გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ფრაზას, რომელიც უნდა უთხრათ ბავშვს ყოველდღე თქვენი შვილები უფრო სწრაფად იზრდებიან, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. ისინი სულ მალე აღმოჩნდებიან რეალურ სამყაროსთან პირისპირ. როგორ უნდა მოამზადოთ ამისთვის?
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ ფრაზას, რომელიც უნდა უთხრათ ბავშვს ყოველდღე, თუ გინდათ, რომ ისინი დამოუკიდებლები და ბედნიერები გაიზარდონ.
1. სინჯე!
დართეთ ნება, გავიდეს თავისი კომფორტის ზონიდან. შესაძლოა, თავიდან შეგეშინდეთ ველოსიპედით მარტო გაშვების, მაგრამ წარმოიდგინეთ, რა სიამოვნებას მიანიჭებს მას ასეთი დამოუკიდებლობა. დაე თქვენმა შვილმა ბავშვობიდან იცოდეს, რომ მას ელოდება დიდი და მშვენიერი სამყარო, რომელიც უნდა შეიცნოს და არა დაემალოს მას.
2. ეს შენი არჩევანია!
პატარაობიდანვე მიეცით უფლება, დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება. მხოლოდ ასე შეიძლება გამოუმუშაოთ თავდაჯერებულობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა თავის ქმედებებზე. არჩევანის თავისუფლება შეუფასებელია!
3. შენ უსაფრთხოდ ხარ, ჩვენ შენ გვიყვარხარ!
რაც შეიძლება ხშირად უმეორეთ ბავშვს ეს ფრაზა. იგი ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ! მან უნდა იცოდეს, რომ მშობლები მის გვერდით იქნებიან ნებისმიერ სიტუაციაში.
4. შენ ხარ ჩვენი ბედნიერება!
ბავშვებს ჩვენთვის უსაზღვრო ბედნიერება მოაქვთ და იმავდროულად ბევრი თავის ტკივილიც. ხშირად უთხარით, როგორ ძალიან გიყვართ ისინი, რა ბევრს ნიშნავენ ისინი თქვენთვის და მაშინ სრული უფლება გექნებათ მათი კრიტიკისა!
5. მე მჯერა შენი!
თქვენი შვილები ვერასდროს „გაიზრდებიან“, თუ არ მისცემთ თვითდამკვიდრების საშუალებას. დაიწყეთ ამაზე მუშაობა პატარაობიდანვე! ეს არ ნიშნავს იმას, რომ რასაც მოისურვებენ თქვენი ბაშვები, ყველაფრის გაკეთების უფლება მისცეთ. თუ მათ უნდა აირჩიონ ორი „უსაფრთხო“ ვარიანტიდან ერთ- ერთი, მიეცით საშუალება, თავად გააკეთონ არჩევანი. ასე გაუადვილდებათ საკუთარი ადგილის პოვნა სამყაროში. განა არ გინდათ, იყოთ ის ადამიანი, ვინც მათ ფრთები აჩუქა?
6. ნუ დაივიწყებ, ვინ ხარ
თქვენი პატარა საკუთარი თავის ძიებას ბავრად ადრე იწყებს, ვიდრე თქვენ გგონიათ. სამყაროში, სადაც ვცხოვრობთ და სადაც ყველაფერი ძალზე სწრაფად იცვლება, გარდატეხის ასაკი 10 წლიდან იწყება! დაეხმარეთ ბავშვს უპასუხოს კითხვას: „ვინ ვარ მე?“ მოუყევით წინაპრების ცხოვრებაზე.
7. ყველა უშვებს შეცდომას
როდესაც პატარა ვიყავი, ხშირად მივარდებოდა და მემტვრეოდა ჭურჭელი (თეფშები, ჭიქები) და ყოველ ჯერზე ვტიროდი. დარწმუნებული ვარ, ჩემი მშობლები რომ ამას გაგებით შეხვედროდნენ და ზოგჯერ ხუმრობაში გაეტარებინათ, ჩემი სულიერი მდგომარეობა ბევრად უკეთესი იქნებოდა. აღარ შემეშინდებოდა (ახლაც კი) საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ჭამა-სმის დროს. ვიქნებოდი უფრო მეტად თავდაჯერებული, ვიდრე ახლა... აუხსენით თქვენს შვილებს, რომ შეცდომის დაშვების უფლება აქვს ყველას, რომ ეს ნორმალურია. უკარნახეთ, როგორ შეიძლება მოაგვარონ ესა თუ ის პრობლემა და არ უღრიალოთ მაშინვე.
8. მე შენ მიყვარხარ!
ხომ იცით, რომ ეს სიტყვები აუცილებლად უნდა იყოს ჩამონათვალში, ასე არ არის?