დამჯერი ბავშვი - ეს ძალიან სახიფათოა!
დამჯერი ბავშვი - ეს ძალიან სახიფათოა!
მშობლების ერთ-ერთი გავრცელებული ჩივილია: “ჩემი შვილი არაფერს არ მიჯერებს“. რჩევისთვის არასდროს არ აკითხავენ სპეციალისტს დამჯერი შვილების მშობლები, არც თვლიან საჭიროდ. თუმცა მათაც აქვთ შფოთვის მიზეზი... უფროსების მიერ ყველა დავალების ზედმიწევნით შესრულება სულაც არ ითვლება ნორმად (როგორც არ უნდა უხაროდეთ ეს მშობლებს). აბსოლუტური „დაჯერება“ შეიძლება იყოს აღზრდის სერიოზული პრობლემის მაჩვენებელი, რაც მომავალში ნეგატიურ შედეგამდე მოგვიყვანს. საკმაოდ დამჯერი ბავშვი ეჩვევა, რომ მისით ხელმძღვანელობენ. ასაკის მატებასთან ერთად მას არ აქვს სურვილი იყოს ლიდერი,
ან უფრო უარესი - არ გააჩნდეს ინიციატივა.
ქცევის მოდელი, როდესაც შვილის მაგივრად მშობელი წყვეტს ყველა საკითხს - ბავშვისთვის საკმაოდ მავნებელია. მომავალში მას გაუჭირდება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღება.

როგორ ვიმოქმედოთ?
დაუტოვეთ მას თავისუფალი არჩევანის საშუალება. დაე მან დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი: რას შეჭამს, რას ჩაიცვამს, რისი თამაში უნდა და ა.შ. მხარი დაუჭირეთ მის ყველა წამოწყებასა და წინადადებას, რათა მან იგრძნოს, რომ ინიციატივის არსებობა არ არის დასჯადი.

სხვის ზემოქმედების ქვეშ მოყოლა
დაახლოებით 3 წლის ასაკში ბავშვის ცხოვრებაში იწყება პერიოდი, როდესაც ის აცნობიერებს საკუთარ სურვილებს და სწავლობს მათ დაცვას. ამ დროს ბავშვი მზადაა ყველა წინადადებაზე უპასუხოს „არა“-თი. და თუ ამ „არა“-ს ყოველ ჯერზე ვუპასუხებთ მკაცრი და უკომპრომისო წინააღმდეგობით, მააშინ მომავალში ბავშვს გაუჭირდება თავისი დამოუკიდებლობის „დამტკიცება“ არა მარტო მშობლებთან, არამედ მთელ თავისი გარემოცვასთან.
მეტისმეტად დამჯერ ბავშვებს უჭირთ „არა“-ს თქმა, მათ არ შეუძლიათ გაიტანონ თავისი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი.

როგორ ვიმოქმედოთ?
ყურადღებით მოუსმინეთ ბავშვს, უთანაგრძნეთ. პატივისცემით მოექეცით მის არჩევანს. ყურადღებას ნუ მიაქცევთ მის პატარ-პატარა სიჯიუტის გამოვლინებებს - რა თქმა უნდა უსაფრთხო ქცევის ჩარჩოებში. ყოველ მის „არა“-ს ნუ შეხვდებით დიდი უარყოფთი ემოციით.

დაბალი თვითშეფასება
ზომაზე მეტად „დამჯერი“ ბავშვი ხშირად თავის თავში დარწმუნებული არ არის, აქვს დაბალი თვითშეფასება. ის თვლის, რომ „ცუდი ბავშვია“ და სამაგალითო ქცევით ცდილობს დაიმსახუროს მშობლების სიყვარული.

როგორ ვიმოქმედოთ?
თუ მშობლის სიყვარული ბავშვის საქციელიდან გამომდინარეობს, ეს ძალიან არაჯანსაღი და დიდი შეცდომაა აღზრდის პროცესში. აქ უბრალო რჩევით ვერ შემოვიფარგლებით, საჭიროა მშობლის სპეციალისტთან კონსულტაცია.

მიდრეკილება დაავადებებისაკენ
ძალიან დამჯერი ბავშვები ხშირად მიდრეკილნი არიან სხვადასხვა ქრონიკული და ინფექციური დაავადებისკენ. თუ ის გარეგნულად ვერ ან არ გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვი არ განიცდის ნეგატიურ ემოციებს. „დაიტოვო ყველაფერი გულში“ - მოზრდილ ადამიანს აყენებს ზიანს, რომ აღარაფერი ვთქვათ ბავშვის ჯერ კიდევ არაფორმირებულ ორგანიზმზე.

