ბავშვის ყველაზე კრიზისული პერიოდები
ბავშვის ყველაზე კრიზისული პერიოდები
როგორ ხარობდით შვილის დაბადებით, კოვზით აჭმევდით, ხელიხელჩაკიდებულს ატარებდით, ამბობდით: “ჩვენ გავიღვიძეთ”, “ჩვენ ვითამაშეთ”, “ჩვენ ვიბანავეთ”... და უეცრად ეს საყვარელი არსება თითქოს შეგიცვალეს: მხოლოდ თავისი ხელით ჭამა სურს, არ იკარებს თქვენ მიერ შერჩეულ ტანსაცმელს, სეირნობისას ყოველ ნაბიჯზე აურზაურს აწყობს... რა ხდება? ეს პირველი კრიზისია. მოემზადეთ, წინ კიდევ რამდენიმე გელით.

კრიზისი პირველი
ცხრა თვიდან წლინახევრამდე პრაქტიკულად ყველა ბავშვი პირველი კრიზისის პერიოდს გადის. ეს ის დროა, როცა ბავშვი სიარულსა და ლაპარაკს სწავლობს. ამ დროს პატარა ოინბაზი პროტესტს აცხადებს, ჭირვეულობს, დაჟინებით მოითხოვს სურვილების ასრულებას,
რომლებიც ხუთ წუთში ერთხელ ეცვლება, მიისწრაფვის, ყველაფერი თავისი ხელით გააკეთოს. ეს საკმაოდ უსიამოვნოა. შესაძლოა გეგონოთ, რომ ბავშვს ასეთი ხასიათი აქვს ან ეს თქვენი (მამისეული, ბებიისეული...) არასწორი აღზრდის შედეგია. დამშვიდდით, ასე ემართება თითქმის ყველა ბავშვს. ეს განვითარების აუცილებელი ეტაპია. კრიზისს ფსიქოლოგები უბრალოდ ცუდ ქცევას როდი უწოდებენ; კრიზისი - ეს არის პერიოდი, როდესაც იცვლება ბავშვის დამოკიდებულება სამყაროსა და გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ. პირველ თვეებში ჩვილი დედასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, მაგრამ ყოველთვის ასე არ იქნება. ფეხის ადგმასთან ერთად ბავშვს უჩნდება შესაძლებლობა, იმოქმედოს თვითონ, მშობლისგან დამოუკიდებლად, მეტყველების განვითარებასთან ერთად იწყებს დამოუკიდებელი სურვილების გამოხატვას. კრიზისი აუცილებელია, რათა ბავშვმა
დედისგან განცალკევება, ფსიქოლოგიური გამოყოფა დაიწყოს. ამ დროს მას უყალიბდება საკუთარი აზრი, ხდება მისი “მეს” ფორმირება. ის არკვევს, რომ აქვს საკუთარი გრძნობები, სურვილები და შესაძლებლობები.

კრიზისი მეორე
ზოგიერთი ქვეყნის მეცნიერები ბავშვის განვითარებაში სამ კრიზისულ პერიოდს გამოყოფენ - ერთი, სამი და შვიდი წლის ასაკისას, ზოგან კი არსებობს ტერმინი “კოშმარული ორწლიანები”. ნებისმიერ შემთხვევაში, ორიდან სამწლინახევრამდე ბავშვების უმრავლესობა კიდევ ერთ კრიზისს გადალახავს. ამ პერიოდში ბავშვი განსაზღვრავს საკუთარ ადგილს გარემოში. იგი უგულებელყოფს არსებულ წესებს, ცდილობს საკუთარის დამყარებას, უარყოფს ნებისმიერ წინადადებას (ნეგატივიზმი), მოითხოვს მორჩილებას (დესპოტიზმი), ყველაფერს პირიქით აკეთებს, ჯიუტობს და თავის ნებაზე იქცევა. თითქოს ყველასა და ყველაფერს უჯანყდება. ვერაფერს ვიზამთ, ესეც გარდაუვალი ეტაპია. თუ ერთი წლის ასაკში ბავშვი საკუთარი თავის შეცნობას ცდილობდა, ახლა ის სამყაროში თავის ადგილს ეძებს. ასეთი ქცევა არ უკავშირდება არც აღზრდის სისტემას, არც ხასიათს. ეს დიდი ხანია იციან ფსიქოლოგებმა. ფსიქოლოგთა აზრით, კირზისის გადალახვა რთულია, მაგრამ გადაულახაობა - უარესი. ეს იმიტომ, რომ კრიზისი არც ჭირვეულობაა და არც სიჯიუტე. კრიზისი - ეს ახალი ტიპის ურთიერთობებისკენ გასავლელი გზაა. ყველა კრიზისის საბოლოო შედეგი ზრდასრული, დამოუკიდებელი პიროვნებაა.

იხილეთ სრულად
29852
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები

გამოკითხვა
რომელია თქვენი ბავშვის საყვარელი მულტფილმი?
ყველაზე კითხვადი