20 რამ, რასაც მხოლოდ მკაცრი მშობლების შვილები გაიგებენ
20 რამ, რასაც მხოლოდ მკაცრი მშობლების შვილები გაიგებენ
ოდესღაც გვეგონა, რომ დედა და მამა ზომაზე მეტად გვიკრძალავდნენ ყველაფერს. ახლა კი ვხვდებით, რომ ზოგიერთმა აკრძალვამ დადებითი შედეგიც კი გამოიღო და ჩვენ (ახლა უკვე დიდებს) ღიმილს გვგვრის ყოველივე ამის გახსენება.
როგორია იყო მკაცრი მშობლების შვილი.

1. იმისთვის, რომ მეგობრებთან ერთად მთელი ღამე მხიარულებაში გაგეტარებინათ, უნდა დაგეტოვებინათ ზუსტი მისამართი, ტელეფონი და სხვა საკონტაქტო ინფორმაცია ამ ოჯახთან დაკავშირებით. წინასწარ ამზადებდით ოჯახის წევრების შესახებ დაზუსტებულ ინფორმაციას და ფიცის საფუძველზე ჰპირდებოდით, რომ არ დალევდით. 22.00-ზე კი იწვებოდით ლოგინში.
2. ყოველ ჯერზე, როცა თქვენი მეგობრები
მიიღებდნენ სპონტანურ გადაწყვეტილებას, ერთად გაეტარებინათ ის საღამო, თქვენ იცოდით, რომ მშობლები გეტყოდნენ „არა“-ს , იმიტომ რომ მსგავსი საკითხის განსახილველად მათთვის უნდა მიგემართათ 2-3 სამუშაო დღით ადრე, რათა თქვენი განცხადება განხილულიყო.
3. სანამ აღნიშნული საკითხის განსახილველად მშობლებს მიმართავდით, ჯერ სარკის წინ გადიოდით წინასწარ მომზადებული ტექსტის რეპეტიციას. ასევე მზად გქონდათ შესაძლო დამატებით კითხვებზე პასუხებიც.
4. სანამ რაიმეზე ლაპარაკს დაიწყებდით, უნდა დარწმუნებულიყავით, რომ მშობლები კარგ ხასიათზე იყვნენ.
5. ღრმა ამოსუნთქვის შემდეგ, ცრემლნარევი თვალებით ზოგჯერ ამბობდით: „კარგით, რა მნიშვნელობა აქვს... მაინც უარს მეტყვით...“ ეს იყო ერთგვარი ხრიკი მნიშვნელოვანი თხოვნის წინ.
6. მხოლოდ ერთადერთხელ შეიძლებოდა გესინჯათ განმეორებითი თხოვნა
საღამოს წასვლის შესახებ. მეგობრების რჩევა - „იქნებ კიდევ გეთხოვა“ აბსოლუტურად უშედეგო იყო.
7. ყოველთვის გიწევდათ არჩევანის გაკეთება პარასკევისა და შაბათის შეკრებებს შორის, რადგან მშობლები ორივე დღეს არ გაგიშვებდნენ.
8. ყველაზე საშინელი პანიკა იწყებოდა მაშინ, როდესაც თქვენი მეგობრები რამდენიმეჯერ ცვლიდნენ გეგმებს და ყოველ ჯერზე გიწევდათ მშობლებისთვის იმის ახსნა, თუ სად მიდიოდით და რა უნდა გეკეთებინათ, და რატომ შეიცვალა გეგმა.
9. ზოგჯერ გიწევდათ ტყუილის თქმა, რადგან სხვა გზას სახლიდან თავის დაღწევისა არ გიტოვებდნენ.
10. არ შეგიგინებიათ მანამ, სანამ არ ჩააბარეთ უნივერსიტეტში.
11. არასოდეს გქონიათ საუბარი “იმაზე“ თქვენს მშობლებთან. შესაძლოა ისინი ელოდნენ დროს, როდესაც მოგცემდნენ წიგნს სახელწოდებით: „როგორ იცვლება სხეული ასაკთან ერთად“. ამით ეგონათ, გაძლევდნენ შესაძლებლობას ყველაფერში დამოუკიდებლად გარკვეულიყავი.
12. ვახშამზე ძირითადად საუბარი იყო სკოლაზე, მაგრამ არასდროს არ საუბრობდნენ მეგობრებსა და შეყვარებულებზე.
13. თქვენ ახლაც კი არ შეგიძლიათ ჩაიცვათ ისე, რომ არ გაიფიქროთ: “რას იტყვიან ჩემი მშობლები?“, „მოეწონებათ თუ არა?“
14. ყურების გახვრეტა - ეს იყო ის მაქსიმუმი, რისი შეცვლაც შეიძლებოდა საკუთარ გარეგნობაში. არავითარი ექსპერიმენტული თმის შეღებვა, ტატუირება და პირსინგი.
15. თუ მშობლებთან ერთად უყურებდით ფილმს, ყოველთვის დგებოდით და გადიოდით ოთახიდან (რაიმე მიზეზით) ან სხვა არხზე რთავდით ტელევიზორს, რათა გმირების კოცნის სცენისათვის არ გეყურებინათ.
16. თქვენი მშობლები ყოველთვის ცდილობდნენ ჩაწერილიყვნენ თანმხლებ პირად თქვენს სასკოლო ექსკურსიებზე.
17. «დარეკე როცა ჩახვალ“, «შენ რა, სტუმრადაც ასე იქცევი?!" „ჩამოსწიე იდაყვები მაგიდიდან“, - ფრაზები, რომლებიც ათიათასჯერ მეორდებოდა.
18. წლების შემდეგ ოცნებობდით განგეხორციელებინათ რაიმე სპონტანური გეგმა ცხოვრებაში.
19. შეკრებების დროს ყოველთვის იყავით პირველი, ვინც ტოვებდა მეგობრებს მაშინ, როცა ისინი აგრძელებდნენ მხიარულებას.
20. მიუხედავად ყველაფრისა, მშობლები მაინც რჩებიან ყველაზე ძვირფას ადამიანებად თქვენთვის.
5993
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (5)
ანა
0
ვიქტორიანული წესით ზრდიან ბავშვებს საქართველოში. არა და კაი ხანია დამთავრდა ეგ ეპოქა.
03:02 / 02-02-2016
teona
0
არ ვთვლიდი, რომ ეს სიმკაცრე იყო :) სულ ასე ვიყავი. არსად მტოვებდნენ.ადრე მოვდიოდი, ცინასწარ ვფიქრობდი რა უნდა მეთქვა და როგორ რომ გავეშვი.. მაშინ შეიძლება მწყინდა, მაგრამ სულ მიშვება და თვაის ჭკუაზე მით უმეტსე გოგოს წანწალი მაინც არ მიმაჩნია სწორედ :) შეიძლება ეს სიტყვებიც აღზრდის ბრალია :)
20:10 / 01-02-2016
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?