6 შეცდომა, რომელსაც მივყავართ ბავშვებში ეგოიზმის ჩამოყალიბებისკენ
6 შეცდომა, რომელსაც მივყავართ ბავშვებში ეგოიზმის ჩამოყალიბებისკენ
1. ბავშვის პიროვნული თვისებების გადამეტებული მნიშვნელობით წარმოჩინება. საუბარია არაადეკვატურ შეფასებაზე: უმიზეზოდ ნუ შეაქებთ და ნუ დაუკარგავთ მას რეალურ ღირსებებს.
2. ნუ მოახვევთ თავზე საკუთარ პრაგმატულ შეხედულებებს და სურვილებს. ყოველივე ეს ბავშვს უკარგავს ცხოვრების ინტერესს და ასევე უქვეითებს მოტივაციას.
3. ნუ გაუწევთ ბავშვს დათვურ სამსახურს, ამით მას ეკარგება ყოველგვარი ინიციატივის სურვილი.
4. არ არის აუცილებელი საკუთარი ეგოისტური მაგალითების მოყვანა ცხოვრებისეული ნორმების დეკლარაციის დროს.
5. ბავშვების მოსყიდვა: საოჯახო საქმიანობისთვის ან სკოლის შეფასებისათვის
გამუდმებით საფასურის გადახდა. ამ დროს ბავშვი აფასებს არა თავის ქმედებებს, არამედ მათ ღირებულებებს. გარდა ამისა, გადასახადი ბავშვს უქვეითებს ენთუზიაზმს და შემოქმედებით პოტენციალს.
6. ოჯახის გადაჭარბებული აღმზრდელობითი აქტივობა უქვეითებს ბავშვს თვითშეფასებას, თრგუნავს და უვითარებს ფსიქოლოგიურ მოუმწიფებლობას.

როგორ მოვიქცეთ, თუკი შევამჩნიეთ ბავშვს ეგოიზმის ნიშნები?
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

√ შეწყვიტეთ წვრილმანი მზრუნველობა ბავშვზე (დილით გაღვიძება, რომ არ დააგვიანდეს სკოლაში; აუცილებელი საქმიანობის შეხსენება; გვერდით ჯდომა დავალებების შესრულების დროს; და ა. შ.)

√ მიეცით საშუალება, მიიღოს უარყოფითი გამოცდილება თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით (სიცოცხლისათვის საშიში ქმედებების გარდა). მიეცით უფლება თვითონ მიიღოს ესა თუ ის გადაწყვეტილება. არ მოახვიოთ თავს თქვენი მზამზარეული გადაწყვეტილება. ასე მიღებული გადაწყვეტილება მეტად მნიშვნელოვანია და სასარგებლოა მისთვის.

√ მიაჩვიეთ საერთო საოჯახო საქმიანობას, რომ საჭიროა ზრუნვა ოჯახის წევრებზე და არა მარტო საკუთარ თავზე.

√ ინტერესი გამოხატეთ არა მხოლოდ საკუთარი შვილის, არამედ მისი მეგობრებს მიღწევების მიმართაც. მიაჩვიეთ იგი პოზიტიურ შეფასებებს მეგობრების მისამართით.

√ გაუფართოეთ სოციალური არეალი და ასწავლეთ მასში ცხოვრება.

√ ყველაზე საიმედო მეთოდი, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან ამა თუ იმ თვისებების არასწორი ფორმირება - აღვზარდოთ მასში ამ მანკიერი თვისების საპირისპირო თვისება. მაგალითად, ეგოიზმის ნაცვლად, განვუვითაროთ სხვებზე ზრუნვის, სხვების უანგაროდ დახმარების სურვილი და ჩვევა.
6359
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?