თუ გამუდმებით ეტყვით ბავშვს, რომ ის ცუდია, ის აუცილებლად ასეთი გახდება თუ ბავშვი მშობლისგან სიყვარულის, თბილი სიტყვებისა და გაგების ნაცვლად მხოლოდ კრიტიკას და შენიშვნებს იღებს, ან საკუთარ თავში იკეტება, ან პროტესტს გამოხატავს თავისი ანტისოციალური ქცევით. უფროსებო! თუ გამუდმებით ეტყვით ბავშვს, რომ ის ცუდია, ის აუცილებლად ასეთი გახდება. მერე არაფერი გაგიკვირდეთ. მშობლები ხომ ბავშვისთვის პირველი "ეტალონები" არიან, რომელთა მიხედვითაც ზომავენ საკუთარ თავს.
თუ გინდათ, რომ ბავშვი კეთილი იყოს, პირველ რიგში თავად უნდა იყოთ კეთილი, თორემ მხოლოდ სიტყვები არაფერს ნიშნავს, თუ მშობლისგან მაგალითს ვერ ხედავს. მშობელმა თავისი ყველა დადებითი თვისება უნდა უჩვენოს ბავშვს, მისთვის მისაბაძად იქცეს და საქმით დაანახოს, რა არის კარგი. რასაც დასთესთ, ნამდვილად იმას მოიმკით. ამიტომ ხშირად დაფიქრდით იმაზე, თუ რას თესავთ...
ლიდი ნეიკურსი