ელფი კოზნას 5 რჩევა, რომელიც დაგვეხმარება ბავშვთან ურთიერთობის დალაგებაში
ელფი კოზნას 5 რჩევა, რომელიც დაგვეხმარება ბავშვთან ურთიერთობის დალაგებაში
ბავშვები ხშირად იქცევიან ცუდად, ეს მშობლისთვის, რა თქმა უნდა, მიუღებელია. მშობელი ღიზიანდება, უყვირის პატარას და თავადაც ნერვიულობს. ბავშვთა სოციალური ფსიქოლოგი ელფი კოზნა გვთავაზობს რჩევებს, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება ბავშვთან ჰარმონიული ურთიერთობის დამყარებაში.
მთავარია გვახსოვდეს, რომ ბავშვს სიყვარული სჭირდება. იგი ყველაფერში სიყვარულს ეძებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ვაგრძნობინოთ მას თუ რაოდენ საჭირო და საყვარელია ის ჩვენთვის.

შევამციროთ ბავშვისთვის შენიშვნების მიცემათა რაოდენობა. ენა მოვიკვნიტოთ და გადავყლაპოთ მათი არასწორი საქციელით გამოწვეული გაღიზიანება. ჩვენი ხშირი ნეგატიური
რეაქცია პროდუქტიული არ იქნება და შედეგს არ მოგვცემს. ბავშვი ღიზიანდება, შემდეგ უარს ამბობს ჭამაზე, თამაშზე. მშობლის მხრიდან ხშირად ნათქვამი „არა“ ბავშვებში იწვევს არასრულფასოვნების კომპლექსის ჩამოყალიბებას.

შევამციროთ შენიშვნის ყველა არეალი: პატარას უთხარით, კონკრეტულ მოქმედებაში რა არ არის სწორი. მაგალითად: „შენს დას უხეშად დაელაპარაკე, ან ძალიან უხეშად ელაპარაკები ხალხს“.

ყველა შენიშვნის ძალა უნდა შევამციროთ. ბავშვის ნეგატიურ ქმედებებზე საპასუხოდ იყავით მშვიდი, რბილი რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. დარწმუნდით, რომ ბავშვმა თქვენი ნათქვამი გაიგო. ემოცია ყველაფერს ცვლის. როდესაც გვგონია, რომ ჩვენი ნეგატიური სიტყვები და განწყობა ბავშვებზე არ მოქმედებს, სწორედ მაშინ ისრუტავენ ისინი ამ უარყოფით განწყობას და ღრმაგ განიცდიან ამ ყველაფერს.  უფრო მეტ შედეგს მიაღწევთ თბილი სიტყვით. დაუკვირდით საკუთარი
სახის გამომეტყველებას, თქვენს სიტყვებს, ტონს.

ეძებეთ ალტერნატიული კრიტიკა. ელაპარაკეთ ბავშვს დაბალი ხმით. როდესაც ის აგრესიულად იქცევა, ნუ დაუყვირებთ, წყნარად აუხსენით, რომ მისგან ასეთ საქციელს არ ელოდით. აუხსენით, რომ გწყინთ მისი ასეთი საქციელი. ამის შემდეგ ბავშვი ეცდება გაბნეული სათამაშოები ერთად შეაგროვოს, დამტვრეული შეაკეთოს და ბოდიშიც მოიხადოს. რაც მთავარია, ის ამას საკუთარი სურვილით, შეგნებულად და დაუძალებლად გააკეთებს. სწორედ მშობელი, საკუთარი მაგალითით უნდა დაეხმაროს ბავშვს მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.

რა საკვირველი თქვენ გიყვართ თქვენი პატარა. დაიმახსოვრეთ, ეს სიყვარული არის და იქნება მარადიული. ბავშვებს მშობლის სიყვარულის მოპოვება არ სჭირდებათ. ბავშვთან ურთიერთობისას მოიქეცით ისე, რომ მან მოწინააღმდეგედ არ ჩაგთვალოთ. არასდროს უთხრათ, რომ ცუდი საქციელის გამო ის არ გეყვარებათ.
12037
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?