ეს პერიოდი ბავშვის ცხოვრებაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია "ნეტავ როდის გაიზრდება და ცოტა უფრო გამიიოლდება საქმე?" – ამოიოხრებენ ხოლმე დედები. აი, ბრიტანელმა მეცნიერებმა კი მშობლებს შორის ჩაატარეს გამოკითხვა და გაარკვიეს, როდის დგება "სწორედ ის" ნანატრი ასაკი.
სპეციალისტებმა გაარკვიეს, რომ ყველაზე სახალისო, საინტერესო და მხიარული წუთი 5 წლის ბავშვებთან ურთიერთობაა. ბრიტანელ რესპონდენტთა თითქმის 40%-მა (სულ 2 ათასზე მეტი მშობელი გამოკითხეს) ასეთუ პასუხი გასცა. "ამ ასაკში უკვე ადვილია მათთან საუბარი, მათ უკვე იუმორის გრძნობაც უჩნდებათ. ჯერ არ არის დაწყებული სკოლის წლები და მასთან დაკავშირებული პრობლემები და უკვე გადალახულია პირველი ეტაპის სირთულეები – ფეხის ადგმა, ლაპარაკის დაწყება და ა.შ. ეს ხუთი წლის ასაკის ბავშვების ყველაზე დიდი უპირატესობებია, რითაც თურმე მშობლებს ეს ასაკი განსაკუთრებით კარგად ამახსოვრდება.
ეს პერიოდი ბავშვის ცხოვრებაშიც საკმაოდ მნიშვნელოვანია. უკვე კარგად ფლობს თავის სხეულს, უფრო იშვიათად ეცემა. შეუძლია ყურადღების კონცენტრირება რაიმეზე, სრულფასოვნად თამაში, ურთიერთობა, სწავლა. უფროსები ახერხებენ ცოტა დასვენებას და მასთან ურთიერთობით სიამოვნების მიღებებას.
"5 წლის ასაკისთვის ბავშვის პიროვნება უკვე სრულად ფორმირებულია, - ამბობს ბავშვთა და ოჯახური ფსიქოთერაპევტი ფრენ უოლფრიში, - მას უკვე შეუძლია საკუთარი საქციელის აღქმა, გარემოსთან ადაპტირება, ისტერიკებიც უფრო იშვიათი მივლენა ხდება".
ამ პერიოდისთვის ბავშვი უკვე კარგად ძილსაც იწყებს მთელი ღამის განმავლობაში, დამოუკიდებლად ჭამს და ნორმალურად იქცევა საზოგადოებრივ ადგილებში, რითაც საბოლოო ჯამში მშობლებსაც კომფორტს უქმნის.
რაც შეეხება ყველაზე რთულ ასაკს მშობლებისთვის, გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ყველაზე რთული 10-დან 12 წლამდე შუალედია, როცა ბავშვები, როგორც წესი, საკუთარ თავში ჩაკეტვას იწყებენ. აღსანიშნავია, რომ გამოკითხვის მონაწილეებს დაბადებიდან 13 წლამდე შუალედის შეფასება სთხოვეს, ასე რომ არ ყოფილიყო, სირთულის მიხედვით ალბათ 14-15 წელი კონკურენტგარეშე იქნებოდა.