მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი! - აუცილებელი რჩევები მშობლებს
მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი! - აუცილებელი რჩევები მშობლებს
ხანდახან გვავიწყდება სულ პატარა წვრილმანები, რომლებსაც სინამდვილეში დიდი მნიშვნელობა და გავლენა აქვთ ჩვემს ურთიერთობებსა და ბავშვის პიროვნების ფორმირებაზე.

  • მთავარი რჩევა - ვაქებთ სხვების თვალწინ, ვაკრიტიკებთ მაშინ, როდესაც ვართ მარტო!
  • მნიშვნელოვანია - გააკრიტიკო არა ბავშვი, არამედ მისი საქციელი!
  • არ ვესხმით თავს „მთელი ოჯახით“.
  • არ მოეფეროთ მაშინვე, თუ გაუბრაზდება მამა. ეცადეთ შეინარჩუნოთ ნეიტრალიტეტი... ცოტა ხანი მაინც.
  • ბავშვთან ერთად შეათანხმეთ ყველაფერი, რაც თქვენს ოჯახს ეხება: რა მოამზადოთ ვახშმად, როგორ გაატაროთ დასვენების დღეები, როგორი ავეჯი იყიდოთ და
    ა.შ.
  • ოჯახში დააწესეთ ტრადიცია წარმატებულ მოლაპარაკებებზე. ჰკითხეთ ბავშვს, რას გრძნობს, როდესაც ოჯახის წევრებთან ერთად მონაწილეობს გადაწყვეტილებების მიღებაში.
  • ხშირად ვუთხრათ ჩვენს შვილებს, თუ როგორ ძლიერ გვიყვარს ისინი!
  • ესაუბრეთ თავის რეალურ მიღწევებზე და მოაყოლეთ, თუ რას გრძნობდა ამ დროს.
  • ხშირად შეაქეთ, ყოველ წვრილმანზე. აუხსენით შექების მიზეზი. შექების დროს გამოიყენეთ სასიამოვნო განსაზღვრებები: “შემოქმედებითი ბიჭი“, „მოწესრიგებული გოგონა“, „მონდომებული მოსწავლე“ და ა. შ.
  • თუ ბავშვი გაგინაწყენდათ და ნამდვილად დააშავეთ, სთოვეთ პატიება და უთხარით, რომ ძალიან გიყვართ. მშობელი, რომელიც პატიებას სთხოვს ბავშვს, მის თვალში პატივისცემას იმსახურებს და ურთიერთობა უფრო თბილი და გულახდილი ხდება.
  • მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა იცოდეს ფულის დათვლა, დახარჯვა, ეკონომია, იღებდეს სიამოვნებას ყიდვის პროცესში, აფასებდეს შრომას და მათ, ვინც
    შრომობს. და მაშინ, როდესაც გაიზრდება, ეცოდინება ფულის ყადრი და ოჯახის შენახვა.
4494
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?