„ხშირად მშობლებს წარსული გამოცდილების გამო შვილებთან ურთიერთობა უჭირთ - მათი პრობლემა შვილების პრობლემა ხდება...“
„ხშირად მშობლებს წარსული გამოცდილების გამო შვილებთან ურთიერთობა უჭირთ - მათი პრობლემა შვილების პრობლემა ხდება...“
დამეთანხმებით, დღევანდელ რეალობაში, საკმაოდ სტრესულ და ქაოტურ გარემოში გვიწევს ცხოვრება, რაც ნებისმიერი ასაკის ადამიანს უქმნის ფსიქო-ემოციურ პრობლემებს. დეპრესიისა და სტრესის ეპოქაში განსაკუთრებით აქტუალური გახდა ფსიქოლოგთან ვიზიტი. ჩვენს გარშემო თანდათან იმატა ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობამ, გაიზარდა კვალიფიციურ სპეციალისტთა რიცხვი. თუმცა ამ დიდ არჩევანში მნიშვნელოვანია კონკრეტულად რომელ მათგანზე უნდა შეჩერდეთ და ვის უნდა მიმართოთ, როდესაც ფსიქოლოგიური პრობლემები გიჩნდებათ - მეუღლესთან, ბავშვთან და ა.შ.?

ჩვენ ფსიქოლოგოგიურ საკონსულტაციო დიაგნოსტიკურ ცენტრ „იდილიას“ შესახებ შევიტყვეთ, რომელიც
უკვე რამდენიმე წელია შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, უკეთ შეიცნონ საკუთარი თავი, დაინახონ სუსტი და ძლიერი მხარეები, ნახონ გამოსავალი “გამოუვალი” მდგომარეობიდან, დაძლიონ დეპრესია, გააცნობიერონ საკუთარი ემოციები და გამოიმუშაონ მათზე კონტროლის უნარი, მიიღონ ინფორმაცია ადამიანურ ურთიერთობებზე, ოჯახური კონფლიქტის თავისებურებებზე. ცენტრის დამფუძნებელი გახლავთ ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოლოგიის დოქტორი თინათინ ფანცულაია. მისი პროფესიული მოღვაწეობა საქ. მეცნიერებათა აკადემიის დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტიდან იწყება, ამჟამად კი ფსიქოლოგიურ ცენტრ „იდილიაში“ ეწევა პრაქტიკულ საქმიანობას. საკუთარ თავზე მუშაობას და სწავლას დღესაც არ წყვეტს და სწავლას აგრძელებს კავკასიის გეშტალთერაპიისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტში.
mshoblebi
ცენტრში გამოცდილი ფსიქოთერაპევტები და ფსიქოკონსულტანტები კვალიფიციურ მომსახურებას უწევენ ადამიანებს. ბავშვთა ფსიქოლოგიურ კონსულტირებას უძღვებიან ნინო ახალაია, ბარბარე ჭკუასელი, მოზარდებთან მუშაობს მაკა
ჯანჯულია, ხოლო ზრდასრულთა ფსიქოკონსულტაციას - თინათინ ფანცულაია და ანასტასია მარღანია. ფსიქოლოგიურ ცენტრ “იდილიაში” შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა ტიპის მომსახურება. ეს გახლავთ ზრდასრულთა, მოზარდთა და ბავშვთა, როგორც ჯგუფური, ასევე ინდივიდუალური კონსულტაცია. როგორც ცენტრის სპეციალისტები ამბობენ, აქ შექმნილია მართლაც იდილიური გარემო ნებისმიერი ადამიანისთვის. ყველას დიდი სითბოთი და სიყვარულით იღებენ, უსმენენ, ეხმარებიან. მნიშვნელოვანი გახლავთ ის პროფესიონალი კადრი, რომლითაც არის დაკომპლექტებული გუნდი. ისინი კლიენტს მაღალ და შედეგიან მომსახურებას სთავაზობენ. მათ პროფესიულ მოღვაწეობაზე პასუხს აგებენ საერთაშორისო ექსპერტები (EAGT-ევროპის გეშტალტთერაპევტთა ასოციაცია), რომლებთანაც ყოველ სამ თვეში ერთხელ გადიან კონსულტაციებს. ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი საკითხია კლიენტთა, პაციენტთა მომსახურების კონფიდენციალურობა, რაც ცენტრში დარეგულირებულია საერთაშორისო სტანდარტის სამუშაო კონტრაქტის საშუალებით.
