ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი საქციელით ბავშვებს ვასწავლით იმას, რასაც სიტყვებით ვუშლით ხოლმე. როგორ ჩვევებს აკოპირებენ ჩვენგან შვილები? გთავაზობთ ტოპ-შვიდეულს.
უპატივცემულობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენი შვილისთვის ავტორიტეტს წარმოადგენენ
შეუძლებელია, სკოლის
სხვისი შეცდომებით სარგებლობა
კეთილსინდისიერი ადამიანები, ცხადია, ასეთ რამეს არ გააკეთებენ. ხშირად ადამიანები სხვათა უყურადღებობით სარგებლობენ, მაგალითად მაღაზიაში შემთხვევით დაგიბრუნეს იმაზე მეტი ხურდა, ვიდრე გეკუთვნოდათ ან მოლარის შეცდომის გამო ბევრად ნაკლები გადაიხადეთ, ვიდრე გეკუთვნოდათ. თქვენ კი ბედნიერი წამოხვედით სახლში. თუ გსურთ, რომ თქვენი შვილი მართალი და კეთლისინდისიერი ადამიანი გაიზარდოს, არასდროს გააკეთოთ მსგავსი
ტყუილის თქმა ბავშვის თანდასწრებით
თუ სიმართლის თქმა არ შეგიძლიათ, ჯობს გაჩუმდეთ. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ დედის და მამის სიტყვა რეალობისგან ძალიან შორს არის, მას გაორების გრძნობა უჩნდება და უნდობლობა უყალიბდება მშობლების მიმართ.
არღვევთ დაწესებულ პრინციპებს
„თუ არ შეიძლება და ძალიან გინდა, ე.ი. შეიძლება“ - ნუ იხელმძღვანელებთ ამ პრინციპით. ნუ შეცვლით თქვენს პრინციპებს ხასიათის მიხედვით. როდესაც ბავშვი ხედავს, რომ ერთ დღეს უშლით რაღაცის გაკეთებას, მეორე დღეს კი ნებას რთავთ, თავად უჩნდება თქვენდამი არასერიოზულობის განცდა. ის მალე აღარ გაითვალისწინებს თქვენს მოთხოვნებს.
ბილწსიტყვაობა
ხანდახან მშობლები ვერ ზომავენ, რა უნდა თქვან ბავშვის თანდასწრებით, იქნება ეს ბილწი სიტყვა, სლენგი თუ სხვა უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვა. შესაძლოა ეს სიტყვები ძალიან მალე ბავშვისგან გაიგოთ, ამიტომ აკონტროლეთ საკუთარი ლექსიკონი.
სუსტების და შედარებით ძლიერების დიფერენცირება
სიღარიბე, ავადმყოფობა, სიბერე - ამისგან ხომ არავინ არის დაცული. ცხოვრება ყოველთვის არ გვჩუქნის ძვირფას საჩუქრებს. მიაჩვიეთ თქვენი ბავშვი გულთბილ დამოკიდებულებას იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მძიმე ცხოვრებისეულ პირობებში არიან. ნუ განარჩევთ ადამიანებს და თქვენი შვილიც კაცთმოყვარე გაიზრდება.
სიბრაზე და ნერვიულობა მარცხის გამო
მას, ვისაც ბავშვობაში, ელემენტარულად თამაშის დროს დამარცხების „ატანას“ არ ასწავლიდნენ, უფრო მეტად უჭირს რეალურ ცხოვრებაში დამარცხებასთან გამკლავება. ასწავლეთ თქვენს შვილს, რომ წარუმატებლობა დროებითი მდგომარეობაა, მის დასამარცხებლად აუცილებელია მოქმედება და მოტივაცია. ბავშვებთან ერთად თქვენც ისწავლეთ დამარცხება და ფეხზე წამოდგომა, უფრო დიდი გამარჯვების მოსაპოვებლად.
იდეალური მშობლები არ არსებობენ. ჩვენ ყოველდღე ვუშვებთ შეცდომებს, რომლებსაც შემდეგ ვნანობთ ხოლმე. იმისთვის, რომ მომავალი თაობები იყვნენ ჩვენზე უკეთესები, მათ უნდა მივცეთ სწორი მაგალითი. ვეცადოთ გავხდეთ უკეთესები, ეს მომავალს სჭირდება!