როგორ ვიმოქმედოთ?
მიეცით უფლება, გამოავლინოს თავისი უარყოფითი ემოცია: ბავშვი არ არის ვალდებული, აღფრთოვანება გამოხატოს ყველა ჩვენს მითითებაზე. და კიდევ - დააკავეთ სპორტით. ფიზიკური აქტივობის დადებითი მხარეები ყველასთვის ცნობილია. რეგულარული დატვირთვა დადებითად მოქმედებს ბავშვის ფსიქო-ემოციურ სფეროზე. რა თქმა უნდა, ფანატიზმის გარეშე.

ჰიპერკომპენსაცია
ხშირად ბავშვები, რომელთაც არჩევანის საშუალებას ართმევენ მშობლები, ცდილობენ, უკვე ზრდასრულ ასაკში შეზღუდული თავისუფლების კომპენსირება მოახდინონ. ბავშვობაში თითით საჩვენებელი ბავშვები რთულ მოზარდებად გადაიქცევიან.

როგორ ვიმოქმედოთ?
ბავშვს უნდა ჰქონდეს „თავისუფალი სივრცის“ სფეროები, სადაც თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს. ასაკთან შედარებით ეს „თავისუფალი სივრცე„ უნდა ფართოვდებოდეს. ბავშვისთვის არ არის ნორმა, უსიტყვოდ და თავისი ნების საწინააღმდეგოდ დაემორჩილოს უფროსის მითითებებს. მშობლის მიზანია აღზარდოს - ბედნიერი და ჯანმრთელი ბავშვი (მომავალში - ზრდასრული ადამიანი).
დამოუკიდებლობის, საკუთარ თავში რწმენის მოპოვება წარმოუდგენელია ზომიერი პროტესტის, კონფლიქტის და უარყოფის გარეშე, რასაც მშობელი გაგებით უნდა შეხვდეს.
52527
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (4)
თთთ
0
მე ვიყავი დამჯერე ბავშვი,კარგადა ვსწავლობდი,მშობელი იყო ჩემი ავტორიტეტი ყველაფერს ვუჯერებდი, ძმები მყავდა რომლებიც არ უჯერებდნენ და ერთი სურვილი მქონდა მეც ვყოფილიყავი ურჩი ოღონდ გამეკეთებინა ის რაც მე მინდოდა,მაგრამ მეშინოდა დედას არ წყენოდა,რომ მოვიზარდე პრტესტი გამიჩნდა,შევწყვიტე სწავლა მარამ მასწავლებლებმა,რა ხდება შენ ეს არ გიხდებაო და მივხვდი არასწორი ფორმა ავირჩიე გასაპროტესტებლად..გავაგრძელე სწავლა,შემდეგ მოვიძიე ფსიქოლოგიის სახელმძღვანელო და მივხვდი ჩემი მშობლის შეცდომებს,დავიწყე საკუთარ თავზე მუშაობა,ერთადერთი რასაც არ მიშლიდნენ ეს სწავლა იყო და ეს გამოვიყენე,ვისწავლე,მუსაობა დავიწყე მაგრამ ჩემს პირადში უხეშად ერეოდა და ერევა დღესაც,ახლა ჩემი ბავშვების არღზრდა უნდა თავისი მეთოდებით,ვთხოვე არ მოსულიყო ჩემთან ესეც ეწყინა,მაგრამ რა ვქნა ბავშვებზე ცუდად მოქმედებს.მე ვუგებ მესმის მისი,გონია რომ სწორია მისი საქციელი,მაგრამ მერწმუნეთ სამივე შვილს დაუნგრია ფსიქიკა,მე კიდე წიგნის კითხვამ მიშველა და გზების ძიებამ
10:33 / 16-01-2018
ნინი
1
პირველად გამიჩნდა თქვენს სტატიაზე პროტესტი... დამჯერი ბავშვი არ ნიშნავს (მორალურად) მშობელზე დამოკიდებულ ბავშვს, არ ნიშნავს რომ მას საკუთარი აზრის დაფიქსირება არ შეუძლია და ასე შემდეგ. მე შემიძლია ამაყად ვთქვა რომ ჩემი შვილი ყველაფერს მიჯერებს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მას ჩემ აზრს და სურვილებს თავზე ვახვევ. ჩვენ ერთად განვიხილავთ ამა თუ იმ საკითხს და მხოლოდ შემდეგ მივდივართ შეთანხმებამდე. ყოველთვის ვცდილობ მის ენაზე ავუხსნა რა რისთვის არის, რა კარგია და რა ცუდი. ყოველთვის ვაძლევ საშუალებას გამოთქვას თავისი აზრი და ჩვენ ერთად განვიხილავთ მას. ყოველთვის ვაძლევ არჩევანის საშუალებას მაგრამ ამას ისე ვაკეთებ რომ მან აირჩიოს მაგალითად ნატურალური წვენი და არა რომელიმე გაზიანი სასმელი :)
21:40 / 05-08-2016
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?