უფსკრულიდან გადაცვენილი ჩვილები და სავარჯიშოდ ნათხოვარი ობლები - ყველაზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტები ბავშვების მონაწილეობით
უფსკრულიდან გადაცვენილი ჩვილები და სავარჯიშოდ ნათხოვარი ობლები - ყველაზე აღმაშფოთებელი ექსპერიმენტები ბავშვების მონაწილეობით
რა მოხდა, თუ კაცობრიობის გადასარჩენად, ვთქვათ, სიმსივნისგან, საჭირო გახდება რამდენიმე შეშინებული ბავშვის უღრან ტყეში დატოვება? ან უბრალოდ სამეცნიერო ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად? გგონიათ, პასუხი ცალსახაა? ყველასთვის სულაც არა. ზოგიერთი მეცნიერი ვერაფერს ხედავს ცუდს იმაში, რომ საკუთარი კვლევებისა და დასკვნების გამო ბავშვებიც კი "გაწიროს".

უღრან ტყეში გამომწყვდეული ბავშვები
1954 წელს თურქმა ფსიქოლოგმა მუზაფერ შერიფმა იფიქრა: რა მოხდება, რომ ორ ჯგუფად დაყოფილი ბავშვები უკაცრიელ ადგილას აღმოჩნდნენ და ერთმანეთის მტრობა ვაიძულოთ? მეცნიერული ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ექსპერიმენტის გარდა სხვა საშუალება არ იცოდა და შეაგროვა ჩვეულებრივი 11 წლის
ბიჭები ორ ჯგუფად. ბავშვებს სჯეროდათ, რომ საზაფხულო ბანაკში მიემგზავრებოდნენ, სადაც ელოდათ მთებზე ცოცვა, თევზაობა და ჭყუმპალაობა. აზრზეც არ იყვნენ, რომ მათმა მშობლებმა ხელი მოაწერეს თანხმობას (!) შერიფის ექსპერიმენტში მონაწილეობაზე, და არც იმას ეჭვობდნენ, რომ მათუ თანატოლების მეორე ჯგუფიც არსებობდა, სპეციალურად მათთან სამეტოქოდ გამზადებული.

mshoblebi

პირველი კვირა ყველაფერი კარგად მიდიოდა, რადგან ორივე ჯგუფი ერთმანეთისგან შორს იყო. ამასობაში თითოეული ჯგუფის შიგნით ურთიერთობები ჩამოყალიბდა – გარკვეული იერარქია, გამოჩნდნენ ლიდერები და სახელწოდებებიც მოიფიქრეს – ერთმნა ჯგუფმა "არწივები" დაირქვა, მეორემ - "შხამიანი გველები".
როცა თითოეული ჯგუფი ნამდვილ გუნდად იქცა, მათ ნება დართეს, "შემთხვევით" შეხვედროდნენ ერთმანეთს. დაიწყო ექსპერიმენტის მეორე ეტაპი,
რომლის დროსაც მკვლევრები ყველანაირად ცდილობდნენ, კონფლიქტური სიტუაციები შეექმნათ, მერე კი აკვირდებოდნენ, რამდენად შორს წავიდოდა მტრობა.
დაიწყო კალათბურთისა და თოკის გადაქაჩვის ჩვეულებრივი თამაშებით, პრიზებით გამარჯვებულებისთვის – დასაკეცი დანებით, და დამარცხებულთა დამცირებით. მერე მეცნიერებმა კიდევ უფრო გააღრმავეს კონფლიქტი და ბოლოს მოაწყვეს წვეულება, რომელზეც "არწივები" ცოტა ადრე მიიყვანეს.
პირველად მისულებმა სიამოვნებით მიირთვეს ყველაზე გემრიელი საჭმელი და მეტოქეებს ნარჩენები დაუტოვეს. "გველებმა" თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს და გაიმართა ნამდვილი ბრძოლა – თეფშების სროლით. ამ ინციდენტის შემდეგ ყოველთვის, როცა ერთმანეთს ხვდებოდნენ, ცდილობდნენ, რაღაც ცუდი ექნათ. შერიფმა და მისმა გუნდმა რეკორდულ დროში – სამ კვირაში გადააქციეს ჩვეულებრივი 11 წლის ბიჭები აგრესიული ველურების ბრბოდ. გაუმარჯოს მეცნიერებას!
სხვათა შორის, შერიფმა მსგავსი ექსპერიმენტი სამჯერ ჩაატარა და ყოველ ჯერზე სერიოზული კონფლიქტებითა და მტრობით მთავრდებოდა ყველაფერი.

