თუ თქვენი ბავშვი მუდმივად მოწყენილია ან უბრალოდ, გულგრილი, არ იცის რით დაკავდეს და არაფერი არ აინტერესებს, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა! თუ თქვენი ბავშვი მუდმივად მოწყენილია ან უბრალოდ, გულგრილი, არ იცის რით დაკავდეს და არაფერი არ აინტერესებს, ეზარება სწავლაც, გართობაც, მაშინ ეს რჩევები თქვენთვისაა! გთავაზობთ რამდენიმე რეკომენდაციას იმისთვის, რომ დააინტერესოთ, გაართოთ და მოტივაცია აუმაღლოთ ბავშვს. რჩევები შემოგვთავაზა ალან კაზდილმა, იელსის ფსიქოლოგიის დოქტორმა.
1. დასახეთ მიზანი თქვენთვის და ბავშვისთვის. გააკეთეთ იმ აქტივობების ჩამონათვალი, რომელიც თქვენი აზრით გამოიწვევს ინტერესს ბავშვში.
2. დაადგინეთ ზუსტი მოთხოვნები. გააკეთეთ ეს რაც შეიძლება ადრე. მოთხოვნები უნდა იყოს ადვილი და გააზრებული. ასე ბავშვი ადვილად მიხვდება, თუ რას ელით მისგან. ასეთი დავალებების რეგულარული შესრულება დისციპლინირებულს ხდის პატარას.
3. იყავით მაგალითი ბავშვისთვის. საკუთარი მაგალითი - ეფექტური მეთოდია ბავშვზე ზემოქმედებისათვის. ამიტომ ხშირად ატარეთ თქვენთან ერთად. მოინახულეთ საყვარელი ადგილები, მაგრამ ეს ყველაფერი დაძალების გარეშე. ამით აჩვენებთ ბავშვს, თუ რისგან იღებთ სიამოვნებას, აჩვენეთ საკუთარი ცხოვრების მოდელი.
4. განუვითარეთ უნარები. აზიარეთ რაიმე ახალს, დაეხმარეთ შეითვისოს ახალი აქტივობები.
5. ეცადეთ უკარნახოთ, რით შეიძლება დაკავდეს. ასე ბავშვის დაინტერესების შანსი გაიზრდება.
6. ეცადეთ, ბავშვის მხედველობის არეში იყოს წიგნები, ჟურნალები, მუსიკალური ინსტრუმენტები... ეს არის ნივთები, რომლებიც მუდამ ხელთ უნდა გქონდეთ. მთავარია ნება დართოთ ბავშვს, თვითონ ამოირჩიოს და განკარგოს ეს ნივთები.
7. ნება დართეთ, ხშირად მოიპატიჟოს ამხანაგები სახლში. როდესაც თქვენი კარი ყოველთვის ღია იქნება მისი მეგობრებისათვის, სახლი მის ცხოვრებაში ყოველთვის დადებით ემოციებს გამოიწვევს და მოუტანს ოჯახური ბედნიერების განცდას.