როგორ უნდა გაზარდოს დედამ გოგონა, რომ არ იქცეს მისი ცხოვრების დამანგრევლად
როგორ უნდა გაზარდოს დედამ გოგონა, რომ არ იქცეს მისი ცხოვრების დამანგრევლად
«დედაჩემი ცნობილი ტირანი და დესპოტია. მოკლედ, არ გამიმართლა ინტელიგენტ ოჯახში დაბადება... ჩემს ოჯახში ყველა ქალი ტირანი იყო... თუმცა 10 წლის ასაკში თავი დამანებეს იმიტომ, რომ ვერ გამიმკლავდნენ“. - ეს ერთ-ერთია იმ მოგონებებიდან, რომლებიც უკვე გაზრდილ გოგონებს აქვთ, ფსიქოლოგთან მისულებს. მოგონებებიდან, რომლებიც არც ისე სასიამოვნოა, რომლებმაც ბევრ მათგანს ცხოვრება დაუნგრია და რომელთა შემოქმედი, ძალიან ხშირად, საკუთარი დედაა...

"მე ვიყავი მოწმე იმისა, თუ როგორ ამცირებდნენ თხუთმეტი წლ
ის პატარა გოგონას. ამას აკეთებდა დედა. ის უცხო ადამიანების თანდასწრებით ეუბნებოდა გოგონას: “დიდი სილამაზით შენ არ გამოირჩევი და იქნებ დაჭკვიანდე მაინც ოდესმე“. მამას არ შეეძლო გოგონას დაცვა და დედამ იმ მიზეზით, რომ კაცს ვიღაც ქალი ჰყავდა, სახლიდან გააგდო. ამის შემდეგ დედის მთელი „სიყვარული“ გოგონას დაატყდა თავს მთელი სიმძაფრით.
20 წლის ასაკში გათხოვდა, მაგრამ დედა არც მაშინ გაჩერდა. პატარა მიზეზის გამო უყვიროდა და ტანსაცმელს გარეთ უყრიდა შვილს. სიძეს არ ეხებოდა, მაგრამ თუ ცუდად მოხვდებოდა თვალში, არც იმას ინდობდა.
კოშმარი დამთავრდა მაშინ, როდესაც გოგონამ შვილი (გოგო) გააჩინა და ისინი ცალკე გადავიდნენ საცხოვრებლად. ღრმა მოხუცებულობაში, დედა ცოტათი მოლბა... გოგონა კი, თვითონაც რომ ვერ ამჩნევდა ისე, თავადაც დესპოტი დედა გახდა და შვილს ისევე
ექცეოდა, როგორც მას - დედამისი.
შემდეგ მეორე შვილი გააჩინა, ბიჭი, რომელსაც სულ სხვაგვარად ეპყრობოდა. ამასთან, როგორც დედა, ძალიან მზრუნველი იყო... თუმცა ეს შემდეგ ყველა დედას აქვს სათქმელად: “მე ხომ შენთვის ყველაფერი გავაკეთე, შენ კი ასე გადამიხადე...“

არ შეგიმჩნევიათ, რომ დედები თავიანთ შვილებს ისეთ რამეს ეუბნებიან, რასაც სხვას არ ეტყვიან? “როდის იქნება, რომ გათხოვდე და დამასვენო“?, "ვინ წაგიყვანს ასეთ მსუქანს“ და ა.შ. ვარიანტები უამრავია და ერთმანეთზე უფრო სასტიკი და მტკივნეულიც კი. მიზეზი, ძირითადად თვითონ დედის არშემდგარი პირადი ცხოვრებაა, არამდგრადი ფსიქიკა ან რაიმე სხვა. მთავარი ისაა, რომ ამ დროს შვილი იჩაგრება... ამ შემთხვევაში, გოგონა, თუმცა ტირანი თუ ჰიპერმზრუნველი, გაუწონასწორებელი ფსიქიკის თუ მეტისმეტად გულგრილი დედის გაზრდილი არაერთი ვაჟიც გაუბედურებულა და ცხოვრებაში ვერაფრისთვის მიუღწევია, ბავშვობიდან არასწორი აღზრდის გამო... დავუბრუნდეთ ისევ ჩვენს გოგონებს.

ორი ბავშვი: უფროსი - საყვარელი შვილი (ბიჭი) და უმცროსი გოგონა - ნარჩენების პრინციპით გაზრდილი. უფროსს ოთახში მიართმევენ ლანგრით სადილს, გოგოს ადგილი - სამზარეულოშია. დედა დროდადრო ახსენებს, რომ ის არავის უყვარს. უფროსი ბიჭი ამ სიტუაციას თავის სასარგებლოდ იყენებს: “სულელი ხარ, ვინ ხარ საერთოდ“. გამოიცანით, ვის ექნება ბედნიერი ოჯახური ცხოვრება მომავალში? რა თქმა უნდა - არავის. მაგრამ ვის აწუხებს ეს?
"გოგონებს ასე ექცევიან ის დედები, რომლებსაც არ გაუმართლათ მამაკაცთან (ქმართან). ისინი არ იყვნენ სასურველნი და ამიტომ მათ უბრალოდ არ შეუძლიათ სიყვარული. ნებისმიერი სიტყვა, რასაც დედა წარმოთქვამს შვილის მისამართით, არღვევს კედელს. ბოროტი სიტყვა ხომ წლების მანძილზე რჩება მეხსიერებაში და წამლავს მას. „რა ცუდად გამოიყურები ფოტოზე“, - წერს დედა 50 წლის შვილს. მაინც რატომ ამბობენ დედები ასე? ამაზე დედებს ყოველთვის აქვთ პასუხი: “ჩემ გარდა ვინ გეტყვის სიმართლეს, მე ხომ შენი დედა ვარ!“
ცოტას თუ შეუძლია, უკვე უფროს ასაკში უპასუხოს დედას: “დედა, რატომ აკეთებ ამას? აღარ მინდა ამის მოსმენა. შენ მამცირებ და შეურაცხყოფას მაყენებ. მიხედე შენს ცხოვრებას და ნუ მანიპულირებ ჩემით!“. რა თქმა უნდა, სოციალური მითოლოგია მაშინვე გვეტყვის: “როგორ შეიძლება? ის ხომ დედაა! როგორ ელაპარაკები!“
ჭკვიანი ადამიანი კი პირველი დგამს შემხვედრ ნაბიჯს, მაშინაც კი, როცა ფიქრობს, რომ „ასეა მიღებული“, რომ “დედას არ შეუძლია ცუდის გაკეთება თავის შვილისთვის“. შეუძლია - და მერე როგორ! ის, რომ ჩემს მეგობარს დედა მრჩეველი ჰყავს და არა ტირანი და დიქტატორი - უკვე დედის დამსახურებაა. ვითარდება ჩვეულებრივი, ნორმალური ადამიანი და ეს უკვე გამარჯვებაა... მაგრამ ყველას როდი უმართლებს.
10399
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ana
0
Sruli weshmaritebaa..da iqneb shewydes aseti sqesobrivi gamorcheva shvilis!
13:05 / 25-07-2016
თამუნა
0
სისულელეა ეს ყველაფერი. მსგავსი არავისგან არ გამიგია და ზოგადად არც ხდება ესე. საკითხი სხვანაერად უნდა დაგესვათ! გოგო, ბიჭი აქ არაფერ შუაში არ არის!
16:19 / 12-05-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?