზება არ არის საჭირო. კიდევ მეტად ნუ გაამძაფრებთ და ნუ გაუმახვილებთ ყურადღებას.
2) არ მოატყუოთ - ვითომ არაფერი მომხდარა.
3) არ გაუუფასუროთ ემოცია, რაც უკვე აქვს, დაუდასტურეთ და ეცადეთ შეუმსუბუქოთ, ჩახუტებით, საუბრით (რა თქმა უნდა, გამწვავების გარეშე), დამშვიდებით.
4) თუ უკვე ნახა კადრები, არ ღირს ამ ფაქტის უკომენტაროდ იგნორირება, ელაპარაკეთ მაქსიმალურად, გაეცით ყველა კითხვაზე პასუხი, არ დაუტოვოთ კითხვის ნიშნები (სწორედ ეს არი რეტრავმატიზაციის საწინდარი, როდესაც არ ხდება სტრესის ბოლდე "გამოდევნა"...).
4503
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```