ერთ-ერთი საუკეთესო და ზუსტი მოკლე ტესტი სანამ ტესტს დაიწყებთ, შევთანხმდეთ! ჯერ ერთი, არ დახედოთ პასუხებს, და მეორე, მხოლოდ ის დაწერეთ, რასაც მართლა გრძნობთ. მნიშვნელოვანია გონებაში იმის წარმოდგენა, რაც თქვენს ფანტაზიებსა და ფიქრებს შეესაბამება.
მოამზადეთ ფურცელი და კალამი. თითოეულ სიტუაციას თუ შეკითხვას დაახლოებით 30-40 წამი დაუთმეთ.
ახლა დაიწყეთ:
1. ზღვის ჰორიზონტს გაჰყურებთ. აღწერეთ თქვენი პირველი შეგრძნებები. შეგიძლიათ, თვალები დახუჭოთ, რომ უკეთ წარმოიდგინოთ.
2. ტყეში სეირნობს და უცებ დაბლა იყურებით. რას ხედავთ ფეხებთან?
3. თოლიების გადაფრენას უყურებთ. რას გრძნობთ ამ დროს?
4. ახლა ცხენების რემამ გადაირბინა. დაწერეთ, რას გრძნობთ ამ მომენტში.
5. უდაბნოში აღმოჩნდით. იქ კედელია პატარა ხვრელით, რომლის მიღმაც ოაზისია. რას მოიმოქმედებთ?
6. აგრძელებთ გზას უდაბნოში, ძალა და მოთმინება აღარ გაქვთ. უცებ დაინახეთ დოქი წყლით. რას გააკეთებთ?
7. ახალი გამოცდა: ტყეში დაიკარგეთ, ღამით. უცებ დაინახეთ სახლი, რომელშიც შუქი ანთია. როგორ მოიქცევით?
8. და ბოლო ნაბიჯი: ნისლში ხართ. რას იზამთ?
მზად ხართ შედეგების სანახავად?
1. თქვენი დამოკიდებულება ცხოვრებისადმი, ემოციები და შეგრძნებები, რომლებსაც განიცდით.
2. ის, თუ როგორ გრძნობთ თავს ოჯახურ წრეში.
3. თქვენი დამოკიდებულება ქალების მიმართ.
4. თქვენი დამოკიდებულება მამაკაცების მიმართ.
5. თქვენი მთავარი მიზანი ცხოვრებაში, სტრატეგიები და პრობლემების გადაჭრის მეთოდები.
6. თქვენი სექსუალური მიდრეკილებები, პარტნიორის არჩევა ურთიერთობებისთვის.
7. თქვენი დამოკიდებულება ქორწინების მიმართ.
8. თქვენი დამოკიდებულება სიკვდილის მიმართ.