ბავშვი და ტელევიზორი რომ განუყრელი "მეგობრები" არიან, ამაში ახალი არაფერია ბავშვი და ტელევიზორი რომ განუყრელი "მეგობრები" არიან, ამაში ახალი არაფერია. სამწუხაროდ, საახალწლო დღეებში ბავშვების გართობასა და განწყობაზე, ძირითადად, ტელევიზორები ზრუნავენ. ამიტომ ვფიქრობთ, ამ დღეებში აქტუალური გახლავთ ტელევიზორის თემა და ეს რჩევებიც.
უახლოესი კვლევების შედეგად დადგინდა ბავშვების ზედმეტ წონასა და ტელევიზორს შორის კავშირი დადგენილია. ბოლო 30 წლის მანძილზე მკეთრად იმატა მსუქანი ბავშვებისა და თინეიჯერების რაოდენობამ. როცა მეცნიერებმა წონის მატების მიზეზები გამოიკვლიეს, დაადგინეს, რომ ყველა წონაში მომატებულ ბავშვს თავის ოთახში ტელევიზორი ჰქონდა. ჩვენს სინამდვილეში ბავშვების უმრავლესობას საკუთარი ოთახი არა აქვს და ბუნებრივია, პირად ტელევიზორსაც ვერ დაიდგამს. სამაგიეროდ, ოჯახებში 2-3 ტელევიზორი უკვე ჩვეულებრივი მოვლენა ხდება და აქედან ერთი ბავშვის პირად განკარგულებაში ხვდება.
eisel School of Medicine-ის მეცნიერების თქმით, 8-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების 71 პროცენტს საკუტარი ტელევიზორი აქვს. არსებობს კიდევ ერთი კანონზომიერება: ბავშვები ტელევიზორს მოჯაჭვულები არიან იმ ოჯახებში, სადაც შემოსავლისა და განათლების დაბალი დონე აქვთ.
მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ტელევიზორი არღვევს ბავშვის ძილის სტრუქტურას. ძილი არასტაბილური და არა ღრმა ხდება, რაც ზედმეტი კილოგამების აკრეფას უწყობს ხელს. გარდა ამისა, დამტკიცებულია, რომ გამოუძინებელი ადამიანები ყოველთვის მეტს ჭამენ.
ტელევიზორში ნანახი რეკლამის გავლენით ბავშვს მეტად უჩნდება არაჯანსაღი და ჯანმრთელობისთვის საშიში საკვების ჭამის სურვილი, რაც ხელს უწყობს წონის მატებას.
პედიატრიის ამერიკული აკადემიის რეკომენდაციით, შეუზღუდეთ შვილებს ტელევიზორის ყურება აგრეთვე, თამაშები სხვადასხვა გაჯეტზე.