4 შეკითხვა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა დაუსვათ
4 შეკითხვა, რომელიც ბავშვს ყოველდღე უნდა დაუსვათ
ხშირად ყოველდღიურ ქაოსში შვილებს მხოლოდ რამდენიმე წუთს ვუთმობთ. გვავიწყდება ან დრო არ გვრჩება მათთან სასაუბროდ. ამას მივყავართ იქამდე, რომ ურთიერთობა ხდება ფორმალური და მშობლებსა და შვილებს შორის უფსკრული დღითი დღე ღრმავდება. როგორ გავექცეთ ყოველივე ამას?

მეცნიერებმა გამოითვალეს, რომ საშუალოდ, დასაქმებული მშობელი ბავშვთან უშუალო ურთიერთობას (იგულისხმება პირისპირ საუბარი და არა ყოფითი ურთიერთობები) დაახლოებით 12,5 წუთს უთმობს დღეში. აქედან 8,5 წუთი იხარჯება დარიგებაზე, შენიშვნებსა და კამათზე. მეგობრულ, არაფორმალურ ურთიერთობაზე კი სულ რაღაც 4 წუთია დღეში... მწერალმა ჯეიმი ჰარინგტონმა იპოვა გამოსავალი ამ სიტუაციიდან.
მან ჩამოაყალიბა 4 შეკითხვა, რომელიც უნდა დაუსვა ბავშვს ყოველდღე. ჯეიმმა მოუთხრო Huffington Post-ის გამოცემას იმის შესახებ, თუ როგორ ახერხებს დარჩეს კონტაქტში შვილთან, როცა პრაქტიკულად დასვენების გარეშე მუშაობს: ”სულ უფრო ცოტა დრო მრჩება ბავშვთან საკონტაქტოდ. მაგრამ მაინც ვახერხებ საღამოობით 15 წუთით გავესაუბრო თავის პრობლემებსა და ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ვთვლი, რომ ასეთი ურთიერთობით ”ვტოვებ კარს ღიად”, რათა აუცილებლობის შემთხვევაში მას თავისუფლად შეეძლოს მოსვლა და თავის პრობლე
მებზე გულახდილად ლაპარაკი.
არ გეგონოთ, რომ ყველა ჩემს მიერ დასმულ კითხვაზე დიდხანს მესაუბრება ჩემი გოგონა. როდესაც არ აქვს ჩემთან საუბრის სურვილი, ერთი-ორი სიტყვით შემოიფარგლება. ზოგჯერ კი მისთვის საჭირბოროტო თემებს დიდხანს განვიხილავთ. მე ყოველდღე ვუსვამ 4 შეკითხვას და ყურადღებით ვუსმენ.
მნიშვნელოვანია ბავშვს დაუსვათ ღია შეკითხვები. ისინი დახურული თემებისაგან იმით განსხვავდება, რომ ასეთ ღია კითხვებზე მხოლოდ ”კის” ან ”არას” ვერ უპასუხებენ. სწორედ ღია შეკითხვები ახდენენ სტიმულირებას, აღწერონ თავიანთი გრძნობები, შეაფასონ საკუთარი და სხვისი ქმედებები. მშობელი კი უკეთ შეიცნობს და გაუგებს თავის ბავშვს.“
ჯეიმი ჰარინგტონი
ფსიქოლოგი, მწერალი.


მაშ ასე, 4 შეკითხვა, რომელიც დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ ბავშვთან თბილი სულიერი კავშირი მაშინაც კი, თუ არ გაქვთ მასთან საურთიერთოდ ბევრი დრო.


1. როგორ ჩაიარა დღემ?
თუ დასაწყისში ბავშვი გპასუხობთ მხოლოდ - ”ცუდად”, ” ნორმალურად” და ა. შ., ნუ მოუწყობთ დაკითხვას და ძალით ნუ ამოგლეჯთ სიტყვებს. შეგიძლიათ უთხრათ: ”კარგი, თუ არ გინდა, ნუ მომიყვები. უბრალოდ იცოდე, რომ ჩემთვის ეს საინტერესოა. აი მე დღეს ვიყავი იქ, აქ, გავაკეთე ეს და ეს”... და ა. შ. დროთა განმავლობაში ყველაზე ჩაკეტილ ბავშვსაც კი მოუნდება თავისი ამბების გაზიარება. გამოცდილია პრაქტიკით! ქმრებთანაც კარგად მუშაობს ეს მეთოდი.

2. როგორ აქვთ საქმეები შენს მეგობრებს?
შეგიძლიათ, ჰკითხოთ ერთ კონკრეტულ მეგობარზე ან ყველაზე ერთად. მაგ: ”შენი აზრით, შენი მეგობრებიდან რომელი მომწონს ყველაზე მეტად? რატომ? მიამბე შენს ყველაზე ახლო მეგობარზე. შენი აზრით, რა დადებითი თვისებები უნდა ჰქონდეს მეგობარს? რომელი შენი მეგობრით ამაყობ ყველაზე მეტად? რატომ? რომ გაიგო, რომ შენმა მეგობარმა ქურდობა ჩაიდინა, რას იზამდი? ” გასაგებია,რომ ეს შეკითხვები სხვადასხვა ასაკსა და სიტუაციაზეა გათვლილი.

3. რა მოხდა დღეს კარგი?
ყველაზე წვიმიან, მოღრუბლულ დღესაც კი, როდესაც ცუდ ამინდს მათემატიკის საკონტროლოც ემატება, შეგიძლია დაფიქრდე და გაიხსენო პატარ-პატარა სასიამოვნო მომენტები. თუ არ გახსენდებათ, შეიძლება გამოგონებაც - საკუთარი თავის და ბავშვის გასამხიარულებლად. მაგალითად. უბრალოდ დაწექით და იოცნებეთ, სად და როგორ გაატარებთ დასვენების დღეებს. ასეთი ფანტაზიები აგავსებთ დადებითი ემოციებით თქვენც და თქვენს ბავშვსაც.

4. გჭირდება ჩემი დახმარება?
სთხოვეთ დაალაგოს თავისი ოთახი, მოამზადოს გაკვეთილები დამოუკიდებლად. თუ ვერ გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, აუცილებლად გთხოვთ დახმარებას. ოღონდ გახსოვდეთ, არ გააკეთოთ მის მაგივრად არაფერი, იმოქმედეთ ერთად. კიდევ ერთი რჩევა: ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, კომენტარი გააკეთეთ მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი გთხოვთ. თქვენი თვალები უნდა იყოს ერთმანეთის პირისპირ. თუ ბავშვი პატარაა, დაიხარეთ ან აიყვანეთ ხელში, ან უბრალოდ დაჯექით მის გვერდით. ჩაეხუტეთ, ჩაჰკიდეთ ხელი. თუ არ ხართ ხასიათზე, აუხსენით ბავშვს პირდაპირ და უთხარით, რომ მოგვიანებით აუცილებლად მოუსმენთ და დაელაპარაკებით.
187112
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
zzz
14
ძალიან მომრავლდნენ ფსიქოლოგები ამ ბოლო დროს.
14:38 / 14-12-2017
ნატალია
2
სულას არაა სისულელე.დაახლოებით ასეთ კითხვებს ვუსვავ მეც.ყოველ დღე ვეკითხები, რჩევებსაც ვაძლევ და ბავშვიც უფრო გახსნილია ჩემთან. რა თქმა უნდა ეს ტაქტიკური მიდგომა უნდა იყოს. ასე გვეცოდინება რა ხდება მოსწავლეებს შორის და ბულინგიც აღარ იქნება.
12:36 / 08-12-2017
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?