ბავშვებში დაპროგრამებული ძალადობა
1960-იანი წლების დასაწყისში ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ გადაწყვიტა გაერკვია, აქვთ თუ არა ბავშვებს მიდრეკილება, მოზრდილთა აგრესიულ ქცევას მიბაძონ. მან უშველებელი გასაბერი კლოუნი აიღო, რომელსაც დაარქვა ბობო და გადაიღო ფილმი, თუ როგორ ეჩხუბება ამ კლოუნს მოზრდილი "დეიდა", ჩქმეტს და ჩაქუჩსაც კი ურტყამს. მერე ეს ვიდეო 24 ბავშვს უჩვენა, რომელთაგან უმრავლესობის ასაკი 6 წლამდე იყო.
მეორე ჯგუფს უჩვენეს ვიდეო ძალადობის გარეშე, მესამეს კი საერთოდაც არაფერი უჩვენეს.
მერე სამივე ჯგუფის ბავშვები რიგრიგობით შეჰყავდათ ოთახში, სადაც იყო კლოუნი ბობო, რამდენიმე ჩაქუჩი და სათამაშო პისტოლეტიც კი, თუმცაღა არც ერთ ვიდეოში ცეცხლსასროლი იარაღი არ ფიგურირებდა.
ბავშვები, რომლებმაც აგრესიული ვიდეო ნახეს, დროს არ კარგავდნენ და მაშინვე იწყებდნენ საწყალი ბობოს წამებას. ერთმა მათგანმა კლოუნს თავზე პისტოლეტიც კი მიადო და დაიწყო ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ გაუხვრეტდა თავს.
დანარჩენ ორ ჯგუფში ძალადობაზე მინიშნებაც კი არ ყოფილა.

mshoblebi


მას მერე, რაც ბანდურამ თავისი დასკვნები სამეცნიერო საზოგადოებას წარუდგინა, ბევრი სკეპტიკოსი გამოჩნდა. ისინი ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არაფერს ამტკიცებს, რადგან რეზინის სათამაშო იმიტომაც არის მოგონილი, რომ აწვალო.
მაშინ ბანდურამ გადაიღო ფილმი კლოუნად გარდასახული ცოცხალი ადამიანის მონაწილეობით, მერე კი კიდევ უფრო მეტი ბავშვი შეკრიბა, აჩვენა თავისი მორიგი ვიდეო და ისევ შეუშვა ოთახში (უკვე ცოცხალთან!). როგორც მიხვდებოდით, ბავშვები მაშიმვე იწყებდნენ ცოცხალი კლოუნის ცემასა და წვალებას, და ისეთივე მონდომებით, როგორც ამას გასაბერ კლოუნთან აკეთებდნენ.
ამჯერად არავის გაუპროტესტებია ბანდურას მტკიცება, რომ ბავშვები მოზრდილთა საქციელს ჰბაძავენ.

ექსპერიმენტი დამტვრეული თოჯინით
აიოვას უნივერსიტეტის მეცნიერებმა გადაწყვიტეს გაერკვიათ, როგორ უჩნდებათ ბავშვებს დანაშაულის გრძნობა. ამისათვის ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელსაც "დამტვრეული თოჯინა" დაარქვეს.
მოზრდილი უჩვენებდა ბავშვს სათამაშოს და უამბობდა გულის შემძვრელ ამბავს იმაზე, როგორი განსაკუთრებულია ეს თოჯინა და როგორ უყვარდა, როცა პატარა იყო. მერე კი ამ სათამაშოს ბავშვს აძლევდა და აფრთხილებდა, ძალიან ფრთხილად მოქცეოდა.
როგორც კი თოჯინა ბავშვის ხელში აღმოჩნდებოდა, ის "იმტვრეოდა" - ამისთვის სპეციალური მექანიზმი იყო მოწყობილი. მოზრდილს, ინსტრუქციის თანახმად, ღრმად უნდა ამოეოხრა და ერთი წუთის განმავლობაში მდუმარედ ეყურებინა ბავშვისთვის.
წარმოიდგინეთ პატარა, რომელიც სამარისებურ სიჩუმეში ზის თქვენი ბრალმდებელი მზერის ქვეშ, თვალებს მალავს, თავზე ხელებს იფარებს, თავს დამნაშავედ გრძნობს. ეს წუთი ალბათ უსასრულოდ გრძელდება...

mshoblebi


საინტერესოა, რომ ბავშვები, რომლებიც თითქოსდა ყველაზე მეტად ტრავმირებული იყვნენ ამ ექსპერიმენტით, შემდეგი ხუთი წელი გაცილებით მორჩილად იქცეოდნენ. შეიძლება, ექსპერიმენტმა მართლა ასწავლა მათ ჯანსაღი დანაშაულის გრძნობა, ან იქნებ ადრეული ასაკიდან გაითავისეს, რომ მოზრდილებისგან ნებისმიერ სიყალბეს უნდა ელოდონ.

