ასე თუ გააგრძელებთ, რაღაც მომენტში ბავშვი საერთოდ შეწყვეტს თქვენს მოსმენას 1. გადახედეთ ბავშვთან ურთიერთობის ქცევას. დაივიწყეთ მისი სხვასთან შედარება, კრიტიკა, იარლიყების მიწებება – "შტერო, სულელო, მსუქანავ...". ამით მას თავდაჯერებას უქრობთ. და რაღაც მომენტში ბავშვი საერთოდ შეწყვეტს თქვენს მოსმენას.
2. მიეცით ბავშვს უფლება, აირჩიოს. საჭმელი, სამოსი, გართობის დრო. თქვენი ამოცანაა, გონივრული საზღვრები დაუწესოთ. თუ ყველაფერს ბავშვის ნაცვლად აირჩევთ, მოზრდილ ცხოვრებაში ის ვერ მიიღებს დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს და ვერ იზრუნებს საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე.
3. ნება მიეცით ბავშვს, შეეშალოს. გამუდმებით შენიშვნებით ნუ აავსებთ. ცოტა ადამიანი თუ სწავლობს სხვის შეცდომებზე, უფრო მეტი – თავისაზე. თქვენი ამოცანაა, დაეხმაროთ, თავად გამოიტანოს დასკვნები და მიიღოს გაკვეთილი საკუთარი შეცდომიდან.