მარცხი არ არის განაჩენი. თითოეული ცდა - გამარჯვებაა ...იმისათვის, რომ ბედნიერები იყვნენ, სულ არ არის აუცილებელი დამატებითი ადამიანი, რაიმე ადგილი ან ნივთი... ნამდვილი ბედნიერება მათ შიგნით ცოცხლობს...
...მარცხი არ არის განაჩენი. თითოეული ცდა - გამარჯვებაა. თითოეულ მიღწევას მივყავართ გამარჯვებასთან. მათი პირველი გამარჯვებები არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე ბოლო.
...ნუ შეეჯიბრებიან სხვას. ღვთის წყალობა ყველას აქვს ღმერთისგან ბოძებული.
...ნუ იღელვებენ იმაზე, რომ ყოველთვის მართლები იყვნენ... არ არის საჭირო, იყვნენ უკეთესები, რათა ღმერთის თვალში აღმატებულად გამოჩნდნენ. ღმერთი არ განსჯის, მას მხოლოდ უყვარს. მისი სიყვარულისათვის არ არსებობს პირობები. მათი სიყვარული ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეუძლიათ აჩუქონ სამყაროს.
...იყო განსაკუთრებული, არ ნიშნავს, იყო უკეთესი, ეს ნიშნავს იყო უბრალოდ სხვა, იყო ის, ვინც ხარ. არ არსებობს რაიმე, რისი გაკეთებაც არ შეეძლებათ ცხოვრებაში. ადამიანმა აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ ვინ არის ის სინამდვილეში.
ასწავლეთ შვილებს არა სიტყვით, არამედ თქვენი ქმედებებით. არა დისკუსიით, არამედ საკუთარი მაგალითით. ყველაფერს, რასაც მოიმოქმედებთ, თქვენი შვილები აირეკლავენ.