მეცნიერებმა მიაგნეს ამოხსნას მეცნიერებმა კვლევა ჩაატარეს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ უფროსები სხვადასხვა სიტუაციაში ბავშვებთან. როგორც კვლევამ უჩვენა, რომელშიც 102 მშობელი მონაწილეობდა, ბავშვები, რომლებთანაც მშობლები ხშირად განიხილავენ პრობლემებს, უკეთ იქცევიან.
თუ ლაპარაკია ურჩობის შედარებით მცირე გამოვლინებებზე (მაგალითად, ბავშვს უნდა, ნებისმიერ ფასად მიიღოს რომელიმე ნივთი) ასეთ შემთხვევაში ჯობს მოლაპარაკება ბავშვთან – კომპრომისის ძიება და ყურადღების გადატანა.
ეს აღზრდის ყველაზე ეფექტური მეთოდია. ბავშვის კუთხეში დაყენებას და დასჯას ეფექტი არ მოჰყვება.
თუ საქმე ეხება ურჩობის უფრო სერიოზულ ფორმებს (მაგალითად, ბავშვი ცდილობს უფროსის შეურაცხყოფას ან დარტყმას), ასეთ დროს მშობლები უფრო ხშირად დასჯას მიმართავენ. თუმცა თუ აქაც კომპრომისებსა და საუბრებს არჩევენ, შედეგი გაცილებით უკეთესი ექნებათ.