ჩვილის მოტყუება
როგორც კი პატარები ხოხვას იწყებენ, მაშინვე ხვდებიან, რომ სადაც სწორი ზედაპირი მთავრდება, იქ არ უნდა იხოხონ, რადგან შეიძლება გადავარდნენ და რაიმე იტკინონ. მაგრამ საიდან იციან ეს, თუ არასდროს არ გადავარდნილან? ამ ფენომენის შესწავლა კორნელის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ელეონორ გიბსონმა და რიჩარდ უოლკმა გადაწყვიტეს და ჩვილებს აიძულეს, "საშინელი უფსკრულის" პირას მისულიყვნენ და ხოხვა გაეგრძელებინათ.
მათ მოამზადეს ე.წ. "სანახაობრივი უფსკრული" - კონსტრუქცია, რომელზეც სქელი მინა მოათავსეს. მერე კი შესაბამისი ნახატიც დაურთეს – იქმნებოდა ილუზია, რომ შუშის ადგილას იყო ცარიელი სივრცე იატაკამდე. თითქოს არაფერია ამაში ცუდი, არც საფრთხეს შეიცავს ბავშვისთვის, მაგრამ...
ბავშვებს სათითაოდ უბიძგებდნენ ზედაპირზე, "უფსკრულის" პირისკენ, დედები კი მეორე მხარეს იდგნენ და ცდილობდნენ დაერწმუნებინათ, რომ შუშაზე გადახოხებულიყო. სხვა სიტყვებით, მეცნიერებმა სადღაც შეკრიბეს დედები, რომლებიც ცდილობდნენ თავიანთი პატარების დარწმუნებას გაეკეთებინათ ის, რაც პატარებს, სავსებით სამართლიანად, დამღუპველად მიაჩნდათ.

mshoblebi


ჩვილებს უნდა აერჩიათ გზა მორჩილებასა და თავდაცვას შორის.
6-დან 14 თვემდე 36 ბავშვი "გატესტეს". მხოლოდ სამი მათგანი გახოხდა შუშაზე. უმრავლესობა უკან გაბრუნდა და დედას ზურგი შეაქცია. დანარჩენები უბრალოდ ატირდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ბავშვების უმრავლესობა არ წამოეგო ექსპერიმენტატორების ანკესს, მაინც მეტისმეტად ახლოს აღმოჩნდნენ "უფსკრულის" კიდესთან და რეალურ სიტუაციაში იოლად გადავარდებოდნენ. ამან საშუალება მისცა გიბსონსა და უოლკს, "სენსაციური" დასკვნა გაეკეთებინათ, რომ "ბავშვის კიდესთან დატოვება არ შეიძლება, იმის მიუხედავად, თუ რამდენად კარგად განსაზღვრავს ის ვარდნის სიღრმეს".

ობლების გამოყენება მომავალი დედების სავარჯიშოდ
ეს შორეულ წარსულში იყო, როცა გოგონებს სასწავლო დაწესებულებებში მხოლოდ იმიტომ აბარებდნენ, რომ ესწავლათ კერვა, ქმრის მორჩილება და საოჯახო საქმეები. მაშინ ეწვია ვიღაცას იდეა, რომ მოზარდი გოგონები დედობისთვის მოემზადებინა ცოცხალი ბავშვების დახმარებით. ეს საწყალი პატარები ობლები იყვნენ, რომლებსაც "სავარჯიშოდ" იყენებდნენ.
დაახლოებით 1920 წლიდან ბავშვებს ობოლთა თავშესაფრიდან "თხოულობდნენ" და სპეციალურ საკლასო ოთახებში ჰყავდათ "პრაქტიკისთვის". მეცადინეობის დროს საკლასო ოთახში 8-12 "დედისგან" შემდგარ ჯგუფს უშვებდნენ. ბავშვების ნამდვილი სახელები გასაიდუმლოებული იყო და გოგონები მათთვის მეტსახელებს იგონებდნენ, ხანდახან საკმაოდ დამამცირებელსაც. ორ-სამწლიანი "მუშაობის" შემდეგ, "თვალსაჩინოების ნიმუშებს" სხვადასხვა ოჯახებში აშვილებდნენ.
პროგრამა 1960-იან წლებამდე არსებობდა.

