რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ ჯიუტი ბავშვი გყავთ
რატომ უნდა გიხაროდეთ, თუ ჯიუტი ბავშვი გყავთ
ხმაურიანი, ჯიუტი და ჭირვეული ბავშვები ყველას ნერვებს გვიშლიან. განსაკუთრებით თუ სხვის შვილებს ეხება საქმე. მაგრამ თუ თქვენ ბავშვსაც მოთმინებიდან გამოყავხართ, თურმე უნდა გიხაროდეთ: ამერიკელმა მეცნირებმა დაადგინეს, რომ ასეთი ბავშვები მომავალში წარმატებული, ჭკვიანი და მდიდარი ადამიანები იზრდებიან.

ფსიქოლოგ კელი ფლანაგანის აზრით, ზრდასთან ერთად "ხასიათიან" ბავშვს არასდროს შეაწუხებს კომპლექსები. იგი საკუთარ თავში დარწმუნებული პიროვნება გაიზრდება.
"მშობლები ხშირად წუწუნებენ ჯიუტი და გაუგონარი შვილების გამო, მაგრამ უნდა გიხაროდეთ. მომავალში თქვენი შვილი მიზანსწრაფული და დამოუკიდებელი
ადამიანი გაიზრდება, რომელიც დასახულ მიზანს ყველაფრის ფასად მიაღწევს". - ამატებს ვირჯინიის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი ჯოზეფ ალენი.
როცა ბავშვი მშობელს არ უჯერებს, ესე იგი უკვე ცდილობს საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად მოწყობას და გაკონტროლებას.

როგორ გირჩევნიათ: თქვენი შვილი "მოლაპარაკებებს" აწარმოებდეს თანატოლებთან, თუ იმას აკეთებდეს, რასაც "ყველა აკეთებს"?
ნამდვილად გინდათ, რომ თქვენი შვილი ბრმად ასრულებდეს თქვენს მითითებებს?
ყველა მშობელს სურს, მისი შვილი არ მოექცეს საზოგადოების გავლენის ქვეშ და გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
თუ გსურთ, თქვენი შვილი დამოუკიდებელ, მოაზროვნე პიროვნებად ჩამოყალიბდეს, ბავშვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.
ისწავლეთ მისი დამოუკიდებლობის დაფასება
თქვენი ავტორიტეტი იმაში კი არ მდგომარეობს, რომ ბავშვი დაიქვემდებაროთ, არამედ იმაში, რომ თქვენი ნათქვამი და არგუმენტები სწორად ესმოდეს.
ბავშვთან მოლაპარაკება, მისი ინტერესების დაცვა და კომპრომისების მოძებნა უნდა შეგეძლოთ. სწორედ ასე გამომუშავდება მასში თვითკონტროლის, პატივისცემის და მოთმინების უნარი.
თუ ბავშვი მუდმივად გეკითხებათ: "რატომ?" რაღაც გაუგებრად კი არ უნდა ჩაიბურტყნოთ, გარკვევით უნდა უთხარათ: "იმიტომ, რომ..."
რა თქმა უნდა, თქვენი პირადი ცხოვრება გამარტივდება თუ ბავშვები მუდმივად კონტროლზე გეყოლებათ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მომავალში მათ გაუმარტივდებათ ცხოვრება.
ბავშვები ამქვეყნად იმიტომ იბადებიან, რომ საკუთარი გზა იპოვონ ცხოვრებაში და არა თქვენს გზას გაჰყვნენ. ეს თავადაც უნდა გაიაზროთ და ბავშვიც შეაჩვიოთ ამ აზრს.
ბავშვი - დამოუკიდებელლი არსებაა საკუთარი ფიქრებით, გრძნობებით, იდეებით. თქვენი პასუხისმგებლობაა დაეხმაროთ მას საკუთარ გზაზე დადგომაში.

მზად ხართ გაიზიაროთ ფსიოლოგების მოსაზრებები, შეცვალოთ აღზრის მეთოდები, გაგვიზიარეთ თქვენი აზრი კომენტარებში.
90923
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (7)
ამ მედალს მეორე მხარეც აქვს: შეიძლება კონფლიქტურ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, რომელიც ვერცერთ კოლექტივში ვერ "ჩამონტაჟდება"!!!
0
ადამიანების ნაკლოვანებები მათი ღირსებების გაგრძელებაა! ზომიერებაა ყველაფერში განმსაზღვრავი: თემიდაც სასწორით დადის და აფთიაქარიც!!!
09:09 / 08-02-2019
ana
0
სასიამოვნო სტატია იყო
22:21 / 20-05-2017
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?