ბავშვები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მშობლების ქმედებებზე დაკვირვებით იღებენ ბავშვები ინფორმაციის უდიდეს ნაწილს მშობლების ქმედებებზე დაკვირვებით იღებენ. ასე რომ, მეტად იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე და ასწავლეთ მათ ყველაფერი საუკეთესო, რაც მომავალში ცხოვრებაში დაეხმარებათ.
აი, რას სწავლობენ ბავშვები მშობლებისგან:
რას ნიშნავს ჯანსაღი ქორწინება
რაც უფრო ჯანსაღი და შემდგარია თქვენი ქორწინება, მით მეტი შანსი აქვს თქვენს შვილს, რომ მომავალში ოჯახურ ბედნიერებას იპოვის.
რას ნიშნავს პატივისცემა
პატივისცემის სწავლა ძნელია, მაგრამ თუ წინ მაგალითები გაქვს, ეს თავისთავად გაგიჯდება გონებაში. საუკეთესო, რაც ბავშვისა და ოჯახისთვის შეგიძლიათ გააკეთოთ, არის პატივი სცეთ თქვენს მეუღლეს.
რა არის ვალდებულებები
ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ოჯახის თითოეულმა წევრმა უნდა შეასრულოს გარკვეული ვალდებულებები. რაკი ბავშვი ჯერ პატარაა, მისი ვალდებულებებიც ნაკლებია – დროულად ჭამოს და დაწვეს დასაძინებლად. თუმცა როდესაც ხედავს, რომ უფროსები თავიანთ ნამდვილ ვალდებულებებს არასდროს გაურბიან და არც წუწუნებენ ამის გამო, ეს ბავშვებისთვის დიდი მაგალითია.
თანაბარუფლებიანობა და კომპრომისები
დედასა და მამას რომ უყურებს, ბავშვი მათ მაგალითზე ხედავს პატარა სოციალურ ჯგუფს, ურთიერთობებს ამ ჯგუფში. ის მშობლების ქცევის წესებს და ურთიერთობების მოდელს თავის გარემოში გადაიტანს – ჯერ საბავშვო მოედნებზე და მეგობართა წრეში, მერე კი საკუთარ ოჯახში.
ოჯახური ყოფით მონიჭებული სიხარული
მხოლოდ ბედნიერი და მოსიყვარულე მშობლებთან შეიძლება იქცეს ბავშვი ბედნიერად. ასე გაიგებს, რომ ოჯახი ყველაზე ფასეულია, რაც ჩვენ გვაქვს.
როგორ გაუმკლავდეს პრობლემებს
ბავშვთან სკანდალების მოწყობა არ შეიძლება, მაგრამ იმის ჩვენება, როგორ შეიძლება მშვიდობიანად და გონივრულად კონფლიქტური სიტუაციების გადაწყვეტა – საჭიროა.
რა არის უპირობო სიყვარული
მხოლოდ უანგარო და უპირობო სიყვარულის გარემოში მცხოვრებ ბავშვს შეუძლია გაიგოს, რა არის ეს. როცა გაიზრდება და თავადაც გამოცდის სიყვარულს, ადვილად გაარჩევს, რამდენად გულწრფელი და უანგაროა ის.
პატიება
თუ რაღაც დაგავიწყდათ ან შეგეშალათ, არ არის ეს საშინელება, უბრალოდ, დროულად უნდა ითხოვოთ პატიება, მით უმეტეს, ყველაზე ახლობელ ადამიანებთან. ბოდიშის მოხდა არ არის სირცხვილი. ბავშვსაც სთხოვეთ
პატიება, თუ გააცნობიერეთ, რომ შეცდით მასთან, ზედმეტი მოგივიდათ.
როგორ გამოხატოს გრძნობები
ხშირად ისე ხდება, რომ ადამიანებს უჭირთ გრძნობების გამოხატვა – რცხვენიათ, მალავენ განცდებს, გაურბიან და ამის გამო ხშირად იბოღმებიან ან წარუმატებლობასაც განიცდიან. ასეთი პრობლემები ბავშვობიდან მოდის. თავადაც არ შეგრცხვეთ და არ მოგერიდოთ ბავშვთან გრძნობების გამოხატვის, ასწავლეთ მას ემოციების გამოხატვა, უთხარით მისი თანდასწრებით თქვენს მეუღლესაც, თუ როგორ გიყვართ.
რას ნიშნავს გაზიარება
უჩვენეთ ბავშვს, რომ ახლობელ ადამიანთან საჭიროა ყველაფრის გაზიარება, გაყოფა – პურიდან დაწყებული გრძნობებითა და ემოციებით დამთავრებული.