დაზიანებული პენისი და საზარელი ექსპერიმენტი
დევიდ რეიმერი, ისევე როგორც მისი ტყუპისცალი ძმა, 1965 წელს დაიბადა ქალაქ ვინიპეგში (კანადაში). როცა რვა თვის გახდა, მშობლებმა ექიმთან მიიყვანეს წინდაცვეთისთვის. სკალპელის ნაცვლად ექიმმა რატომღაც ელექტროკაუტერი გამოიყენა (მოწყობილობა ელექტროძაბვით მოსაწვავად). პროცედურის დროს მან დევიდს შემთხვევით დაუწვა პენისი.
დარდით შეპყრობილი მშობლები ცნობილ ფსიქოლოგ ჯონ მანისთან მივიდნენ, რომელიც სექსუალურ იდენტიფიკაციას შეისწავლიდა. ექიმის რეკომენდაცია რადიკალური იყო – ბავშვისთვის სქესის შეცვლის ოპერაცია გაეკეთებინათ და გოგონასავით გაეზარდათ.
მშობლებმა მისდიეს პატივცემული პროფესორის რჩევას. თუმცა, როგორც მოგვიანებით გაირკვა, ბავშვის ბედი მანის ყველაზე ნაკლებად აღელვებდა. მან უბრალოდ ხელიდან არ გაუშვა იდეალური შანსი სამეცნიერო ექსპერიმენტის ჩასატარებლად, რომელსაც უნდა დაემტკიცებინა, რომ "ბავშვის აღზრდა, და სულაც არა ბუნება, განსაზღვრავს ადამიანის გენდერულ თვითიდენტიფიკაციას და სექსუალურ ორიეტნაციას". და ის გარემოებაც, რომ დევიდს ტყუპისცალი ძმა ჰყავდა, მანის აზრით, ამ ჰიპოთეზის დადასტურების უნიკალური შესაძლებლობა იყო.
პრობლემა ის აღმოჩნდა, რომ დევიდი არანაირად არ თანხმდებოდა ბრენდად ქცევაზე. ბრენდა უარს ამბობდა კაბების ტარებაზე და ძმის მანქანებითა და პისტოლეტებით თამაში ერჩივნა, სულ არ აქცევდა ყურადღებას თავის თოჯინებს. სკოლაშიც სულ დასცინოდნენ, რადგან გოგოსავით ეცვა, მაგრამ ბიჭივით იქცეოდა.

mshoblebi


სასოწარკვეთილმა მშობლებმა კვლავ მიაკითხეს მანის, მაგრამ მან ისინი დაარწმუნა, რომ ბავშვს უბრალოდ "რთული ასაკი" ჰქონდა და მალე გაუვლიდა. ამასობაში ის სამეცნიერო სტატიებს ბეჭდავდა თავის ექსპერიმენტზე, რომელიც აბსოლუტურ სამეცნიერო ტრიუმფად მიაჩნდა.
როცა დევიდი გაიზარდა და სიმართლე გაიგო, პროფესორმა მანიმ მოულოდნელად სულაც მიატოვა თავისი საქმე და აღარც სტატიებს ბეჭდავდა. რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მასზე არც არაფერი იყო ცნობილი. მხოლოდ 1997 წელს არქივებში აღმოჩნდა საბუთები, რომლებმაც საჯარო გახადეს ის კატასტროფული ზიანი, რაც მან საწყალ დევიდს მიაყენა... სხვათა შორის, დევიდი საბოლოოდ მაინც ვერ იქცა ქალად და ჩვეულებრივ ქალად. როცა 17 წელი შეუსრულდა, მას საბოლოო ოპერაცია უნდა გაეკეთებინა – ხელოვნური ვაგინის შექმნის. თუმცა ოპერაციაზე უარი თქვა. სწორედ მაშინ უთხრა მამამ სიმართლე.
დევიდმა მწარედ გადაიტანა ნამდვილი ამბის გაგება, სამჯერ სცადა თვითმკვლელობა, ერთხელ ისე ცუდად იყო, რომ კომიდან ძლივს გამოიყვანეს. მერე კი გადაწყვიტა, ჩვეულებრივი კაცივით ეცხოვრა, ხელახლა დაიწყო ჰორმონალური თერაპია და მამაკაცური სასქესო ნიშნების აღსადგენი ოპერაციაც გაიკეთა. რეიმერი დაქორწინდა და სამი ბავშვიც იშვილა.
21447
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (3)
shino
0
Bolo variantze filmic aris gadagebuli,es namdvili shokia :(
03:00 / 14-09-2015
ნათია
0
რა მარაზმია ღმერთო....ამ ბავშვების წამებისთვის საშინლად მოეთხოვებათ და სუნანული გვიანი იქნება...
22:46 / 20-12-2014
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი