მოუსვენარი შვილი გყავთ? სწრაფად ღიზიანდება, ცოტა სძინავს და ხშირად ტირის? მოუსვენარი შვილი გყავთ? სწრაფად ღიზიანდება, ცოტა სძინავს და ხშირად ტირის? გგონიათ, რომ ზედმეტად აქტიურია? ფიქრობთ, რომ ჰიპერაქტიური ბავშვია? თავიდანვე შევთანხმდეთ, რომ მსგავსი დიაგნოზი, კომპლექსური გამოკვლევის შედეგად, მხოლოდ ნევროლოგმა უნდა დასვას. თუმცა, სანამ ექიმამდე მიხვალთ, შეგიძლიათ ქვემოთ მოცემული ტესტი გამოიყენოთ. ასევე გთავაზობთ პასუხებს კითხვებზე, რომლებსაც მშობლები ყველაზე ხშირაად ხვამენ.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თქვენი შვილი ზედმეტად აღგზნებადია?
იყავით მის მიმართ მშვიდი
ნუ ეცდებით მის ინტენსიურად რწევას, არასდროს ანჯღრიოთ. მის დასამშვიდებლად გამოიყენეთ ერთი და იგივე მეთოდი. რადგან ჰიპერაქტიური ბავშვები მეტად მგრძნობიარეები არიან. ბავშვის საწოლს ნელა მიუახლოვდით. საფენის გამოცვლისას აუცილებლად მოეფერეთ ფეხებზე, ღიმილითა და ტკბილი სიტყვებით ესაუბრეთ. თუ ბავშვი კუნთებს ჭიმავს, ე.ი. თქვენი ქმედება სწრაფი და აქტიურია.
მოეხვიეთ, მოეფერეთ, აკოცეთ
ბავშვის ნორმალური განვითარებისთვის აუცილებელია, რომ მას ხშირი კონტაქტი ჰქონდეს დედასთან. ჩვილი აფასებს საკუთარ თავს გარშემო მყოფების შეფასებით. პირველ რიგში კი - მშობლების. თუ ბავშვი გრძნობს, რომ უფროსებს იგი უყვარს, მეტად დარწმუნებულია საკუთარ თავში, ძალებში.
შეინარჩუნეთ სიმშვიდე
დაბადების პირველ თვეებში პრაქტიკულად ყველა ჩვილი ჭირვეულია, ზოგიერთი კი - აუტანელი. თუმცა, პანიკაში ნუ ჩავარდებით, სიმშვიდე შეინარჩუნეთ. რადგან ბავშვი გრძნობს დედის ცუდ განწყობას და კიდევ უფრო ხმამაღლა იწყებს ტირილს. აიყვანეთ ჩვილი ხელში, უმღერეთ, მოეფერეთ, ზღაპარი წაუკითხეთ. თუ საკუთარ ნერვოზულობას ვერ უმკლავდებით, ოჯახის წევრს სთხოვეთ ატირებული ბავშვის ხელში აყვანა. გახსოვდეთ, ვერ შეძლებთ ატირებული ბავშვის დამშვიდებას, თუ თავად არ გაქვთ ნერვები დაწყნარებული.
დააკმაყოფილეთ ბავშვის მოთხოვნები
როცა ბავშვი ტირის ძუძუზე ნუ მიიწებებთ. ზოგჯერ ბავშვები მოწყენილობისგან ტირიან. ხშირად მიდით ჩვილთან, გაუღიმეთ, მხიარული სიმღერა ჩაურთეთ, ზღაპარი წაუკითხეთ/მოასმენინეთ. ზოგჯერ ეს დამაწყნარებლად მოქმედებს მასზე. მნიშვნელოვანია გამოიცნოთ, თუ რას სურს თქვენს პატარას. არ გამოკვებოთ, როცა საფენი აქვს გამოსაცვლელი და ნუ დაელოდებით ჭამის დროს, როცა ბავშვი შიმშილის გამო ტირის.
დაიცავით დღის რეჟიმი
ეცადეთ, რომ ძილი, კვება და სეირნობა ერთსა და იმავე დროს ჰქონდეს. ასწავლეთ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინება. არასდროს დართოთ უფროსებს ნება დაძინების წინ ბავშვი აქტიურად გაართონ.
ჩართეთ მუსიკა, გამორთეთ ტელევიზორი
დაიცავით ბავშვის თვალები მოციმციმე ნახატებისგან, ყურები - ხმაურისგან. არასდროს ჩართოთ ტელევიზორი ბავშვის ოთახში. უმჯობესია, დამამშვიდებელი მუსიკა ჩაურთოთ, ბუნების ხმებით. თუ თავად მღერით, ძილის წინ უმღერეთ პატარას ნანა.
განგაშის სიგნალი - შეამოწმეთ ბავშვი ჰიპერაქტიურობაზე
ჩვილსაც კი ემჩნევა ჰიპერაქტიურობის პირველი ნიშნები. დააკვირდით ბავშვს და გაეცით პასუხები კითხვებს:
როცა ბავშვი ჭირვეულობს, მისი დამშვიდება გიჭირთ?
კი, არა;
ხშირად და ბევრს ყვირის?
კი, არა;
ახასიათებს მადის ცვალებადობა, წოვასთან დაკავშირებული პრობლემები?
კი, არა;
დღის მანძილზე ცოტა ხანი სძინავს?
კი, არა;
ღამე ხშირად იღვიძებს, რთულია მისი დამშვიდება და დაძინება?
კი, არა;
არ მოსწონს, როცა ხელში აგყავთ, მოფერების დროს კი ზურგს გაქცევთ ან პირიქით, მუდამ ხელში აყვანას გთხოვთ, საწოლში კი ტირის?
კი, არა;
მგრძნობიარეა გამაღიზიანებლების მიმართ? თუ მის გარშემო რაღაც უჩვეულო ხდება ხმამაღალ ტირილს იწყებს?
კი, არა;
როცა სიარულს სწავლობს, პრაქტიკულად "დაფრინავს", ავეჯს ეჯახებს, ხშირად ვარდება?
კი, არა;
არ შეუძლია არც ერთ თამაშზე, სათამაშოზე კონცენტრირება?
კი, არა;
ხშირად ეცვლება განწყობა?
კი, არა
თუ კითხვების უმეტესობას დადებითი პასუხი გაეცით, გაითვალისწინეთ ჩვენი რეკომენდაციები და გაასინჯეთ ბავშვი ნევროლოგს.