ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!
ბავშვი რომ თანატოლებმა არ დაჩაგრონ - 9 წესი, რომელიც შვილს აუცილებლად უნდა ასწავლოთ!
მშობელი შვილისთვის ფარია, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში მზადაა გადაეფაროს, მაგრამ ცხოვრება ისეა მოწყობილი, ჯობია ბავშვი თავად მიეჩვიოს თავის დაცვას და ყოველთვის დედის კალთის იმედი არ ჰქონდეს. რა უნდა ჩაუნერგოთ ბავშვს, რათა თანატოლებმა არ დაჩაგრონ.

1. არავის მისცე შენი დაჩაგვრის უფლება. არავის აქვს უფლება გაგაკეთებინოს ის, რაც შენ არ გინდა, დაგემუქროს ან ტკივილი მოგაყენოს. თუ რომელიმე სიტუაციაში თავი არაკომფორტულად იგრძენი, გამოხატე ეს სიტყვით ან მოქმედებით და ეცადე შეცვალო ეს ვითარება.

2. თამამად
გამოთქვი აზრი. რაც ფიქრობ, რომ გეკუთვნის, აუცილებლად მოითხოვე.

3. ყოველთვის უკეთესის იმედი გქონდეს (ასწავლეთ ბავშვს კარგის დანახვა, ნუ "ჩაციკლავთ" ნეგატივზე. ოპტიმისტი ადამიანი უფრო მარტივად აღიქვამს ცხოვრებას, თავისკენაც დადებით ადამიანებს იზიდავენ).

4. უფლება გაქვს, გქონდეს შენი აზრი (ბავშვს სხვადასხვა ადამიანთან ურთიერთობის საშუალება უნდა მისცეთ, რათა უცხო გარემოცვაში ორიენტირება შეძლოს და აზრის გამოხატვა, ინტერესების დაცვა ისწავლოს, შეძლოს საუბრის გამართვა. ადამიანებთან ურთიერთობა თავდაჯერებას შემატებს).

5. ჩხუბი არ არის საუკეთესო გამოსავალი. უფრო ხშირად ამწვავებს სიტუაციას. სიტყვა უკეთ აგვარებს პრობლემებს.

6. არ აჰყვე ბავშვებს, რომლებსაც დაცინვა უყვართ ან სუსტს ჩაგრავენ.

7. არასოდეს შეგეშინდეს თქვა "არა". ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ არჩევანი აქვს, რომ ყოველთვის აქვს აზრი მის "არას". ეს
პირველ რიგში, ოჯახში უნდა გააცნობიეროს.

8. როცა გჭირდება, თამამად ითხოვე დახმარება (ასწავლეთ ბავშვს, როგორ მოითხოვოს დახმარება. პირველ რიგში მშობლებს უნდა მიმართოს).

9. სპორტს მიჰყევი. სპორტი, მით უმეტეს, თუ გარკვეული წარმატებებიც ახლავს, ზრდის თავდაჯერებას და საკუთარი ძალების რწმენას. სპორტი ავითარებს მოთმინებასა და ამტანობას.
470173
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (18)
0
ის მცნებაც ჩაამატეთ რომ სხვას არასდროს დასცინოს და დაჩაგროს. განსაკუთრებით მათთვის ვინც ამას ასწავლის.
19:52 / 10-02-2019
მშობელი
3
რუსას მინდა ვურჩიო ერთი ძალიან კარგი და მარტივი მეთოდი, რომელიც რეალურად მოქმედებს, საკუთარი გამოცდილებიდან გეტყვით. თუ ბავშვი იმ ასაკშია, რომ შეგიძლიათ დახატით ნახატი ერთად და აღიქვამს იმ ნახატს, მაშინ ის რისიც ეშინია დახატეთ სასაცილო ფორმით, მაგალითად ვითომ სიბნელეში შესულ დედას ან მამას ისე შეეშინდა სიბნელის, რომ თმები ყალყზე დაუდგა, ან რამე სხვა მოიფიქრეთ, მთავარია სასაცილო იყოს და ერთად იცინეთ იმ ნახატზე. შეგიძლიათ გამოსაჩენ ადგილას გაუკრათ და რამდენჯერაც დაინახავთ იცინით. მოკლედ ამ ყველაფრის აზრი ის არის, რომ რაც სასაცილოა საშიში არ არის. თქვენც სცადეთ, იქნებ იმოქმედოს, თუ არა და მერე მიმართედ ნევროპათოლოგს.
19:56 / 29-09-2018
მსგავსი სიახლეები
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?
```