უფროსები არ მალავენ, რომ საათობით უსხედან ამ სიახლეს და უდიდეს სიამოვნებას იღებენ მინდა გაგაცნოთ აქტივობა, გასართობი, რომელმაც მოიცვა მთელი სამყარო. უფროსები არ მალავენ, რომ საათობით უსხედან გასაფერადებელ წიგნებს და იღებენ განსაკუთრებულ სიამოვნებას, აღმოჩნდა, რომ ეს ქმედება სასარგებლოცაა.
სულ ცოტა ხნის წინ გასაფერადებლები მოიაზრებოდა როგორც აქტივობა მხოლოდ ბავშვებისთვის. უფროსებს, რა თქმა უნდა, შეეძლოთ მათთვის ეჩვენებინათ, როგორ უნდა გაეფერადებინათ, მაგრამ ცოტა თუ იფიქრებდა რომ მას შეუძლია სტრესის მოხსნა და კრეატულობის გაღვიძება.
არტ-თერაპია იყენებს ხელოვნებას, როგორც ინსტრუმენტს პაციენტის კონკრეტულ პრობლემასთან სამუშაოდ. საიდუმლო არ არის, რომ ხელოვნების ნიჭი ყველას სხვადასხვაგვარად გვაქვს განვითარებული. მიუხედავად ამისა, არტს ყველასთვის შეუძლია დადებითი შედეგის მოტანა.
ნეიროფსიქოლოგი სტენ როდსკი ამბობს, რომ გაფერადების პროცესს ჩვენი ტვინი გადაჰყავს ერთგვარ მშვიდ მდგომარეობაში, რომელიც ჰგავს ტრანსს და მედიტაციას. ჩვენ ვთავისუფლდებით ყოველდღიური ფიქრებისგან და ვფოკუსირდებით მიმდინარე მომენტზე (აქ და ამჟამად). სწორედ სტენ როდსკის ეკუთვნის ანტისტრესული გასაფერადებლების კრებული, რომელიც სპეციალურად უფროსებისთვისაა შექმნილი.
რა სარგებლობა მოაქვს გასაფერადებლებს ბავშვისთვის
ქმედებას, რომელსაც მოსალოდნელი დასასრული აქვს, იქნება ეს გაფერადება თუ ქსოვა, გააჩნია დამაწყნარებელი ეფექტი. რაც დადასტურდა როდსკის მიერ ჩატარებული კვლევით: „აპარატურა აფიქსირებს პულსის სიხშირისა და თავის ტვინის ტალღების ცვლილებას“. ეს ნევროლოგიური ეფექტი აიხსნება იმით, რომ გაფერადებისას ჩვენ გვაქვს განმეორებადი ქცევა, მთელი ჩვენი ყურადღება კი მობილიზებულია შაბლონსა და მის დეტალებზე.
ნეიროფიზიოლოგი ჯოულ პირსონი გასაფერდებელის თერაპიული ეფექტის სხვა ახსნას გვთავაზობს: „გაფერადებისას ნახატზე კონცენტრირება გვეხმარება, რომ ადვილად ჩავანაცვლოთ ნეგატიური ემოციები სასიამოვნოთი. პროცესის დროს ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ არ გადავცდეთ საზღვრებს, შევარჩიოთ სასურველი ფერი... - ეს ყველაფერი კი ააქტიურებს ტვინის იმ უბანს, რომელიც აფერხებს მაშფოთებელ ფანტაზიებს".
სცადეთ და გაგვანდეთ შედეგები
#antistress - აი ამ ჰეშთეგით ძალიან ბევრ შაბლონს იპოვით.
კლინიკური ფსიქოლოგი, არტ-თერაპევტი ირმა კვაჭაძე