6 საშინელი შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ
6 საშინელი შეცდომა, რომელსაც მშობლები ბავშვის აღზრდისას უშვებენ
რატომ ხდება, რომ ბევრი ზრუნვისა და სიყვარულის მიუხედავად, მშობლებსა და შვილებს შორის გაუცხოვება ხდება. ბავშვი თანდათან იკეტება თავის თავში, საიდუმლოებები აქვს, მშობელი მის თვალში აღარ არის ავტორიტეტი. ფსიქოლოგები 6 ყველაზე გავრცელებულ შეცდომას ასახელებენ, რასაც მშობლები შვილების აღზრდისას უშვებენ.

1. სუსტი კონტროლი ან სრული უკონტროლობა
ამ დროს ბავშვს ქცევის სრული თავისუფლება აქვს მინიჭებული. მშობლებმა არ იციან სად და ვისთან ატარებს დროის უმეტეს ნაწილს მათი შვილი. მშობლები ფორმალურად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ამის
შედეგად ბავშვი იძულებულია მისთვის აუცილებელი ფასეულობები და ნორმები ოჯახის გარეთ ეძებოს. სამწუხაროდ, ეს ნორმები ხშირად ზიანის მომტანია მათი ჯანმრთელობისა და ფსიქიკისთვის.

2. ზედმეტად მკაცრი კონტროლი
მშობლები ბავშვის ყოველ ფეხის ნაბიჯს აკონტროლებენ და აიძულებენ ის მოსწონდეს, რაც მშობლებს სურთ და ის აკეთოს, რასაც მშობლები კარნახობენ. ბავშვის პიროვნება საერთოდ იგნორირებულია. შედეგად ბავშვების ერთი ნაწილი თავს უმწეოდ გრძნობს, ხშირად ჩაგრავენ თანატოლები, პროტესტის გრძნობა თითქმის არ აქვს. მეორე ნაწილი ამბოხს იწყებს, მუდმივად მშობლებისა და საზოგადოების წინააღმდეგ არის მომართული, მათ ჯიბრზე იქცევა.

3. ბავშვის ყველა მოთხოვნის დაკმაყოფილება, ყოველგვარი დაბრკოლებისგან დაცვა
შედეგად განებივრებული ბავშვი ეგოისტი იზრდება, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნა სურს, ძალისხმევის გარეშე ელის ყველაფრის მიღებას. როგორც კი რეალურ სირთულეებს წააწყდება,
მათ წინაშე უძლურია.

4. კონკიას მეთოდი
დედა ან მამა ცდილობენ, ბავშვის ხარჯზე მოიგვარონ წვრილმანი პრობლემები. ავალებენ ყველაფერს, რაც მისის ასაკისთვის შესაფერისი ან შეუფერებელია. ბავშვს უამრავ მოთხოვნას უყენებენ, თითქმის მსახურად ჰყავთ. შედეგად ბავშვი ზედმეტად მგრძნობიარე, გულჩახვეული და გულმეწყვეტი იზრდება. მითუმეტეს თუ ოჯახში მეორე ბავშვიცაა, რომელსაც ნაკლებ მოთხოვნებს უყენებენ.

5. ტირანია
მცირეოდენი შეცდომისა თუ დანაშაულისთვის მშობლები სასტიკად უსწორდებიან. ბავშვი მშობლების წინაშე შიშით ძრწის. ამიტომაც მუდმივად ცდილობს დაუმალოს მათ ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ამ ბავშვებისგან ყველაზე ხშირად იზრდებიან სასტიკი ადამიანები.

6. ვუნდერკინდის აღზრდა
მშობლები ცდილობენ, შვილს საუკეთესო განათლება მისცენ, განუვითარონ უნარ-ჩვევები. დაატარებენ ათასგვარ წრესა და სექციაზე. ფიქრობენ, რომ რაც ნაკლები თავისუფალი დრო დარჩება, ბავშვისთვის უკეთესია. ამგვარად ბავშვი მუდმივად მონატრებულია თამაშს, გართობასა და თანატოლებთან ურთიერთობას. ხშირად გამოსავალს იმაში პოულობს, რომ ყველაფერს ზერელედ უდგება. ზედმეტი დატვირთვისგან კი შიშები და საიდუმლოები უჩნდება.

ბავშვის აღზრდის იდეალური რეცეპტი არ არსებობს, რადგან ყველა ბავშვი და მშობელი ინდივიდუალურია. თუმცა ფსიქოლოგები ცდილობენ დაგანახონ, როგორი არ უნდა იყოს აღზრდის წესი. შეიძლება თქვენი მიდგომა არც ზედმეტად მკაცრი გეჩვენებათ და არც ზედმეტად თავისუფალი. შეხედეთ თქვენს შვილს. არის ლაღი და ბედნიერი, არ აქვს პრობლემები ქცევასა და თანატოლებთან ურთიერთობაში? ესე იგი სწორი გზით მიდიხართ. მაგრამ თუ ბავშვს მუდმავად რაღაც აწუხებს, შებოჭილია, თანატოლებისგან მკვეთრად განსხვავებული პრობლემები აქვს, უნდა დაფიქრდეთ. იქნებ თქვენს აღზრდის მეთოდშია პრობლემა?!
30428
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
Tamuns
0
Rom migvititot wyaro saidanaa es statiebi dzalian gagvaxarebt
15:05 / 07-06-2019
მანჩო
0
გავიგეთ როგორ არ უნდა მოვიქცეთ, კარგი იიქნებოდა, იქვე გამარტებაც გაგეკეთებინათ, როგრ მოვიქცეთ სანაცვლოდ
11:41 / 17-09-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?