აღზრდის 4 პრინციპი, რომლებიც მოიცავს ყველა რჩევას, რაც კი მანამდე უთქვამთ
აღზრდის 4 პრინციპი, რომლებიც მოიცავს ყველა რჩევას, რაც კი მანამდე უთქვამთ
ეს 4 რჩევა აკუმულირებას უკეთებს ყველა იმ რეკომენდაციას, რომლებიც მანამდე დაწერილა და თქმულა. მათ შეიძლება ვუწოდოთ პრინციპები, რომლებიც უნდა გვახსოვდეს მუდამ და ვიხელმძღვანელოთ ბავშვთან ურთიერთობის დროს.

1. განვითარდით, იმუშავეთ - საკუთარი სრულყოფილებისათვის
ინგლისური ანდაზა გვასწავლის: “არ არის საჭირო ბავშვის აღზრდა, ისინი მაინც თქვენ დაგემსგავსებიან. აღზარდეთ საკუთარი თავი!“ გახსოვდეთ, რომ ბედნიერი ბავშვები იზრდებიან ბედნიერ მშობლებთან. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ ცხოვრებით ტკბობა, ბავშვებიც მხიარულები, ბედნიერები და რეალიზებულები ჰყავთ. არაერთი გამოკვლევით დამტკიცდა, რომ მშობლების
გამუდმებული სტრესი ნეგატიურ გავლენას ახდენს ბავშვის ინტელექტზე, თრგუნავს მის იმუნიტეტს, ზრდის ფსიქიკური აშლილობისა და მრავალი სომატური დაავადების განვითარების რისკს.

2. მიეცით ბავშვებს ინიციატივისა და დამოუკიდებლობის გამოხატვის მეტი თავისუფლება
ბავშვები უფრო კარგად ვითარდებიან, როდესაც მათ აძლევენ თავისუფლებას, რათა უკეთ გამოავლინონ ინდივიდუალურობა. მიეცით საშუალება, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, რა ჩაიცვას, დამოუკიდებლად დაგეგმოს თავისი დღე. ეს მეთოდი ბავშვს უფრო დისციპლინირებულს ხდის, ასწავლის, როგორ მართოს საკუთარი ცხოვრება. ნუ მოახვევთ თავს თქვენს ცხოვრებისეულ წესებს, მიეცით უფლება, იცხოვროს ისე, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად. ასეთი მიდგომა დაეხმარება ბავშვს საერთო ენა გამონახოს თანატოლებთან, გადაჭრას პრობლემები, აკონტროლოს თავისი ქცევა და დააფიქსიროს საკუთარი აზრი.

3. ყურადღება მიაქციეთ კომუნიკაციას
მოუსმინეთ ბავშვს მისი საუბრის პირველივე სიტყვიდან.
ნუ დაუშლით ლაპარაკს, ილაპარაკოს იმდენი, რამდენიც სურს, გამოათქმევინეთ თავისი აზრი. ყოველდღიურად შეუვსეთ სიტყვის მარაგი ერთი სიტყვით მაინც. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვის სკოლაში მოსწრება დიდად დამოკიდებულია მის სიტყვათა მარაგზე. ილაპარაკეთ ბევრი ტრადიციულ ვახშამზე (სადილსა თუ საუზმეზე). თუ ოჯახში არ გაქვთ ერთად ვახშმობის ტრადიცია - აუცილებლად შემოიღეთ. აღმოჩნდა, რომ ბავშვები, რომლებიც ყოველდღე სადილობენ  საუზმობენ და ვახშმობენ) მშობლებთან ერთად, ნაკლები ალბთობით ეტანებიან ალკოჰოლს, თამბაქოს, არ აქვთ ქცევის დარღვევის პრობლემები და მრავალი სხვა.

4. გიყვარდეთ ბავშვი უანგაროდ
გიყვარდეთ უბრალოდ, არაფრის გამო. გიყვარდეთ და ნუ შეგრცხვებათ ამ სიყვარულის დემონსტრირება. მაშინაც კი, თუ თქვენი მშობლები არ გეუბნებოდნენ მოსაფერებელ სიტყვებს, თქვენ მიეცით თქვენს პატარებს შანსი, იყვნენ უკეთესები, გაიზარდონ ბედნიერები, ლაღები, და უფრო რეალიზებულები - ვიდრე თქვენ ხართ. ესაუბრეთ სიყვარულით, ესაუბრეთ სიყვარულზე და იხელმძღვანელეთ სიყვარულით!
12748
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
ann
0
4 წლის ბიჭი მყავს და ვთვლი რომ ზედმეტი თავისუფლება არ ვნებს, თავისუფლებასიტყვა სწორად უნდა გაშიფროთ რაც მთავარია :) დაბადებიდან არასდროს აგვიქვამდი ჩემზე პატარად, ყოველთვის საუკეთესო მეგობარივით ვექცეოდი და დღეს საოცარ შედეგს ვხედავ... ისეთს როგორმაც გადააჭარბა მოლოდინს :)
17:26 / 12-10-2015
ინგა
0
მაკა აქ ლაპარაკია ჩაცმის სტილზე და არა. კურტკის მოცმა არ მოცმაზე.
22:49 / 11-10-2015
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```