ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის!
ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის!
ეს მნიშვნელოვანია თქვენი შვილებისთვის! ბავშვებისათვის ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სიყვარულის, თანადგომის, ყურადღების გამოხატვას მშობლების მხრიდან. ეს უნდა ხდებოდეს ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში. რამდენი წლისაც არ უნდა იყოს თქვენი შვილი, გააკეთეთ ეს მისთვის! ხშირად.

უთხარით თქვენს შვილს:
მე შენ მიყვარხარ.
მიყვარხარ ყველაფრის მიუხედავად.
მაშინაც მიყვარხარ, როდესაც გაბრაზებული ხარ ჩემზე.
მიყვარხარ მაშინაც, როცა შენზე ვარ გაბრაზებული.
მიყვარხარ, როცა ჩემგან შორს ხარ.
არჩევანის საშუალება რომ მქონდეს , მთელი დედამიწის ბავშვებს შორის შენ აგირჩევდი.
მიყვარხარ
უსასრულობამდე.
მადლობა.
მომეწონა შენთან ერთად თამაში.

მოუყევით:
მოუყევით მათი დაბადების შესახებ.
როგორ სათუთად ეპყრობოდით, როდესაც ახალდაბადებულები იყვნენ.
ისტორია, თუ როგორ შეურჩიეთ სახელები.
თქვენს შესახებ, როცა მათ ასაკში იყავით.
თუ როგორ შეხვდნენ ერთმანეთს ბებია და ბაბუა.
თქვენი საყვარელი ფერები.
რომ თქვენც გიჭირთ ხანდახან.
როდესაც მათი ხელი გიჭირავთ და სამჯერ მოუჭერთ ხელს ხელზე, ეს მხოლოდ თქვენი. საიდუმლო კოდია, რომელიც ნიშნავს- „მე თქვენ მიყვარხართ“.
თქვენი გეგმების შესახებ.
რით ხართ ახლა დაკავებული.

მოუსმინეთ:
თქვენს ბავშვს მანქანაში.
რას გიყვებათ თავისი სათამაშოების შესახებ და რამდენად მნიშვნელოვანია ეს მისთვის.
საკითხი, რაშიც თქვენი დახმარება სჭირდება.
გრძნობა, რომელიც დგას ბავშვის სიტყვების მიღმა.

შეეკითხეთ:
როგორ ფიქრობ, რა იქნება თუ...?
რაზე ფიქრობ?
როგორ გავარკვიოთ
ეს?
დღის მანძილზე რა არის ყველაზე სასიამოვნო გასახსენებელი?

აჩვენეთ:
როგორ მოვიქცეთ, სანამ რამეს ავუკრძალავთ.
როგორ დავუსტვინოთ.
როგორ გავაკეთოთ კარტისგან სახლი, მარაო.
როგორ დავჭრათ საკვები.
როგორ დავკეცოთ თეთრეული.
როგორ მოვიძიოთ ინფორმაცია, რომლის პასუხიც არ ვიცით.
რომ საკუთარ გარეგნობაზე ზრუნვა მნიშვნელოვანია.

გამოყავით დრო:
რომ ბავშვი დაიხმაროთ საოჯახო საქმიანობაში.
ერთად იაროთ სხვადასხვა ადგილში.
ერთად ითამაშოთ ქვიშაში.
რომ საშინაო დავალება აკეთოთ ბავშვის ტემპის გათვალისწინებით.
რომ უბრალოდ იყოთ მის გვერდით მანამ, სანამ ის თამაშობს და ერთობა.

გაახარეთ თქვენი პატარა:
ჩაუდეთ შოკოლადი ჩანთაში.
გაუფორმეთ საუზმე თეფშზე.
გაახმოვანეთ ეფექტებით, რასაც აკეთებთ.
ითამაშეთ მასთან ერთად იატაკზე.

გაათავისუფლეთ:
დანაშაულის გრძნობა.
თქვენი ფიქრები იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო.
თქვენი მოთხოვნილება - იყოთ მართალი.

გაეცით:
შეხედეთ ბავშვს კეთილი თვალებით.
გაუღიმეთ, როდესაც შემოდის სახლში.
როდესაც ბავშვი შეგეხებათ, უპასუხეთ სითბოთი.
დაამყარეთ კონტაქტი ბავშვთან, თუ გინდათ, რომ გაიგოს თქვენი.
მიეცით ბავშვს საშუალება, თვითონ მართოს თავისი ემოციები (გაბრაზება, განრისხება).
გაუმზადეთ დამამშვიდებელი, წყლით სავსე აბაზანა დღის ბოლოს.
დამოუკიდებლად შეარჩიეთ მეთოდი, როგორ გახდეთ კეთილგანწყობილი საკუთარი ბავშვის მიმართ.
9239
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
777
0
555-ს ტქვენსს ბავშვსს და ან დზმა ტუ არ ჰყავსს მოწყენილია. ტქვენი პირადი ყურადგებაც აკლია ეტყობა მეტი უნდა ტქვენნგან. როგორც ჩანსს ტუ არ ვცდებიზოდიაქოს ნიშნიტ ხარი ჩანსს მატ მეტი მოტმინება ესაჯიროებატ . სულ ნაბიჯ ნაბიჯ უნდა მიყოლა 8 წლამდე მერე დამოუკიდებელი ხდება. შეაქეტ ხსჰირად . მოუწონეტ რასაც გააკეტებსს დამოუკიდებლად . და დზილის წინ კი მთელი დღის სურატი მოაყოლეტ რა გაუხარდა რა არა სკოლაში რა მოხდა მოუბოდიშეტ რომ დაუყვირეტ და აუხსენიტ მიზეზი რატომ დაუყვირეტ და რასს ელტ მისგან . ბოლოს აკოცეტ და უტხარიტ რომ გიყვარტ .ცვლილებასს შეამჩნევტ ერტ ტვეში. ჩვენ ამ ტელეპონებიტ და კომპიუტერიტ ისე გადავიტვირტეტ მატტვის მარტლა ძალიან ცოტა დრო გვრჩება სამწუხაროდ.
08:07 / 24-06-2015
tee
0
555 თქვენი შვილი 4 წლის ხომ არ არის??
16:32 / 22-06-2015
მსგავსი სიახლეები
```