კოშმარული სიზმარი მოკლე, ზედაპირული ხილვაა, რომელიც ბავშვს ხშირად ტირილით აღვიძებს კოშმარული სიზმრისგან განცდილი შიში უფროს ადამიანსაც აფრთხობს. წარმოიდგინეთ, როგორ შეაშინებს ის ბავშვს, რომელიც სიზმარს და ცხადს ერთმანეთისგან ჯერ კარგად ვერ არჩევს.
კოშმარული სიზმარი მოკლე, ზედაპირული ხილვაა, რომელიც ბავშვს ხშირად ტირილით აღვიძებს. ეს მოვლენა მართალია არასასიამოვნო, მაგრამ მაინც ტიპიური მოვლენაა მცირე ასაკში. განსაკუთრებით, თუ ბავშვი ემოციურია და დიდხანს რჩება შთაბეჭდილებების ქვეშ.
თუ ეს იშვიათად ხდება და ბავშვის ზოგად მდგომარეობაზე არ აისახება, ზომების მიღება არ ღირს, მაგრამ თუ ბავშვს ძლიერად ანერვიულებს, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. დაიწყეთ პედიატრით. ხშირად არამშვიდი ძილი შეიძლება სხვადასხვა სომატური დაავადებებით იყოს გამოწვეული.
ღამეული კოშმაშების მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ოჯახური კონფლიქტი, სტრესი, მძაფრი ემოციები, სტრესი ცხოვრების ახალ ეტაპებთან დაკავშირებული (ბაღში შესვლა, სკოლაში შესვლა და ა.შ.), ტელევიზორში ან კომპიუტერში ნანახი აგრესიული სცენები... ამის გამო ბავშვს დაძინების ეშინია, წინასწარ შიშობს, რომ ბოროტი არსებები შეაშინებენ.
რა უნდა მოვიმოქმედოთ, რომ ღამის კოშმარებმა ზედმეტი გაღიზიანება არ გამოიწვიონ და ნერვული პრობლემები არ შექნან.
1. მოაგვარეთ ოჯახში ფსიქოემოციური ვითარება
შეეშვით ბავშვის თანდასწრებით კამათს, ნუ აყურებინებთ გადაცემებს, სადაც საშინელი ამბები და პერსონაჟებია.
2. გამოუმუშავეთ დღის რეჟიმი
სრულფასოვანი ძილისთვის შესაფერისი დროა საჭირო. ბავშვს ძილი არ უნდა დააკლდეს.
1-დან 3 წლამდე ბავშვს დღე-ღამეში 11 საათი უნდა ეძინოს, 3 წლის მერე კი - 10 სათი. 10 წლის შემეგ - 8-9 საათი.
არ დაალევინოთ ძილის წინ ბევრი წყალი. სავსე შარდის ბუშტი ღამის კოშმარების ერთ-ერთი მიზეზია.
3. უზრუნველყავით ძილისთვის შესაფერისი გარემო
ნუ იქნება საძინებელი ძალიან დახუთული. ნუ ჩათბუნავთ ზედმეტად თბილი საბნით. დაიცავით სიჩუმე.
4. ძილის წინ რაიმე დამამშვიდებელი რიტუალი შეიმუშავეთ
საამისოდ ძალიან კარგია წიგნის წაკითხვა, იავნანა, წყნარი მუსიკის მოსმენა, ლოცვა ძილის წინ. ძილის წინ ოჯახის ყველა წევრისთვის "ღამე მშვიდობისა" და გადაკოცნა, ბევრ ბავშვზე დადებიდათ მოქმედებს.
5. როცა სიზმარი აღვიძებს, არ არის საჭირო დაუფიქრებელი მოქმედებები
სპეციალისტები გვირჩევენ, რომ ბოლომდე არ გამოვაფხიზლოთ სიზმრით შეშინებული ბავშვი. პირიქით, ეცადეთ დაამშვიდოთ და ძილი გააგრძელებინოთ. შეიძლება არაადეკვატურიც მოგეჩვენოთ, მაგრამ მაშინვე სასწრაფოს ნუ გამოუძახებთ. შეტევა 5-10 წუთი გრძელდება.
6. დელიკატურად განიხილეთ ბავშვთან ეს საკითხი
ამ თემას საგანგებო დროს ნუ დაუთმობთ, რადგან ბავშვი შეიძლება უფრო შეშინდეს. შესაფერსი დრო შეურჩეთ, როცა თავად ისურვებს საკუთარ შიშებზე ლაპარაკს. ეცადეთ, იმსჯელოთ, კონკრეტულად რა აშინებს. საერთოდ, ხშირად უნდა ესაუბროთ ბავშვს თავის განცდებსა და ემოციურ მდგომარეობაზე. კარგი მეთოდია ხატვა - დაუჯექით და დაახატინეთ ის ცუდი არსებები, ცუდი სიზმრები, როგორც თავად შეუძლია და ხედავს, მერე კი ერთად დაჯღაბნეთ ის ნახატი და დაამარცხეთ „მონსტრები“. ითამაშეთ თამაში, რომელშიც თვითონ გმირი იქნება და ბოროტ არსებებს დაამარცხებს.
სამწუხაროდ, ბევრი მშობელი დამოუკიდებლად ვერ უმკლავდება ღამის კოშმარის პრობლემას და პროფესიონალის დახმარებას საჭიროებენ. თუმცა დასამშვიდებლად გეტყვით, რომ ბავშვების უმრავლესობა დროთა განმავლობაში თავად ამარცხებს შიშს.