დღესდღეობით ძალიან აქტუალური და მოთხოვნადი სერვისია ბავშვთა ფსიქოლოგიური კონსულტაცია. ბავშვთა ასაკობრივ პრობლემებზე და მათი გადაჭრის გზებზე გვესაუბრა ფსიქოლოგი, გეშტალტთერაპევტი (ასევე კავკასიის გეშტალტთერაპისა და ოჯახური ფსიქოთერაპიის ინსტიტუტის წარმომადგენელი) ბარბარე ჭკუასელი:
mshoblebi
- ბავშვებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო, მაგრამ საინტერესო პროცესია. ბავშვი, რომელიც მოდის “იდილიაში”, ხვდება თბილ და კომფორტულ გარემოში, სადაც მას იღებენ ყოველგვარი კრიტიკის გარეშე. ის ხვდება მიმღებლურ გარემოში, სადაც დაცულად გრძნობს თავს და კონტაქტში შედის ფსიქოთერაპევტთან. ეს თერაპიის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რასაც მოყვება პრობლემის იდენტიფიცირება და მასთან მუშაობის სტრატეგიების შემუშავება. ყველაზე ხშირად მოგვმართავენ შემდეგი პრობლემებით: შიშები, ტიკები, დაბალი თვითშეფასება, სიმორცხვე, კომუნიკაციის პრობლემა თანატოლებთან ან ოჯახის წევრებთან, ჰიპერაქტიურობა ან ჰიპერაქტიურობისადმი მიდრეკილება, გადატანილი ტრავმა და ა.შ.
ინდივიდუალური თერაპიის გარდა ჩვენ გვაქვს ასევე ჯგუფური ფსიქოთერაპიული მომსახურება, რომლის შემთხვევაშიც რამოდენიმე ბავშვი ერთდროულად არის ჩართული პროცესში. ჯგუფური თერაპიის კურსი შედგება 12 შეხვდრისგან, რომლებიც ნაწილდება 3 თვეზე, თითო შეხვედრა გრძელდება 1, 5 საათი და ბავშვთა ოპტიმალური რაოდენობა არის 6-7. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ ჯგუფში ბავშვები გარკვეული კრიტერიუმებით ერთიანდებიან. პირველ რიგში ეს არის ასაკი და პრობლემატიკა.
ჩემი აზრით, ბავშვებთან მუშაობის პროცესში ძალზე მნიშვნელოვანია მშობელმა გააცნოებიეროს თავისი როლი იმ გარემოს ჩამოყალიბებაში, რომელშიც ბავშვი ყოველდღიურად იმყოფება. სწორედ ამიტომ ჯგუფური თერაპიის პირველ შეხვერდას ვუთმოთ მხოლოდ მათ. სადაც ხდება ბავშვების ძირითად პრობლემატიკაზე საუბარი, მათი ფსიქოგანათლება და წარსული გამოცდილების გაცნობირება, რომელიც ხელს უშლით მათ შვილებთან ურთიერთობაში. ხდება ასევე ჯგუფური თერაპიის პროცესში ჩართვა, რათა მათთვის უფრო ნათელი იყოს ბავშვებთან მუშაობის ტექნიკა და მიმართულება.
ჩვენ „იდილიას“ ფარგლებში ვცდილობთ მოვიცვათ ყველა ასაკობრივი, ჯგუფი, რომ ყველა ბავშვს და მშობელს ჰქონდეს ჩვენთან თანამშრომლობის საშუალება. ამ ეტაპზე ვიწყებთ 7-8 წლიანი ბავშვების ჯგუფური თერაპიის კურსს. ამ ასაკის აქტუალური პრობლემაა იდენტობის კრიზისისს გადალახვა, იცვლება ინტერესთა სფერო, ბავშვი ცდილობს თავი დაიმკვიდროს სამყაროში. ბავშვისა და მშობელის შეხედულებები შორდება ერთმანეთს და იქმნება კონფლიქტური სიტუაციები, რომელსაც მშობლები ვეღარ უმკლავდებიან. სწორედ ამ დროს არის საჭირო პროფესიონალის დახმარება.

