როგორები არიან დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ბავშვების მშობლები
როგორები არიან დამოუკიდებელი და თავდაჯერებული ბავშვების მშობლები
ჩემი დამოკიდებულება ბავშვის აღზრდისადმი ერთმა აღიარებამ შეცვალა. ერთხელ ჩემმა მეუღლემ გაიხსენა თავისი ბავშვობა: “ყოველ ჯერზე, როდესაც მამას ვეკითხებოდით ამა თუ იმ სიტყვის მნიშვნელობას, ის იღებდა ლექსიკონს და ჩვენ ერთად ვკითხულობდით". გახსოვთ ბიბლიური იგავი? - მიეცი კაცს თევზი და ის დანაყრდება ერთი დღე. ასწავლე თევზის ჭერა და ის აღარასდროს აღარ იშიმშილებს“. აღზარდეთ შვილები ისე, რომ მან თავისი პრობლემის მოგვარება თავად ისწავლოს - სხვისი დახმარების გარეშე.

1. დამოუკიდებელი ბავშვის მშობლები დგანან მათ
უკან, რათა პრობლემა ერთად მოაგვარონ და არა მის მაგივრად.
2. დამოუკიდებელი ბავშვის მშობლები სვამენ კითხვას კონკრეტული საკითხის გადასაჭრელად. მაგ: როგორ გგონია, რა უნდა მოვიმოქმედოთ სიტუაციის გამოსასწორებლად? შეგვიძლია შენი იდეის განხორციელება? როგორ ფიქრობ, სწორად მოიქცა ეს ადამიანი? რას გრძნობდი მას შემდეგ, რაც ეს გადაწყვეტილება მიიღე? პასუხს, რომელსაც ადამიანი (ბავშვი) დამოუკიდებლად პოულობს სულის სიღრმიდან, ყოველთვის ბრძნულია, ვიდრე სხვა ადამიანების მიერ თავს მოხვეული შაბლონური და სტანდარტული პასუხები.
3. დამოუკიდებელი ბავშვის მშობლები კრიტიკულ შენიშვნას გართობად გადააქცევენ. იმის მაგივრად, რომ შენიშვნა მისცეთ და შეგონებები წაუკითხოთ, ბევრად ეფექტურია ბავშვთან ერთად გააანალიზოთ სიკეთისა და ბოროტების თემა, გაითამაშოთ ესა თუ ის სიტუაცია სათამაშოებთან და თოჯინებთან ერთად.
4. დამოუკიდებელი ბავშვების მშობლები შვილებს
ნებას რთავენ, ისწავლონ საკუთარ შეცდომებზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არც ისე სასიამოვნოა. „რამდენიმე წლის წინ გვქონდა ასეთი შემთხვევა, როცა ბავშვმა გვთხოვა ფეხბურთიდან გამოგვეყვანა, არასასიამოვნო და უხეში მწვრთნელის გამო. გადავწყვიტეთ, გაეგრძელებინა ვარჯიში. ვიცოდით, რომ მას კიდევ ბევრი სირთულე, ბევრი უსიამოვნო ადამიანი შეიძლებოდა შეხვედროდა ცხოვრების გზაზე და მას უნდა შეძლებოდა ყველაფერთან გამკლავება. გვინდოდა ბავშვს გამოემუშავებინა ინტუიცია, მოთმინება მანამ, სანამ ჩვენ გვქონდა საშუალება მასთან ერთად გაგვევლო ეს ყველაფერი".
5. დამოუკიდებელი შვილების მშობლები არ იცავენ მათ სასჯელისგან. ყველამ უნდა ისწავლოს თავისი შეცდომების გამოსწორება.
6. დამოუკიდებელი შვილების მშობლები მოთმინებით ხვდებიან შვილების წარუმატებლობას. ნუთუ შეიძლება შექმნა რაღაც ახალი ისე, რომ რაიმე არ შეგეშალოს? ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ შეცდომის დაშვება - ნორმალურია. მთავარია იპოვოს სწორი გზა, მის გამოსასწორებლად.
7. დამოუკიდებელი შვილის მშობლები უფლებას აძლევენ, ბავშვს საკუთარ თავზე აიღოს მეტი პასუხისმგებლობა. ასე აღზრდილ ბავშვებს შეუძლიათ არა მარტო დამოუკიდებლად შეარჩიონ გარდერობი და მენიუ, არამედ იყვნენ უფროსების კარგი მრჩევლები. როდესაც მათ რაიმეს ვანდობთ, ისინი უფრო თავდაჯერებულები ხდებიან. პასუხისმგებლობის გრძნობა ბავშვში აყალიბებს ლიდერის თვისებებს.
3243
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```