როგორ აღვზარდოთ ბავშვი პიროვნებად
როგორ აღვზარდოთ ბავშვი პიროვნებად
როდესაც დედა ახალშობილს უვლის, ფიქრობს: როდის გაიზრდება,როდის გახდება დამოუკიდებელი და შეიცნობს სამყაროს. მაგრამ გავა სულ მოკლე დრო და დაიწყება გაუთავებელი კითხვები: რატომ? როგორ? რისთვის? ასეთ დროს მშობელს უნდა, რომ ბავშის აღზრდა სხვას გადააბაროს. ამ დროს „დასახმარებლად მოდიან“: მულტფილმები, ფილმები, მეზობელი ქვედა სართულიდან და რეკლამებიც კი. სდექ! - ახლა მთავარია, თავი ხელში აიყვანოთ, რადგან სწორედ თქვენზეა დამოკიდებული, თუ როგორი ადამიანი გაიზრდება თქვენი შვილი და როგორი მომავალი ექნება მას. ისიც ცნობილია, რომ
ეს არ არის ადვილი. გაიგეთ, როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ ჩაუკლათ ბავშვს პიროვნული თვისებები და აღზარდოთ ის ღირსეულ ადამიანად.

1. დაფიქრდით, როგორი ადამიანი გინდათ რომ გაიზარდოს თქვენი შვილი: წარმატებული თუ მორჩილი?
2. როდესაც ბავშვი გეწინააღმდეგებათ და არ გიჯერებთ - გაიხსენეთ № 1 პუნქტი.
3. გაკვირვებული დარჩებით იმის გაგებით, რომ თქვენმა შვილმა ჯერ კიდევ ძალიან პატარა ასაკში იცის თავისი მოთხოვნილებების შესახებ: შია თუ არა, სცხელა თუ სცივა, კმაყოფილია თუ არა.
4. ნუ ეჩხუბებით ცუდი საქციელისთვის - ისინი ძალიან ხშირად თქვენი საქციელის კოპირებას ახდენენ. სჯობს საკუთარი ქცევა გააკონტროლოთ.
5. თუ გინდათ, რომ დამოუკიდებლობას მიაჩვიოთ, ხშირად მიეცით არჩევანის საშუალება: რისი ჭამა უნდა, რისი თამაში, სად ურჩევნია
გასეირნება. გააძლიერეთ მასში ლიდერის თვისებები!
6. ნეგატიური გამოცდილება და შეცდომები - ეს სწორედ ისაა, რასაც საკუთარ შეცდომებზე სწავლა ჰქვია. შეძლებისდაგვარად არ მოუსპოთ მათ ეს შესაძლებლობა.
7. თუ არჩევანის წინაშე დგახართ: რთული სიტუაციისგან დაიცვათ თუ შეაშინოთ მოსალოდნელი შედეგებით - სჯობს აირჩიოთ პირველი.
8. მზრუნველობა ისეთი გრძნობაა, რომელიც გვაშინებს. თუ ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გააკეთოს ესა თუ ის ქმედება (თვითონ ჩაიცვას ფეხზე, შეიკრას თასმა), მართალია, წვალებით, მაგრამ თავისი სურვილით - ნუ წაართმევ ამ შესაძლებლობას. გამონაკლისია შემთხვევა, როდესაც თავად ვერ ართმევს თავს ამა თუ იმ ქმედებას და თქვენგან ითხოვს დახმარებას.
9. საუკეთესო მეთოდი რაიმეს სწავლებისა - ერთად კეთებაა.
10. თუ ბავშვი ტირის, ცუდ ხასიათზეა - ასეთ შემთხვევაში არა აღზრდა, არამედ მოფერებაა საჭირო. მოეფერეთ, ჩაეხუტეთ, აკოცეთ, უთხარით, რომ ძალიან გიყვართ, - ეს არასდროს არ არის ზედმეტი, პირიქით.
11. ძალის გამოყენება - ყოველთვის არ ნიშნავს სიმართლეს.
12. თუ გინდათ, რომ მოწყვიტოთ ბავშვი კომპიუტერს, დააკავეთ ის სხვადასხვა წრეზე სიარულით, ოღონდ მისი სურვილის გათვალისწინებით.
13. ძიძა, მასწავლებელი, რეპეტიტორი მხოლოდ ერთი კრიტერიუმით შეარჩიე - უყვარდეს ბავშვები.
14. რამდენადაც დააფასებთ თქვენს შვილს, იმდენად მეტი შანსი ექნება მას, გახდეს ნამდვილად დასაფასებელი ადამიანი.
15. ნუ შეგრცხვებათ საკუთარი შეცდომის აღიარების ან ამა თუ იმ საკითხის არცოდნის. ამით არ შეირყევა თქვენი რეპუტაცია ბავშვის თვალში.
16. თუ ბავშვმა რამე არასწორად გააკეთა სკოლაში, ბაღში და გაკიცხვა დაიმსახურა პედაგოგების მხრიდან, ნუ გაიმეორებთ მათ შეგონებას. უბრალოდ აუხსენით, რა დააშავა, მერე კი ჯობს, მის ღირსებებზე გაუმახვილოთ ყურადღება, რაც ვერ შეამჩნიეს მისმა პედაგოგებმა.
17. ნუ დაიზარებთ შეკითხვებით სწავლას. დამოუკიდებლად ნაპოვნი პასუხები უფრო ფასეულია და დიდხანს დარჩება მეხსიერებაში, ვიდრე გამზადებული.
18. ნუ მიაჩვევთ ბავშვს მიიღოს თქვენი ყურადღება მხოლოდ ავადმყოფობის დროს: ამით იგი ისარგებლებს ყოველთვის, თქვენ კი - მუშაობა მოგიწევთ ავადმყოფობიდან-ავადმყოფობამდე.
19. უარს ნუ იტყვით თქვენს ინტერესებზე ბავშვის გამო. გახსოვდეთ, რომ თქვენ პიროვნება ხართ. დაიცვა საკუთარი ინტერესები - საუკეთესო მაგალითია ბავშვისთვის.
20. ნუ ეცდებით საკუთარი ოცნებების გახორციელებას ბავშვის საშუალებით, სჯობს საკუთარი ოცნებები თავად განახორციელოთ.
21. თუ გრძნობთ, რომ სადღაც შეცდომა დაუშვით, უბრალოდ მოიხადეთ ბოდიში.
22. ფრთხილად იყავით ფულის საკითხებში. ფსიქოლოგები თვლიან, რომ ფულის ჩუქება ბავშვისთვის არ ღირს. უმჯობესი იქნება, თუ მის გამომუშავებს ასწავლით კარგი ნიშნის მიღების, კარგად მოქცევის, ნაგვის გატანის, გაკვეთილების მომზადებისთვის... ასე ბავშვი მიიღებს საკუთარ „ხელფასს“ და ისწავლის მის დამოუკიდებლად განკარგვას.
23. თუ დაპირდით, რომ ამა თუ იმ საქციელისთვის დაისჯებოდა - დასაჯეთ. გადაიფიქროთ დასჯა - ნიშნავს ბავშვის მოტყუებას.
24. საბედნიეროდ, ყველა მშობელი ერთდროულად როდი ცდება ბავშვის აღზრდის ამა თუ იმ საკითხში, ამიტომაც ვისაც ემახსოვრება პუნქტი № 1, შეძლებს დაიცვას ბავშვი სხვა დანარჩენისაგან.

მომავალი თაობა ქმნის მომავალს. დაეხმარეთ პატარებს, გაიზარდონ ღირსეული პიროვნებები!

მოამზადა სალომე გორგოშიძემ
12532
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
```