რა თვისებებით გამოირჩევიან მდიდარი მშობლების შვილები
რა თვისებებით გამოირჩევიან მდიდარი მშობლების შვილები
მდიდარი მშობლების ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ექსტრავერტები არიან. ეს კი ასეთ ბავშვებს, ზრდასრულ ასაკში, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნაში ეხმარება. როგორც ჩანს, სოციალური გარემოცვა ძლიერად მოქმედებს ჩვენს პიროვნულ თვისებებზე. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს 150000 ბრიტანელის მონაცემი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჰქონდათ კარგი სამსახური და მაღალი შემოსავალი, უფრო მეტად შეუპოვრები, კომუნიკაბელურები და ენთუზიაზმით აღსავსენი იყვნენ. ყველა ეს თვისება დამხასიათებელია ექსტრავერტებისათვის (ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხლისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს
საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების გაცნობა).
გაგრძელება
3219
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (2)
თიკა
0
ვიდრე ქვეყანას პატრონი ყავდა? ბრეჯნევის პერიოდს გულისხმობ ალბათ.გარეგნულად იყო საშუალო დონე, რადგან მდიდრები ფულს ვერ აჩენდნენ.ყავდათ მოახლეები, საწყალი, უპატრონო ნათესავის სახელით, ქონდათ ბინები, აგარაკები ცოლ-სიდედრ-სიმამრის სახელზე.როცა ფული არ გაქვს, გაგდებს დეპრესიაში და კარგავ ცხოვრების ხალისს. აღარ ხარ შეუპოვარი, მებრძოლი.მშობელს რომ ფული არ აქვს ბავშვები ჯავრობენ და განიცდიან ამას. მათ ბევრ ბავშვურ ოცნებაზე უხდებათ უარის თქმა.კარგავენ ბრძოლის უნარს.
23:03 / 20-01-2016
megi
0
არის სიმართლის მარცვალი მოთხრობილში, მაგრამ ისიც ხომ სიმართლეა, რომ მდიდართა შვილები დიდობაში ყველაფერზე წამსვლელები ხდებიან მდიდრებად დარჩენისთვის?! ღარიბები თუ გამდიდრებისთვის(და ხშირად,-არსებობისთვის) სჩადიან დანაშაულს, მდიდრები მდიდრებად დარჩენისთვის მიდიან ყველაფერზე. ასე რომ, საზოგადოება უნდა იყოს დაახლოებით თანაბარ დონეზე. სახელმწიფომ უნდა უზრუნველჰყოს არა პოლარიზაცია, არამედ მასობრივი საშუალო დონე. უამისოდ სულ იქნება კორუფცია(მდიდრებისგან), სულ იქნება სხვადასხვა დანაშაული. რა დაუჯერებელიც უნდა იყოს, სოციალიზმმა (ვიდრე ქვეყანას პატრონი ჰყავდა)მოახერხა ცხოვრების მასობრივი საშუალო დონე, რასაც ვერასდროს მოახერხებს კაპიტალიზმი, თანაც,-ველური კაპიტალიზმი.
18:19 / 20-01-2016
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?