თინეიჯერობის ასაკი ძალიან სწრაფი ცვლილებების პერიოდია. სწორი მიდგომის შემთხვევაში, ცივილიზებული გზით ნებისმიერი მშობელი შეძლებს პრობლემების მოგვარებას. თინეიჯერებზე და მათ პრობლემებზე, ფსიქოლოგიური ცენტრ „იდილიას“ ფსიქოლოგი ნინო ახალაია გვესაუბრა:
mshoblebi
- ინდივიდუალური ფსიქოკონსულტირება თუ ფსიქოთერაპიული მუშაობა მიმართულია მოზარდის პიროვნული სამყაროს შეცნობაზე. მოზარდი, რომელიც გარდამტეხ პერიოდში იმყოფება, თავად ეძებს საკუთარ თავს, ხშირად თამამი ექსპერიმენტების და წინააღმდეგობების გამოვლენის გზით სურს აღმოაჩინოს საკუთარი პიროვნული რესურსები, იგრძნოს თავი მნიშვნელოვან ადამიანად.
კონსულტაციის პროცესში მოზარდი აცნობიერებს რა სურს, როგორია მისი ყოველდღიურობა, რა მიმართულებით სჭირდება შეცვლა, რა არის მისი გამოწვევა, რაში მდგომარეობს კრიზისი, როგორია მომავლის ხედვები, პროფესიული უპირატესობები, უჭირს თუ არა თავის დამკვიდრება თანატოლებთან ურთიერთობის პროცესში, რა სირთულეებს აწყდება სასწავლო სფეროში, ან როგორ მოხდა რომ დაკარგა მშობლებთან ან ოჯახის წევრებდთან სასაუბრო თემა... მოზარდობის ხანა ძალიან მრავალფეროვანია და ხშირად მტკივნეული როგორც თავად მოზარდისთვის, ისე ოჯახის წევრებისთვის. მშობრელბისთვის ხშირად მიუღებელია დემონსტრაციული ქცევები, ცვლილებები ჩაცმულობაში, ვერ ეგუებიან ასეთ ძლიერ დაინტერესებას თანატოლებთან ურთიერთობით, სოციალური ქსელებით. ძნელია გაგება, რა სჭირს შვილს, რომელსაც მოულოდნელად ცრემლი ერევა, ან ოთახში იკეტება, დასჩემდა ტყუილი, გაუარესდა სასწავლო მიღწევები, არის აგრესიული. ყველა ეს ნიშანი მიუთითებს, რომ საჭიროა ფსიქოლოგის დროული ჩარევა. მსგავსი ქცევები თუ ხასიათობრივი ცვლილებები სიგნალია. უაღრესად დიდი მნიშვნელობა მშობლების და ოჯახის სხვა წევრების სწორ რეაქციებს აქვს, სწორ საპასუხო ქცევას, სწორ ტაქტიკას. როდის არის მოთმინების გამოჩენა საჭირო, როდის დეტალების იგნორირება და არა გაზვიადება, როდის სიმკაცრე და პასუხისმგებლობის აღებაზე მიმართული დამოკიდებულება.

მოზრდილი ასაკის ადამიანების ფსიქოლოგიურ პრობლემებზე ცენტრის დამფუძნებელ თინათინ ფანცულაიას ვკითხეთ:
mshoblebi
- რამდენად ხშირად და ძირითადად რა პრობლემებით მოგმართავენ ადამიანები. მაგალითად, დაოჯახებული წყვილები?
- წყვილებთან კონსულტაცია არის ბოლო პერიოდის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი. ეს ქართული საზოგადოების პროგრესად შიძლება ჩაითვალოს. მამაკაცები წყვილების კონსულტირებაში აქტიურად ერთვებიან, სურთ ოჯახის შენარჩუნება, სხვადასხვა პრობლემის ცივილურად გადაჭრის გზების მიგნება და ა.შ.

- ასაკოვან ადამიანებთან რა სირთულეები იჩენს თავს, რა ჩივილებით გაკითხავენ?
- ასაკოვანი ადამიანები ძირითადად გვაკითხავენ ასაკისთვის დამახასიათებელი შფოთვითი ჩივილებით, დეპრესიით, კონფლიქტებით, შიშით. ხანდაზმულობის მოახლოებასთან ერთად ადამიანს უჩნდება უფუნქციობის შიში. ამ დროს ძალიან მგრძნობიარეები ხდებიან. მათ სჭირდებათ თანადგომა. ყველა ასაკში ადამიანს საკუთარი ფუნქცია აკისრია, ჩვენ მათ ვეხმარებით ამ ფუნქციების გაცნობიერებაში, კონფლიქტების, დეპრესიის, შიშის დაძლევაში. სესიი შემდეგ ისინი მოტივირებულები და მშვიდები მიდიან.
(სურათები მშობლების ნებართვით არის გასაჯაროებული)

მერი ბლიაძე
R
2671
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი
გამოკითხვა
მოახერხეთ თუ არა დასასვენებლად ბავშვების წაყვანა, ხართ თუ არა კმაყოფილი და რა თანხა დაგიჯდათ ეს დაახლოებით?