ყოველი მეხუთე ბავშვის მორიდებულია მორიდებული ბავშვი სავსებით ნორმალური მოვლენაა. საქმე იმაშია, რომ ბავშვი უხერხულადაა უცნობი სამყაროს მიმართ, რომელიც, ერთი შეხედვით, არც ისეთი მეგობრულია მისთვის. როგორც წესი, 5-7 წლის ასაკისთვის მორიდებულობა ქრება და პრობლემა თავისით გვარდება. მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ბავშვს მშობლის დახმარება სჭირდება.
ბავშვური მორიდებულობა პრობლემაა?
ყოველი მეხუთე ბავშვის მორიდებულია. ასეთი ბავშვები იშვიათოობას არ წარმოადგენს. ამიტომ, ხასიათის ასეთი თვისება ნორმალურია. თუმცა, ასეთი ნორმა შეიძლება პრობლემად იცდეს. კონკრეტულად:
ბავშვს უჭირს კონტაქტის დამყარება გარშემო მყოფებთან. ზრდასთან ერთად ბავშვი ვერ ისწავლის ადამიანების გაცნობას, მათთან ურთიერთობას, დიდობაში მოსალოდნელია მარტოობა. ამიტომ, მორიდებულ ბავშვს მშობელი უნდა დაეხმაროს მეგობრების გაჩენაში.
ბავშვს უჭირს გარე სამყაროს აღქმა. ახალი ადამიანები, ადგილები, ნივთები მისთვის საშიშროებას წარმოადგენენ. მორიდებული ბავშვისგან შეიძლება კონსერვატორი ადამიანი გაიზარდოს.
ბავშვი გართობაზე ამბობს უარს. მაგალითად, მორიდების გამო მან შეიძლება უარი განაცხადოს საბავშვო თეატრში, შოუში მონაწილეობის მიღებაზე. მშობელმა ეს მომენტი უნდა გაითვალისწინოს.
მორიდებულობის ყველაზე გავრცელებული მიზეზები
მორიდებულობა შეიძლება კონკრეტული სიტუაციების გამო წარმოიქმნას:
1. პირადი ან სხვისი ნეგატიური გამოცდილება სხვა ადამიანთან ურთიერთობისას. ბავშვი შეიძლება არ მიიღეს კონრეტულ წრეში, ან მან ნახა, როგორ უარყვეს სხვა ადამიანი. ასეთი მომენტები კარგად ილქება ბავშვის მეხსიერებაში და გავლენას ახდენს მის სამომავლო ქმედებაზე.
2. ზედმეტად აქტიური მშობელი - როცა მშობლები ბავშვის ნაცვლად წყვიტავენ ყველაფერს.
3. ზედმეტად მომთხოვნი მშობლები. თუ დედ-მამა კრიტიკულად აფასებს ბავშვის მონდომებას, მან შეიძლება მომავლში სიმორცხვის გამო საკუთარ თავში ჩაიკლას რაიმეს კეთების სურვილი.
ხშირად მორიდებულობა ბავშვის ბუნებრივი თვისებაა. ასეთ შემთხვევაში ბავშვი დაბადებიდან წყნარია, მშვიდი, სიახლეზე სიფრთხილით რეაგირებს, უჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ასეთი ბავშვის აღზრდისას მშობელი განსაკუთრებით აკურატული უნდა იყოს.
როგორ დავძლიოთ სიმორცხვე?
თავდაპირველად გავერკვეთ რა შეიძლება იყოს ბავშვური სიმორცხვის მიზეზი. უმჯობესია ფსიქოლოგს მიმართოთ. სპეციალისტი სიტუაციაში გაგარკვევთ და რჩევებსაც მოგცემთ.
შემდეგი ეტაპია - საუბრები. ხშირად მორიდებულობის მიზეზი დაბალი თვითშეფასების უნარია. მეგობრულად დაელაპარაკეთ ბავშვს. გამოავლინეთ მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.
და რაც მთავარია, აუმაღლეთ ბავშვს თვითშეფასება. ამაში თამაში დაგეხმარებათ. გოგონას შეურჩიეთ სილამაზის, მაკიჟის თამაშები. ბიჭებს - ბრძოლის, რათა თავი გამარჯვებულად იგრძნოს. თუ გსურთ ბავშვმა კონტაქტი დაამყაროს თანატოლებთან, წყვილებში შესთავაზეთ თამაში.
მოზარდებს უყვართ კულინარიული, ლოგიკური თამაშები. ისინი დროის საინტერესო გატარებაშიც დაეხმარებიან და ცხოვრებაში სასარგებლო თვისებებსაც გადმოიტანენ. ხოლო, რაც უფრო მეტი იცის ბავშვმა მით გაუადვილდება თანატოლებს საკუთარი თავი უკეთ წარუდგინოს.
ბავშვურ მორიდებულობას დედ-მამა აკურატულად უნდა მიუდგეს. რაც უფრო სწორად მოიქცევა მშობელი, მით მეტია შანსი, რომ ასაკის მატებასთან ერთად ბავშვი უამრავი კომპლექსისგან გათავისუფლდება.