როგორც ჩანს, სოციალური გარემოცვა ძლიერად მოქმედებს ჩვენს პიროვნულ თვისებებზე მდიდარი მშობლების ბავშვები, უმეტეს შემთხვევაში, ექსტრავერტები არიან. ეს კი ასეთ ბავშვებს, ზრდასრულ ასაკში, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნაში ეხმარება. როგორც ჩანს, სოციალური გარემოცვა ძლიერად მოქმედებს ჩვენს პიროვნულ თვისებებზე. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა გააანალიზეს 150000 ბრიტანელის მონაცემი. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ჰქონდათ კარგი სამსახური და მაღალი შემოსავალი, უფრო მეტად შეუპოვრები, კომუნიკაბელურები და ენთუზიაზმით აღსავსენი იყვნენ. ყველა ეს თვისება დამხასიათებელია ექსტრავერტებისათვის (ადამიანის ფსიქოლოგიური ტიპი, რომელიც იჩენს კომუნიკაბელურობას, სიცოცხლისადმი ხალისს, ოპტიმიზმსა და მხიარულებას. სიამოვნებს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ადამიანების გაცნობა).